Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
News.ge
Ноябрь
2021
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30

Новости за 09.11.2021

დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში რომ დაგვეწვინა და მისულიყო ორასკაციანი, მისი გამწარებული ადამიანების ჯგუფი და ეგინებინათ ფანჯრიდან, ესეც ხომ მისი წამება იქნებოდა

News.ge 

სააკაშვილს აბსოლუტურად განცალკევებული დერეფანი აქვს, გარედან სრულად დაცულია, ვერავინ იქ ვერ შეაღწევს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. მისივე თქმით, ციხის საავადმყოფო შიგნიდანაც კი ისეთი იზოლირებულია, რომ ხმა არ შედის და მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიური ტერორის შეგრძნება არ ექნება. „პენიტენციური დაწესებულების ვალდებულებაა, ნებისმიერი პატიმარი და მათ შორის პატიმარი სააკაშვილი განათავსოს ისეთ პირობებში, სადაც დაცული... Читать дальше...

Amnesty International – როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური შურისძიებაა

News.ge 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ (Amnesty International) ტვიტერზე განცხადებას ავრცელებს. „შიმშილობის მე-5 კვირას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ძალადობით გადაყვანეს ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, დამუქრებით; შელახეს მისი ღირსება, დაარღვიეს პირადი ცხოვრებისა და ადეკვატური სამედიცინო მოსახურების უფლება. როგორც ჩანს, ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალია, არამედ, პოლიტიკური შურისძიებაც“. – ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით. გუშინ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მისი წერილი წაიკითხა... Читать дальше...

უკრაინის საგარეო უწყება: საქართველოს ელჩსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

News.ge 

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნიკოლაი ტოჩიცკისთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. „საქართველოს ელჩმა, დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია მისი გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ნიკოლაი ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს“ , – აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში. Читать дальше...



ხვიჩია: ხელისუფლებამ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანით ძალიან წააგო და სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი

News.ge 

ოპოზიციონერი დეპუტატი, პოლიტიკური პატრია „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანით ძალიან წააგო და სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა: „მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თუ არა, არ ვიცი და არ მინდა, ჭორებზე ვილაპარაკო. სააკაშვილი როგორც არ უნდა მოგვწონდეს და მის მიმართ რა სახის ...

“როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას “შუმოკი” არ უნახავს და არ მოუსმენია”

News.ge 

სახალხო დამცველი ციხეში ე.წ. შუმოკზე ლაპარაკობდა – როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას “შუმოკი” არ უნახავს და არ მოუსმენია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სუბარის თქმით, როდესაც საუბარია 3 ათასკაციან ციხეში დაწყებულ ხმაურზე, ასეთ დროს კედლები ზანზარებს, კარები ინგრევა, ადამიანებს შორის ლაპარაკი შეუძლებელია, ხმა ციხის კედლებს სცდება და გვერდით კორპუსებშიც კი გადის. “თავად ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ სააკაშვილის ოთახში ...

ნიკა მელია: ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვება – ისტორიული გამარჯვება სხვანაირად არ მოდის

News.ge 

ღამისთევა, როგორც ასეთი და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შეკრება და აქციების გამართვა მოხდება დილიდან. როგორც მელიამ აღნიშნა, ბრძოლა იქნება დამღლელი. მელიას განცხადებით, ხვალ დილიდან, 11:00 საათზე, სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. ...

„ლელო“ გენერალურ პროკურორს მიმართავს, ირაკლი კობახიძის მიერ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყოს

News.ge 

პარტია „ლელო” მიმართავს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების თაობაზე, რომლიც მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს. „ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან” დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან... Читать дальше...

სანდრა რულოვსი: ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან

News.ge 

“გელა ჩარკვიანი, ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი, მწერალი, მუსიკოს-კომპოზიტორი და უნიკალური მასწავლებელი, ჩვენთან აღარ არის…. ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან…” – წერს სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსი.



ნიკაკოის მომავლის მუსიკა და „ვოლვო ქარ საქართველოს“ დამუხტვადი ჰიბრიდი

News.ge 

„ვოლვო ქარ საქართველომ“, არტისტ ნიკა მაჩაიძესთან ერთად, ახალი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო. მთავარი მიზანი დამუხტვადი ორძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილების საზოგადოებისთვის წარდგენა და ბრენდის გლობალური ტრენდის გაგრძელება – ანუ ადგილობრივ მომხმარებელთან მდგრადი განვითარებისა და  ეკოლოგიის შესახებ საუბარია. საქართველოში „ვოლვოს“ კამპანია თიზერ ვიდეოთიდაიწყო, რომელსაც სოციალურ მედიაში საკმაოდ აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. სპეციალურად ამ კამპანიისთვის, არტისტმა ნიკა მაჩაიძემ ანიმაცია შექმნა. კამპანიის... Читать дальше...

გიორგი ვაშაძე: შვილები ურეკავდნენ ელენეს, შეშინებულები იყვნენ კობახიძის განცხადების შემდეგ

News.ge 

კობახიძისგან გარდა სიტუაციის გამწვავებისა, არანაირი გზავნილი არ იყო – არ შეიძლება კონკრეტული ფაქტების გარეშე გამოსვლა და დაბრეხვება რაღაც თემის, ოღონდ “შენი გაისწორო”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმება. მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რომ ხელისუფლება შეავიწროვოს, იქნება ეს საპროტესტო აქციები თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა. “მოვინახულეთ ელენე... Читать дальше...

NGO-ები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

News.ge 

არასამთავრობო ოგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი. მესამე სექტორი მიმდინარე მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ხელმომწერი ორგანიზაციები... Читать дальше...

მარინა კალიურანდი: …მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები?

