Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
News.ge
Октябрь
2021

Новости за 26.10.2021

თამაზ მეჭიაური: თუ ჩემზე ახალგაზრდა მერი უნდოდათ, თავიდანვე შეერჩიათ

News.ge 

“თუ ჩემზე ახალგაზრდა მერი უნდოდათ, თავიდანვე შეერჩიათ”- ასე პასუხობს ქართული ოცნების ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მეჭიაურს მოუწოდა, გზა დაუთმოს ახალგაზრდებს და არჩევნების მეორე ტურზე მან სახელისუფლებო კანდიდატს, ლევან წიკლაურს დაუჭიროს მხარი. “მე მყავს თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც ვიბრძვი და ერთპიროვნულად ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. მეორე, თუ უნდოდათ უფრო ახალგაზრდა და ასე უნდოდათ შეერჩიათ, თავიდანვე ...

ლაშა ბუღაძე: …რადგან, როგორც ჩანს, ერთის სიკვდილი არ ეყოთ

News.ge 

“ვინ მოკლა პირველი პრეზიდენტი? რუსეთის აგენტურამ, ავტომატიანმა შპანამ და ამ ორის ნაერთმა – საქ სსრ სახალხო არტისტების დიდმა ნაწილმა, ვისაც გამსახურდია მართებულად უწოდებდა კრიმინალურ ინტელიგენციას… არსად და არავის არ უბრძოლია ამდენი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, რამდენიც მავანმა საბჭოთა სახ. არტისტებმა იბრძოლეს – დღემდე უცნაურად აქტუალური მხატვარი კიტოვანის მეთაურობით. ეს ეპოქალური შპანა არსად წასულა. “სახალხო არტისტები” ისევ ...

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება

News.ge 

ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფიქრობენ, ეს გარკვეულწილად, დაკავშირებულია ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით საქართველოში კვლევების შედეგად კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. „ის ცირკულირებს საკმაოდ მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რუსეთშიც. ამიტომ ეს ...



ირინა სარიშვილი: საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ხვალინდელი აქციის ერთადერთი მიზანია პუტინის პირად პატიმარზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ეს იმის ფონზე რომ …

News.ge 

“საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ხვალინდელი, 27 ოქტომბრის აქციის ერთადერთი მიზანია პუტინის პირად პატიმარზე, ციხეში უკვე 27–ე დღის მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ეს იმის ფონზე რომ მიხეილ სააკაშვილს პუტინის მარიონეტი ივანიშვილის მთავრობა უარს ეუბნება კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებაზე, რაც არც მეტი არც ნაკლები, მისი მკვლელობის მცდელობის ტოლფასია! ხვალინდელი აქცია თავისი მიზნით და შინაარსით გახლავთ ...

თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა

News.ge 

თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, დედაქალაქის მთავრობისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომელთაც გუდიაშვილის მოედნის აღდგენაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყირიმის ოქროს არტეფაქტების უძველესი კოლექცია უკრაინას უნდა დაუბრუნდეს

News.ge 

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყირიმის ოქროს არტეფაქტების უძველესი კოლექცია, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებენ როგორც უკრაინა, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მუზეუმები, უკრაინის სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს. ოქროს ნივთები, მათ შორის ოქროს სკვითური ჩაფხუტი და ოქროს ყელსაბამი, ნიდერლანდების ალარდ პირსონის მუზეუმში იყო გამოფენილი, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მუზეუმებმა მოითხოვეს, რომ ოქრო ნახევარკუნძულზე ...

პოლიციის თანამშრომელმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა

News.ge 

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, საბა კოხალეიშვილმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს, ლექსო რაფავას და გია დათიაშვილს. “ამათ ბრძანებებს რომ არ ასრულებენ, მაგიტომ ტოვებენ სამსახურს, ავდექი და მეც მივატოვე, ვუცხადებ სოლიდარობას ლექსო რაფავას და გია დათიაშვილს”, — ამბობს საბა კოხალეიშვილი. კოხალეიშვილი შსს-ს უკვე მე-7 თანამშრომელია, ვინც პროტესტის ნიშნად სამსახურიდან წავიდა. გუშინ, 25 ოქტომბერს ...

