Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2025

Новости за 02.08.2025

Bloomberg: დასავლეთის დაზვერვა აღრიცხავს რუსეთის მხრიდან დივერსიული ქმედებების შემცირებას

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთის სადაზვერვო ორგანოები აღრიცხავენ სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ორგანიზებული დივერსიული ქმედებების შემცირებას - იუწყება გამოცემა Bloomberg-ი, ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) 2025 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში აღნუსხა ევროპაში რუსეთის მხრიდან საბოტაჟის 11 შემთხვევა. ეს მოიცავს, მათ შორის, მცდელობებს შვედეთში მწყობრიდან გამოეყვანათ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები და ქსელური კოშკები. მთელი 2024 წლის განმავლობაში... Читать дальше...

Reuters: ინდოეთი გააგრძელებს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთი გააგრძელებს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარისა ჯარიმების შესახებ - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი ინდოეთის მთავრობის ორ, ანონიმურად დატოვებულ წყაროზე დაყრდნობით. "ეს გრძელვადიანი კონტრაქტებია... არ არის ადვილი შესყიდვის ერთ დღეში შეწყვეტა" - უთხრა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ. ტრამპმა გასულ თვეში თავისი სოციალური ქსელით, Truth Social-ით დაწერა, რომ ინდოეთს დამატებითი სანქციები დაუწესდება რუსეთის იარაღის და ნავთობის შესყიდვისთვის. 1 აგვისტოს ტრამპმა ჟურნალისტებს აცნობა... Читать дальше...

მსვლელობა ბათუმში: „არა რუსულ არჩევნებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში მასპინძლობს "ევროპულ მარშს", რომლის ორგანიზატორები 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

ზელენსკიმ ოლექსანდრ უსიკს უმასპინძლა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრივში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონს, უკრაინელ ოლექსანდრ უსიკს უმასპინძლა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები და კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოაქვეყნა. „დღეს ყველას გვსურს, რომ უკრაინის ხმა მსოფლიოში ძლიერი და გავლენიანი იყოს, რათა დედამიწის ყველა კუთხეში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს სიცოცხლისათვის უკრაინის ბრძოლის ისტორიის შესახებ. ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც პლანეტის ყველა კუთხეში ცნობილი უკრაინის ლეგენდები საერთაშორისო ასპარეზზე... Читать дальше...

ჰამასი აცხადებს, რომ არ განიარაღდება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებამდე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა პალესტინურმა ჯგუფმა, ჰამასმა 3 ივლისს განაცხადა რომ არ განიარაღდება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნამდე. გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი ამბობს, რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა ვერ შეწყდება გარდა იმ შემთხვევისა, თუ სრულად აღდგება პალესტინელთა ეროვნული უფლებები - უწინარესად დამოუკიდებელი, სრულად სუვერენული პალეტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების... Читать дальше...

დახრჩობას გადარჩენილმა კადიროვმა თავისი პირველი ვიდეო გამოაქვეყნა

Radiotavisupleba.ge 

რამზან კადიროვმა „ვარჯიშის“ ვიდეო გამოაქვეყნა - ეს ჩეჩნეთის ლიდერის პირველი ჩანაწერია მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თურქეთში დახრჩობას გადაურჩა რამზან კადიროვის ოფიციალურ ექაუნთზე სოციალურ ქსელ Vkontakte-ში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩეჩნეთის მმართველი ველოტრენაჟორზე ვარჯიშობს. ჩანაწერი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს აუდიტორიის დარწმუნებას იმაში, რომ ჩეჩნეთის მეთაური ცოცხალი და ჯანმრთელია. მედიის ცნობით, გასულ კვირას რამზან კადიროვი თურქეთში ზღვაში ცურვისას კინაღამ დაიხრჩო. კადიროვმა... Читать дальше...

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის ადვოკატების განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ ადვოკატების მიერვე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მსგავს შემთხვევებში, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ყოველთვის ინიშნება. "გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: „სტატისტიკა შემაშფოთებელია. ახალ თაობაში 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ“

Radiotavisupleba.ge 

2 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის ფეისბუკ სტატუსზე, რომლიც პოლიტიკოსმა უკრაინელ LGBTQI ვეტერანებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა: „ეს უკრაინელები ფრონტის წინა ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და წინააღმდეგობაში სხვა საშუალებებითაც მონაწილეობენ, იცავენ უკრაინას. მაგრამ ისინი ასევე არიან იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება, რისთვისაც უკრაინა იბრძვის. დღეს უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი... Читать дальше...



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი "გაუსაძლისს" უწოდებს ღაზაში არსებულ ვითარებას

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა 1 აგვისტოს "გაუსაძლისი" უწოდა ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებას. მინისტრი გამოვიდა დაპირებით, რომ დახმარების სახით კიდევ 5 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი, და ასევე ისრაელის ნაბიჯების კრიტიკით - რომლებსაც, ვადერფულის თქმით, შესაძლოა ისრაელის დიპლომატიური იზოლაციის გაღრმავება მოჰყვეს. ამ ცნობებს ავრცელებს სააგენტო dpa. გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის, თუ რამდენად სწრაფად გაუმჯობესდება ღაზაში ვითარება - უთხრა იოჰან ვადეფულმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-ის საღამოს გადაცემაში. Читать дальше...