News.ge 

დიახ, არჩევნები საქართველოში მთლიანობაში შეფასდა, როგორც კონკრეტული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები? – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ვებინარზე განაცხადა, რომელმაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. მისი თქმით, თუ საქართველოში ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ...

ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან

News.ge 

ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, კარლ ჰარცელისა და ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასეს. „მე უკვე წლებია საქართველოში მიმდინარე არჩენებს ვაკვირდები და სისტემატიურად ჩამოვდიოდი ქვეყანაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პანდემიით შექმნილ მდგომარეობას. საქართველოს მომავლისთვის ...

სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა

News.ge 

სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა. ელჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სანდო ადგილობრივ... Читать дальше...

ინიციატივა მაქვს, სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარედ შეკრებები არ დაიგეგმება

News.ge 

მე მაქვს კონკრეტული ინიციატივა, ხელისუფლებამ მოახდინოს სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა გლდანის ციხიდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში და ამის პასუხად ოპოზიციამ აიღოს ვალდებულება, რომ ამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ დაიგეგმება არანაირი ტიპის საპროტესტო აქტივობები და შეკრებები, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა არის საფრთხის წინ და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადასარჩენია. „სააკაშვილის გატაცება ...

ჩამოეხსნა ფარდა აფიორას, რომ თითქოს სააკაშვილი მომაკვდავი იყო და ადამიანებს ვერ სცნობდა, ეს სიცრუე დაიფშვნა

News.ge 

ჩამოეხსნა ფარდა აფიორას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავი იყო და ადამიანებს ვერ სცნობდა – ეს სიცრუე დაიფშვნა, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. ზარქუამ განაცხადა ისიც, რომ სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამედიცინო სერვისით და მისი უსაფრთხოება არის დაცული. „გახსოვთ რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილმა გონი დაკარგა, სახელს ვერ იხსენებს, ვერ დადის ...

როცა სააკაშვილთან შევედით, გლდანის ციხის ყველა კორპუსიდან, ორგანიზებულად, საშინელ ობსტრუქციას გვიწყობდნენ

News.ge 

ხაზი უნდა გაესვას, რომ აქ არის აბსოლუტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი აქ იმისთვის გადმოიყვანეს, რომ მისი ლიკვიდაცია მოხდეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახლანდელი ვითარება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას სერიოზული რისკს უქმნის. „როდესაც ჩვენ შევედით, მთელი ციხე, ყველა კორპუსი, ორგანიზებულად, ადვოკატებსაც კი საშინელ ობსტრუქციას გვიწყობდნენ. მათი არავის... Читать дальше...

„ფაიზერის“ დაახლოებით 900 ათასამდე დოზაა დარჩენილი, ვადაგასული არცერთი არ არის

News.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ არცერთი დოზა ვადაგასული არ არის. ამასთან, როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყანაში „ფაიზერის“ 900 ათასამდე დოზაა. „ფაიზერის“ დაახლოებით 900 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ვადაგასული არცერთი დოზა არ არის“,- განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, „ფაიზერის“ ბოლო პარტიის ვადა მარტის ბოლომდეა.

აშშ აგრძელებს ხელი შეუწყოს კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას

News.ge 

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ხელი შეუწყოს კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას – ეს განცხადება შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთი წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია ყველა ამ დრომდე დაკავებული პირის განთავისუფლება, დაკარგულების აღრიცხვა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება.

პირობა მოგვცეს, რომ მკაფიო და მკაცრი იქნება მესიჯები, რომელსაც „ოცნება“ მიიღებს – დასავლეთი შეშფოთებულია იმით, რაც ქვეყანაში ხდება

News.ge 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონსთან შეხვედრისას პარტნიორების მხრიდან დაისვა კითხა, რა ტიპის აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს გამოყენებული დასავლეთის მხრიდან იმისთვის, რომ აიძულონ „ქართული ოცნება“ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს. ვაშაძის განმარტებით, ამის საპასუხოდ ქართული მხრიდან განხილული იყო არაერთი ვერსია, როგორიც არის ფინანსური სანქციები, პერსონალური სანქციები, ვიზების გაცემაზე უარი. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან... Читать дальше...

კალაძე: მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

News.ge 

მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. თბილისს დააკლდა ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით, საკუთარი შემოქმედებით ავსებდა და სიცოცხლეს სძენდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებას. საქართველომ დაკარგა ცნობილი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი, ტელეწამყვანი. ვიზიარებ გელა ჩარკვიანის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების და მთელი საქართველოს ტკივილს.

ჭიჭინაძე: რაც ახლა ხდება, ესეც თუ შერჩა „ქართულ ოცნებას“, ხვალ შემდეგი ნებისმიერი ჩვენგანი იქნება, არცერთ პოლიტიკურ ლიდერთან აღარ ექნებათ პრობლემა

News.ge 

„რაც ახლა ხდება, ესეც თუ შერჩა „ქართულ ოცნებას“, ხვალ შემდეგი ნებისმიერი ჩვენგანი იქნება, არცერთ პოლიტიკურ ლიდერთან აღარ ექნებათ პრობლემა“, -ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროტესტი მასობრივი უნდა გახდეს. „ნებისმიერს დასჯიან და თან უმარტივესად, აღარაფერს ვამბობ რიგით ადამიანებზე. დღეს ძალიან ბევრია დამოკიდებული ოპოზიციის ბრძოლის ტაქტიკაზე. მიშა სააკაშვილი მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად კი ...

ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს

News.ge 

ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ. შევხვდები მხოლოდ ჩემსპირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით, – ამის შესახებ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო დაწესებულებიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მისმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა. მისი თქმით, იგი მოტყუებით გამოიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან. როგორც ...



Москва

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Илья Лагутенко

Сколько заработал уехавший из России Илья Лагутенко




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»


Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин: Более 220 единиц медтехники начали использовать больницы и поликлиники



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России