კალაძე: ადამიანი როდესაც მოგვყავს აქციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას

News.ge 

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, როდესაც ადამიანი აქციაზე მიჰყავთ, კვებას თავად უზრუნველყოფენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე “გარკვეული თანხები იხარჯება”. “გარკვეული თანხები იხარჯება, თუმცა იმაზე ნაკლები იხარჯება, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანები… რა თქმა უნდა, ეგ არის კვების საფასური, რომელიც ოფიციალურად ხდება, დამალული არაფერი არ არის. ...



სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში

News.ge 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში. სოფო ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება ყოველდღურად და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. შესაბამისად მედიკოსები ფიქრობენ, რომ ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24 საათიან მონიტორინგს. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო. „უკვე 26 დღეა... Читать дальше...

ერთი მსახიობის ბიოგრაფია – ანი ჟირარდო

News.ge 

იგი საკუთარ თავს ყოველთვის ოპტიმისტად თვლიდა და სხვებსაც აიძულებდა, რომ იგი საკუთარ თავში დარწმუნებულ ძლიერ ქალად აღიარონ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ საფრა­ნგეთში ვერავინ შენიშნა, თუ როგორ ექცა ნამდვილ კოშმარად ანი ჟირარდოს ცხოვრების უკანასკნელი წლები.  ანი გაუგონარ დეპრესიაშია ჩავარდნილი, დღეში რამოდენიმე კოლოფ სიგარეტს ეწევა, სულ აღარ ხმარობს კოსმეტიკას და არც საკუთარ გარეგნობას აქცევს ყურადღებას. ფრანგები ხუმრობენ: “ანი ჟირარდოს ...

“პრემიერო, გაანაწყენეთ მთელი ქუთაისი, თქვენ ხომ გამოისვით დანა კისერსში საარჩევნოდ…”

News.ge 

ქუთაისში მცხოვრები ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი, აქვეყნებს სქრინს და წერს: “ბატონო პრემიერო, ვის დააჯერებთ, რომ ეს გულანთებული საზოგადოება ქუთაისიდან საკუთარი ფინანსებით და სურვილით გამოემართა რუსთავში აქციაზე პატიმარი სააკაშვილის საგინებლად. ვიცით ჩვენ ქუთაისის საზოგადოების ყველა ფენის რესურსი და ეს ხალხი იქ თავისი ინიციატივით წამომსვლელი არ იყო. ამით იცით რა გააკეთეთ. გაანაწყენეთ მთელი ქუთაისი, თქვენ ხომ გამოისვით დანა ...

“საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვენდეტასათან და ფსიქოლოგიურ ტერორთან ერთი ადამიანის, სააკაშვილის მიმართ”

News.ge 

ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებას პოლიტიკურ ვენდეტასა და სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ ტერორში ადანაშაულებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების ე.წ საავადმყოფო შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. “სამწუხაროდ მივიღეთ ასეთი სიტუაცია, საქართველოს ხელისუფლების გარდა ყველა არის ერთ პოზიციაზე, რომ ციხის ე.წ საავადმყოფო არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელმაც უნდა ...

გზა თეგეტამდე – გზა წარმატებისკენ

News.ge 

ოცნებობდა საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა – სუნამოების. ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩააბარა და ოცნების ასრულებამდე კაპიტალის დასაგროვებლად არაერთი სამსახური გამოიცვალა. მერე პანდემია დაიწყო და ელენეც სხვებივით სახლში გამოიკეტა. მეგობარმა „თეგეტა აკადემიაში“ რეზიუმეს გაგზავნა შესთავაზა. ორივემ ერთმანეთის ხათრით ძალები მოსინჯეს, თუმცა მანქანები რატომ აირჩიეს, არ იცოდნენ. ასე მივიდა აკადემიის კარამდე ელენე მაზმიშვილი – იქიდან კი ავტოსამყაროზე შეყვარებული დაბრუნდა. ,,პირადად ...

ზურა ყიფშიძე: კენედი დაბრიდეს … იმას კი არ ვამბობ, რა კარგი იქნებოდა, რომ მიშა მოეკლათ… მაგრამ, ხომ არის ამაში რაღაც ლოგიკა

News.ge 

“ბევრი ჩუმად არის, ისე გამიკვირდა, მე მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი. რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გამიუპატიურეს, შვილი მომიკლეს, ჯერ ჩემი ცოლის თვალწინ მე გამაპატიურეს, მერე პირიქით, ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, გადარეული, კენედი დაბრიდეს, მე იმას კი არ ვამბობ, არიქა, რა კარგი იქნებოდა, რომ მიშა მოეკლათ, თუ რაღაცა, გამოესალმებინათ სიცოცხლეს, უბრალოდ როგორ ვერ გააკეთა ეს ...

