Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2025

სენატორები რიში და შაჰინი მოუწოდებენ მთავრობას, „კურსი დაუყოვნებლივ შეცვალოს“

0

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა, სენატორებმა, ჯიმ რიშიმ და ჯინ შაჰინიმ 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნებს.

გასულ წელს ამ დღეს, ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო დემონსტრაციები, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების შესახებ განაცხადა.

2025 წლის 28 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, - რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრებისათვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში, - და უწყვეტი ანტისამთავრობო, პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან

„მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივ შეცვალოს კურსი, აღადგინოს პოლიტიკური თავისუფლებები საქართველოში და ხელახლა დაუჭიროს მხარი დემოკრატიულ მმართველობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საიტზე გამოქვეყნდა.

სენატორების განცხადებით, „ერთი წლის წინ, ამ დღეს საქართველო თავისი ისტორიის ახალ ბნელ ეპიზოდში შევიდა. ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხალხს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას დაპირდა — რასაც მხარს უჭერდა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა — შემდეგ შეცვალა ეს პოზიცია და დაარღვია კონსტიტუციური ვალდებულება. პასუხად, ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ ცვლილების მოთხოვნით“.

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საერთო განცხადებაში ამ ერთი წლის განმავლობაში მიღებულ კანონებს „ავტორიტარულს“ უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ამომრჩევლების შეშფოთებაზე პასუხისა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ აკრძალა და დააპატიმრა პოლიტიკური ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები დააშინა, ცილი დასწამა აშშ-ს ელჩსა და საელჩოს.

„საქართველოში პოლიტიკური ძალადობის ესკალაციის გამო, ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებით და ვაფასებთ ხალხის შეუპოვრობას ამ რეპრესიებთან დაპირისპირებაში. და როგორც ამერიკელები, ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმით, რომ ქართველი ხალხი უარს ამბობს თავისუფლების დათმობაზე, რაც არ უნდა ძვირი დაჯდეს ეს.

როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით ამ პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში და ღრმად ვართ ჩართულნი ქვეყნის წარმატებაში. ქართველი ხალხი იმსახურებს ლიდერობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის მომავალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და „უსამართლოდ დაპატიმრებულთა“ გათავისუფლება მოითხოვა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России