Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2025

რუსეთში აცხადებენ, რომ ამერიკელებთან დაიწყეს დისკუსია იშვიათ მიწათა ლითონებზე

0

რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს დისკუსიები რუსეთში იშვიათ მიწათა ლითონების პროექტებზე. ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა. ის უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელიცაა.

კირილოვი მონაწილეობდა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც თებერვალში საუდის არაბეთში გაიმართა.

„იზვესტიის“ სტატიაში, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდა, კირილოვი ამტკიცებს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ პროექტებისადმი ინტერესი უკვე გამოხატა. პრეზიდენტ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს კომპანიები და რაიმე სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამერიკულ მხარეს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

კირილოვის თქმით, რუსეთს იშვიათ მიწათა მეტალების გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ვიდრე უკრაინას და თავისი მარაგებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.

„იზვესტიას“ მოჰყავს რუსეთის ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, იშვიათი ლითონების საერთო მარაგი 658 მილიონი ტონაა და მათგან 28,5 მილიონი ტონაა იშვიათ მიწათა მეტალების მარაგი, თუმცა მოპოვება 1%-ს არ აღემატება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.

უკრაინას და აშშ-ს 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტისას, უნდა მოეწერათ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის.

თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.

ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა შეერთებულ შტატებს შესთავაზა ერთობლივი მუშაობა იშვიათ მიწათა მეტალების სფეროში როგორც რუსეთში, ისე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გასულ კვირაში დასავლეთის და უკრაინის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას წარუდგინა შეთანხმების განახლებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე სრულ კონტროლს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

30 მარტს Bloomberg-ი წერდა, რომ უკრაინა აშშ-ს შესთავაზებს ახალ პროექტში ცვლილებებს, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების გაზრდის პირობას.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России