ანა დოლიძე: მოვუწოდებ ენმ-ს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ

News.ge 

პარტია ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მოუწოდებს, განცხადებით მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. “ჩვენ როგორც გონივრული ალტერნატივა, მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთოს შემდეგი რამ — გამოიყენოს სტრასბურგის პროცედურა 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება. ერთხელ ეს არის გამოყენებული უკვე წარსულში, რა არის მისი ...

ოპოზიცია 27 ოქტომბერს, ზუგდიდში აქციას გამართავს

News.ge 

ოპოზიცია 27 ოქტომბერს, ზუგდიდში აქციას გამართავს.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, აქცია 20:30 საათზე, ზუგდიდის მერიასთან გაიმართება. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი საკითხია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, რაზეც გადის ქყვენის თავისუფლების ზღვარი. „აქციას ჰქვია „ბრძოლა გამარჯვებისთვის“. აქცია ზოგადად უკავშირდება ფაქტს, როდესაც ასეთ ისტორიულ ბრძოლაში წყდება არა ერთი, რომელიმე კონკრეტული პარტიის ბედი, არამედ წყდება ის, თუ როგორ ...

ნიკა მელია: შეუძლებელია იმის ახსნა თუ რატომ არ ახდენს „ოცნება“ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს

News.ge 

შეუძლებელია ახსნა იმისა თუ რატომ ჯიუტობს ასე „ქართული ოცნება“ და რატომ არ ახდენს სააკაშვილის ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მთელი პასუხისმგებლობა და ტვირთი „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს აკისრია. „შეუძლებელია იმის ახსნა ...

პაპუაშვილი: ბოლშევიკური მიდგომაა – მხოლოდ მათი აქციაა აქცია და მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი

News.ge 

არჩევნების მე-2 ტურამდე 3 დღით ადრე შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებისთვის “ქართულმა ოცნებამ” სამზადისი დაიწყო. მმართველი პარტია ხვალ, თანამოაზრეებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ შეკრება კონტრაქცია არ არის და “ქართული ოცნების” მიზანი ქართველი ხალხის ღირსებისა და თავისუფლების დემონსტრირებაა. “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, იმ მუნიციპალიტეტებში სადაც, მეორე ტური ტარდება, გამარჯვებას მოიპოვებენ. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საზოგადოებასთან ...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი

News.ge 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 647 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 443 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 698 ...

ტიკარაძე: იძულებითი განთავსება არ ხდება, უბრალოდ პენიტენციური საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს

News.ge 

სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებას რეგულირების სააგენტო დღეს განმეორებით შეისწავლის. არის თუ არა გლდანის ნომერ 18-ე დაწესებულება მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მიიღოს?! – დასკვნას სააგენტო უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს. ჯანდაცვის მინისტრი იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომლებიც ექსპერტებმა გასცეს და აღნიშნავს, რომ პაციენტს ყველა საჭირო კვლევა უტარდება, გართულებები კი არ აღენიშნება. მინისტრის განმარტებით, გლდანის მე-18 დაწესებულება ისევე ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეტეხი კერამიკა“ მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

News.ge 

26 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმო, „მეტეხი კერამიკა“ ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 1.5 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანია წელიწადში 500 000-ლარამდე დაზოგავს, რაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. პროქტის ჯამური ბიუჯეტი 2.6 მილიონი... Читать дальше...

თიბისიმ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანური რესურსი მოიზიდა

News.ge 

თიბისიმ და ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) სამუშაო კაპიტალისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება. „მოხარული ვართ, რომ EFSE-სთან ჩვენი წარმატებული და უწყვეტი პარტნიორობა გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ მოწმობს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და ...



Москва

Армянские ковры Арцаха (Карабаха) с уникальным орнаментом представлены как «генетический код» Азербайджана - сайт monumentwatch


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Дора

В Саратове перенесли концерт певицы Доры




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону


Ролан Гаррос

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Вирус эволюционирует: почему рано называть COVID-19 сезонным заболеванием



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России