Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2025

ვენსი: რუსეთი მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებასთან მიმართებით

0

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, რუსეთი "მნიშვნელოვან დათმობებზე" წავიდა უკრაინასთან ომის გადაჭრის შეთანხმებასთან მიმართებით. ვენსი თვლის, რომ პროცესში პროგრესია - თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს მკაფიო ნიშანი, რომ ომი დასასრულისკენ მიდის.

NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც კვირას გადაიცა, ვენსი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რამდენიმე დათმობაზე წავიდა - მათ შორის იმაზე, რომ უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც მას დაიცავს რუსეთის სამომავლო აგრესიისგან.

"ვფიქრობ, რუსები მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდნენ პრეზიდენტ [დონალდ] ტრამპთან, პირველად ამ კონფლიქტის მიმდინარეობის სამ-ნახევარი წლის განმავლობაში", - ამბობს ვენსი.

"მათ აღიარეს, რომ ვერ შეძლებენ კიევში მარიონეტული რეჟიმის მოყვანას. ეს, ცხადია, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო. და რაც მნიშვნელოვანია, მათ აღიარეს, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტია", - ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

მისი თქმით, უთანხმოება თავის საფუძველში მოიცავს ორ მთავარ საკითხს: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს და იმას, თუ სად გაივლება ფრონტის ხაზი.

ჯეი დი ვენსი იმედოვნებს, რომ ომი უკრაინაში დასრულდება მაქსიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში. "როგორიც უნდა იყოს შედეგი, დასრულდება თუ არა ომი სამი თვის ან ექვსი თვის განმავლობაში - იმედი მაქვს, ამაზე გვიან არა - ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს შეაჩეროს მკვლელობები", - თქვა ვენსმა.

რუსეთი 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში, ამ ომს მას შემდეგ ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც სააგენტო Reuters-ი გასულ კვირაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, უკრაინაზე თავდასხმების შეწყვეტის პირობად პუტინი მოითხოვს, უკრაინამ დათმოს აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონი, უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, დარჩეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ და ქვეყანაში არ განათავსოს დასავლეთის ჯარები.

ასევე 24 აგვისტოს NBC News-მა გადასცა ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ჯერ არ არის შეთანხმებული. ლავროვმა კვლავ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ლეგიტიმურობის თაობაზე და თქვა, რომ ეს საკითხი "უნდა გადაწყდეს" მანამ, სანამ კიევი სამშვიდობო დოკუმენტებს მოაწერს ხელს.

ლავროვის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორებს შორის უნდა იყოს ქვეყნების ჯგუფი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების ჩათვლით.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს კიდევ ერთხელ გამოვიდა მუქარით, რომ რუსებს სანქციებს დაუწესებს, თუ ორი კვირის განმავლობაში არ აღირიცხება პროგრესი უკრაინის ომის მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ტრამპის ამ განცხადებას ერთი კვირით უძღოდა წინ ალასკაში მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ვენსის თქმით, სანქციებს განიხილავენ ნაბიჯ-ნაბიჯ, კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აღიარებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ახალმა სანქციებმა რუსეთი აიძულოს, უკრაინასთან გააფორმოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ლაპარაკისას, ვენსმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, თეთრი სახლი უკვე მიმართავს "აგრესიულ ეკონომიკურ ზეწოლას" მოსკოვზე. ვენსის თქმით, ტრამპმა რუსეთს გააგებინა, რომ მას კვლავ მიიწვევენ მსოფლიო ეკონომიკაში, თუ მკვლელობებს შეწყვეტს, ხოლო თუ არ შეწყვეტს, იზოლაციაში დარჩება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России