“მე, აცრილიც ვიყავი, პირბადეც სულ მეკეთა, მაგრამ მაინც გადამედო ვიღაც „თავისუფლების მოყვარული“ ადამიანისგან”
სოციალური ქსელის მომხმარებელი თენგიზ მაჭავარიანი, რომელიც კორონავირუსის ინფექციას საუნივერსიტეტო კლინიკაში ებრძვის საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წესს მკაცრად იცავდა, ვირუსი მაინც შეეყარა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. „აი ახლა ვწევარ „საუნივერსიტეტო კლინიკაში“. არის დაავადების მე-12 დღე მესამე დღეა ჟანგბადზე ვარ. 2 წუთით ჩავრთე ფეუსბუქი და რამდენიმე ისეთ სტატუსს ...