ადვოკატი: "პროკურატურა ცდილობს ნინო დათაშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოამწყვდიოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში"

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელისა და ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა... Читать дальше...

აშშ-ის წარმომადგენელი ღაზაში ესტუმრა დახმარების პუნქტს, რომელსაც ამუშავებს მწვავე კრიტიკის ობიექტად ქცეული ჯგუფი

Radiotavisupleba.ge 

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი 1 აგვისტოს ჩავიდა ღაზის სექტორში მოქმედ საკვების გამცემ პუნქტზე - რომელსაც ამუშავებს ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ამერიკული კონტრაქტორი კომპანია, და ამ ჯგუფის მხრიდან შიმშილით მოცულ ღაზაში საკვების დარიგების პროცესს თან ახლავს ძალადობა და მწვავე კრიტიკა. მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ექსპერტები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ღაზაში ვითარდება "შიმშილის ყველაზე მძიმე სცენარი". უიტკოფმა და ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ... Читать дальше...

უკრაინის დრონებმა იერიში მიიტანეს რიაზანზე, პენზასა და სამარის ოლქზე. არიან დაღუპულები

Radiotavisupleba.ge 

2 აგვისტოს გამთენიისას უკრაინამ დრონებით შეუტია რუსეთის რვა რეგიონს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჯამში 112 უკრაინული დრონი იქნა განადგურებული. სამარის რეგიონში, იერიშის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. წინა ჯერზე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს 2025 წლის 10 მარტს. სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა, ტელეგრამაში დაწერა ერთი დაღუპულის შესახებ. „მამაკაცი იმყოფებოდა აგარაკზე... Читать дальше...

დაადგინდა 121 500 დაღუპული რუსი ჯარისკაცის ვინაობა. ნახევარზე მეტი მოხალისე, მობილიზებული ან ყოფილი პატიმარია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 121,507 რუსეთის მოქალაქე დაიღუპა. ღია მონაცემების საფუძველზე დაღუპულთა ვინაობა Mediazona-სა და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს. ყველა დაღუპულიდან (რომელთა სახელის დადგენაც მოხერხდა), თითქმის მესამედი (27%) მოხალისეები არიან. ზოგადად, დანაკარგები იმ ადამიანებს შორის, რომელთა ცხოვრება სრულმასშტაბიან ომამდე არანაირად არ იყო დაკავშირებული რუსეთის არმიასთან, ნახევარზე მეტს - 53%-ს შეადგენს. საუბარია მოხალისეებზე, მობილიზებულ ჯარისკაცებზე... Читать дальше...

ტრამპმა კომენტარი გააკეთა მედვედევისა და წყალქვეშა ნავების გადაადგილების ბრძანების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტება გააკეთა ორი „ატომური“ წყალქვეშა ნავის განლაგების შესახებ 1 აგვისტოს გაცემული ბრძანების თაობაზე. „დიახ, ეს უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. გაისმა მუქარა და ჩვენ ეს შეუფერებლად მივიჩნიეთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყო. ამას ჩვენი ხალხის უსაფრთხოების [ინტერესებიდან] გამომდინარე ვაკეთებ. მუქარა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაისმა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს“, - ციტირებს ტრამპის სიტყვებს Reuters-ი. ტრამპმა კვლავ არ ახსნა, თუ რას ნიშნავს „ატომური“ წყალქვეშა ნავები... Читать дальше...

Курс лари на субботу – 2,705 GEL/$1

ИА «Новости-Грузия» 

По сравнению с предыдущим значением курс грузинской национальной валюты повысился на 0,0011 лари по отношению к доллару

აზერბაიჯანულმა გამოცემამ კალინინგრადი კენიგსბერგად მოიხსენია

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანული გამოცემის, Minval-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც რუსეთის ქალაქი კალინინგრადი მოხსენიებულია კენიგსბერგად. მაგალითად, ერთ-ერთ ახალი ამბის სათაურია: „რუსეთმა კენიგსბერგში С-400 და დარტყმითი სისტემები განალაგა“. ასე უპასუხა აზერბაიჯანულმა გამოცემამ ТАСС-ის პუბლიკაციას ყარაბაღში, აზერბაიჯანის ქალაქ ჰანკენდიში მხატვარ ივან აივაზოვსკის ძეგლის აღების შესახებ. რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ სიუჟეტის ტექსტში გამოიყენა საბჭოთა ტოპონიმები: ყარაბაღის ნაცვლად მთიანი ყარაბაღი, ხოლო ჰანკენდის ნაცვლად სტეფანაკერტი. Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России