Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2025

რატომ არის რადიო თავისუფლება მნიშვნელოვანი

0
რკინის ფარდის მიღმამამაჩემი დასავლეთ პოლონეთში, პოზნანში, დაიბადა, 1939 წელს, ნაცისტური გერმანიის შემოჭრამდე ცოტა ხნით ადრე. მამამისი პოლონეთის ჯარში მსახურობდა და ტყვედ აიყვანეს, დედამისი კი დააპატიმრეს, რადგან ნაცისტურ რეჟიმს უწევდა წინააღმდეგობას. ომის დროს მამაჩემს ძირითადად უფროსი ძმა და "წითელი ჯვრის" შვედი მედდა უვლიდნენ. შვედეთთან კავშირი მალე ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.
ომის შემდეგ ბებია და ბაბუა თავიანთ მცირეწლოვან შვილთან, მამაჩემთან ერთად, ჩრდილოეთ პოლონეთის საპორტო ქალაქ გდანსკში გადავიდნენ სამუშაოს საძიებლად. ამ დროს შვედეთს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ფლოტი ჰქონდა და ომისგან განადგურებული პოლონეთის ნავსადგურში შემოსულმა მათმა საოცარმა გემებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მამაჩემზე.
"რკინის ფარდის" მიღმა ჩარჩენილი მრავალი ადამიანის მსგავსად, მამაჩემიც უსმენდა „ხმებს“ - ასე უწოდებდნენ ადამიანები BBC-ის მსოფლიო სერვისის, "ამერიკის ხმისა" და რადიო თავისუფალი ევროპის რადიოგადაცემებს. მათ ხალხი, ცხადია, ფარულად უსმენდა - ღამით საწოლში ყურთან იდებდნენ ტრანზისტორულ რადიოს. მამაჩემისთვის ეს გადაცემები ღვთის ძღვენი იყო. სწორედ მათი მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, გაქცეულიყო დასავლეთში - შვედეთში.


ყინულოვანი ზღვის გადაკვეთაპირველად გაქცევა 17 წლის ასაკში სცადა. პოლონეთიდან ფეხით აპირებდა ყინულით დაფარული ბალტიის ზღვის გავლას და დანიის კუნძულ ბორნჰოლმამდე მიღწევას, საიდანაც შვედეთში გადავიდოდა. მაშინ ზამთარი დღევანდელზე ბევრად ცივი იყო და ყინული მართლაც ფარავდა ბალტიის ზღვის დიდ ნაწილს, მაგრამ გეგმა მაინც აბსურდული იყო. ყინულმჭრელი გემები იქ ფეხით სიარულს თითქმის შეუძლებელს ხდიდა. ისიც იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო - დროებით დამარცხებული, მაგრამ მაინც საბრძოლო განწყობაზე მყოფი.
შემდეგ წელს ისევ სცადა. ამჯერად მეგობართან ერთად აპირებდა ზღვა კანოეთი გადაეცურა. თინეიჯერი ბიჭები პოლონურმა გემმა აიყვანა და ხელისუფლებას გადასცა. სკანდინავიის ნაცვლად ისინი ისევ პოლონეთში, ციხის საკანში აღმოჩნდნენ. დაკითხეს, ურტყეს, აღიარებინეს, რომ CIA-ს ჯაშუშები იყვნენ და 10 წელი მიუსაჯეს.
საბედნიეროდ, 1950-იანი წლების ბოლოს პოლონეთში ლიბერალური რეფორმები გაატარეს და ბიჭები ერთ წელიწადში გაათავისუფლეს. მამაჩემი დროებით შეეშვა ოცნებას დასავლეთში ცხოვრებაზე. განათლება მიიღო და დედაჩემი გაიცნო. დაქორწინდნენ და ორივემ მუშაობა დაიწყო გდანსკში, ლენინის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაში. მთელი ეს დრო ის კვლავ უსმენდა "ხმებს", ჯაზს და როკ-ენ-როლს.


