Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2025

რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” სადგურზე შეტევის მცდელობაში

0

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 24 მარტს, განაცხადა, რომ ღამის ორი საათისთვის „კიევის რეჟიმმა“ კრასნოდარის მხარეში უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიის, „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ნავთობის საქაჩ სადგურ „კროპოტკინსკაიას”.

თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული დრონი „გზად დაიჭირა“ სადგურიდან შვიდ კილომეტრში და მისი ფრაგმენტები ჩამოცვივდა რკინიგზის სადგურ „კავკაზკაიასთან“.

უკრაინას ნავთობის საქაჩ სადგურზე დღევანდელი შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის თაობაზე გავრცელებულ ცნობებში, როგორც წესი, კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს. დღევანდელ ოფიციალურ შეტყობინებაში ენერგოობიექტის დაკონკრეტება სამინისტროს, სავარაუდოდ, დასჭირდა იმის სათქმელად, რომ უკრაინა განაგრძობს ენერგოობიექტებზე დარტყმას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სხვა ინფორმაციას აწვდის.

კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის საქაჩ სადგურ „კროპოტკინსკაიაზე” დრონებით შეტევა იყო 17 თებერვალსაც. უკრაინის სპეცსამსახურებში დაადასტურეს, რომ ეს მათი ოპერაცია იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 მარტსაც დაასახელა კონკრეტული ენერგოობიექტი, რომელსაც, მისი ინფორმაციით, უკრაინამ დრონებით შეუტია - კრასნოდარის მხარის სტანიცა კავკაზსკაიაში მდებარე ნავთობის საცავი.

ერთი დღით ადრე, 18 მარტს, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ლიდერების შეთანხმებით, მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით.

20 მარტს რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონში დაარტყეს გაზის გამზომ სადგურს. უკრაინის გენშტაბმა ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России