ირკუტსკის კოლონიიდან დაიკარგა ჟურნალისტი ნიკა ნოვაკი
რუსეთში, "უცხოურ ორგანიზაციასთან კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის" მსჯავრდადებული ჟურნალისტის, ნიკა ნოვაკის ადვოკატი იუწყება, რომ პატიმარი დაიკარგა ირკუტსკის ოლქის მე-11-ე კოლონიიდან. ნოვაკს ოთხი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა. ადვოკატი იულია კუზნეცოვა ვარაუდობს, რომ ნოვაკი კოლონიიდან გადაიყვანეს, კოლონიის ხელმძღვანელობა ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს. "მიმდინარე კვირაში ნიკასთან შესვლას ცდილობდა ჩემი კოლეგა ადვოკატი, მაგრამ იგი არ შეუშვეს. კოლონიაში მან შეამჩნია აშკარა ხმაური და საგამოძიებო კომიტეტის ბევრი თანამშრომელი. Читать дальше...