მესამე მცდელობა1971 წელს ჩემი მშობლები იუგოსლავიაში ისვენებდნენ. მაშინ მოგზაურობა სულ რამდენიმე ქვეყანაში შეიძლებოდა. დღევანდელ ხორვატიაში მდებარე პულის სანაპიროზე გერმანელი წყვილი ნახეს, რომლებიც საკუთარ თავებს მიამსგავსეს - კაცი მამაჩემივით შავგვრემანი იყო, ქალი კი - დედაჩემივით ქერა.
მივიდნენ მათთან და ჰკითხეს, დასავლეთ გერმანიიდან ხართო? დასავლეთიდან იყვნენ. შემდეგ კი ისეთი რამ სთხოვეს, რომ მათ მიერ გამოჩენილ „თავხედობას“ დღემდე ძლივს ვიჯერებ. გერმანელ წყვილს უთხრეს, ხომ არ დათანხმდებით, თქვენად რომ გავასაღოთ თავიო? რაც არ უნდა უცნაური იყოს, გერმანელები დათანხმდნენ (როგორც ჩანს, „აღმოსავლელთა“ ასეთი დახმარება "ცივი ომის" დროს იშვიათი არ ყოფილა.)
ჩემმა მშობლებმა გერმანელი წყვილის მანქანითა და დოკუმენტებით გადაკვეთეს იტალიის საზღვარი. ისინი კი უახლოეს საკონსულოში მივიდნენ და თქვეს - გაგვძარცვესო. იტალიაში ერთი წელი დაჰყვეს პოლიტიკურ ლტოლვილებად, შემდეგ კი შვედეთში გადასვლის უფლება მისცეს, სადაც ჯერ ბინადრობის უფლება მიიღეს, მოგვიანებით კი - მოქალაქეობა.
მამაჩემი გერმანელების სიძულვილით გაიზარდა - ომის გამო. როგორი ირონია იყო, რომ ეს საოცარი კეთილშობილება, რომელმაც მათ თავისუფლება მიანიჭა, სწორედ გერმანელებმა გამოიჩინეს. მათ ურთიერთობა შეინარჩუნეს და გერმანელ წყვილს ყოველ შობას უგზავნიდნენ მისალოც ბარათს.


წრე შეიკრამე შვედეთში დავიბადე, 1980-იან წლებში, ისეთ მშვიდობასა და კეთილდღეობაში, რაზეც ჩემს მშობლებს ახალგაზრდობაში მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ. ჩემი თაობის მრავალი სხვა წარმომადგენლის მსგავსად, საზღვარგარეთ ვისწავლე, რამდენიმე ევროპულ ენას ვფლობდი და ბევრს ვმოგზაურობდი კონტინენტზე - მჯეროდა „საერთო ევროპული სივრცის“ იდეის. ამგვარად, ლოგიკური იყო, რომ თავი ბრიუსელში ამოვყავი.
2011 წლის დასაწყისში შემომთავაზეს რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტად მეცადა თავი. ჩემთვის ეს უბრალო სამუშაოს შეთავაზება არ ყოფილა. სახლში სულ მიყვებოდნენ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის რადიო თავისუფლებას. აქ მუშაობის დაწყებით ჩემი ოჯახის წრე შევკარი.
მაშინ ბრიუსელი რამდენიმე თვით ადრე ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანებოდა, რომელიც ლუკაშენკამ გააყალბა და შემდეგ ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები დაარბია. ევროკავშირი მას სანქციებს უწესებდა, მე კი ამ ამბებს ვაშუქებდი. მას შემდეგ ვაქვეყნებ რეპორტაჟებს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ.
რაღაცები უცვლელი რჩება. დღეს (25 მარტს) ლუკაშენკას მეშვიდე ინაუგურაცია იმართება და მას ევროკავშირის ახალი სანქციები ემუქრება. მისი რეპრესიული მმართველობის შედეგად ბელარუსს დაახლოებით 1500 პოლიტპატიმარი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია ჩემი კოლეგა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იჰარ ლოსიკი, რომელიც 2020 წლიდანაა გისოსებს მიღმა. კიდევ ერთი კოლეგა, ანდრეი კუზნეჩიკი, წლის დასაწყისში გამოუშვეს ბელარუსის ციხიდან.
როდესაც იჰარზე და ანდრეიზე ვფიქრობ - და რადიო თავისუფლების კონტრიბუტორ ვლადისლავ იესიპენკოზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმშია დაპატიმრებული - მახსენდება მამაჩემის ისტორია და ყველაფერი, რაც მან თავისუფალი ცხოვრებისთვის გააკეთა.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России