ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, ადამიანის არასრულფასოვნებას კი ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“ – ტექნიკური მიღწევები უღვთო პიროვნებების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს
ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს”, – ამის შესახებ პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში საუბრობს. გარდა ამისა, როგორც ილია მეორე აღნიშნავს, „ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე ...