Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2025

ტრამპი: თუ ზელენსკი სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმებიდან გამოვა, „დიდი პრობლემები“ ექნება

0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების პირობების გადახედვა სურს და გარიგებიდან გასვლას ცდილობს.

ტრამპის თქმით, თუ ზელენსკი ამას გააკეთებს, „დიდი პრობლემები“ ექნება. დონალდ ტრამპმა ეს 30 მარტს ჟურნალისტებს უთხრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდის რეზიდენციიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.

ტრამპის განცხადებითვე, ზელენსკის ნატოს წევრობა სურს, მაგრამ ვერასდროს გახდება და ეს ესმის.

გასულ კვირაში დასავლეთის და უკრაინის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას წარუდგინა შეთანხმების განახლებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე სრულ კონტროლს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

30 მარტს Bloomberg-ი წერდა, რომ უკრაინა აშშ-ს შესთავაზებს ახალ პროექტში ცვლილებებს, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების გაზრდის პირობას.

პრეზიდენტმა ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა თავისი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვდა.

უკრაინას და აშშ-ს 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტისას, უნდა მოეწერათ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის.

თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России