Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2025

ტრამპმა კომენტარი გააკეთა მედვედევისა და წყალქვეშა ნავების გადაადგილების ბრძანების შესახებ

0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტება გააკეთა ორი „ატომური“ წყალქვეშა ნავის განლაგების შესახებ 1 აგვისტოს გაცემული ბრძანების თაობაზე.

„დიახ, ეს უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. გაისმა მუქარა და ჩვენ ეს შეუფერებლად მივიჩნიეთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყო. ამას ჩვენი ხალხის უსაფრთხოების [ინტერესებიდან] გამომდინარე ვაკეთებ. მუქარა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაისმა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს“, - ციტირებს ტრამპის სიტყვებს Reuters-ი.

ტრამპმა კვლავ არ ახსნა, თუ რას ნიშნავს „ატომური“ წყალქვეშა ნავები: აშშ-ს ჰყავს ატომურ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავები, რომლებიც მტრის წყალქვეშა ნავებთან საბრძოლველად არიან შექმნილი და ჰყავს წყალქვეშა ნავები, რომლებიც ბირთვული იარაღით არიან აღჭურვილი და, რომლებსაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ ბირთვული რაკეტების გაშვება. პენტაგონს ასეთი გემების გადაადგილება გასაიდუმლოებული აქვს.

1 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა.

ტრამპმა 28 ივლისს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად დადგენილ 50-დღიან ვადას ამცირებს. დიმიტრი მედვედევმა ამ განცხადების პასუხად თეთრი სახლის ხელმძღვანელს მოუწოდა, ახსოვდეს, რომ რუსეთი ისრაელი არ არის და ყოველი ახალი ულტიმატუმი ომისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, მე არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან ძალიან ცოტა საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ასევე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის არ აწარმოებენ საერთო ბიზნესს. დავტოვოთ ეს ისე, როგორც არის, და ვუთხრათ მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის პრეზიდენტია, ყურადღება მიაქციოს თავის სიტყვებს, რადგან ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე გადადის“, – დაწერა დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России