Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
News.ge
Ноябрь
2021
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30

Новости за 11.11.2021

ანა ნაცვლიშვილი: თუ არ შიმშილობდა, რისკენ მოუწოდა ბატონმა რატიმ?!

News.ge 

ამ კადრების გამოქვეყნება არის ძალიან სერიოზული დარღვევა – ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ დენზე მიერთებული პაციენტია მთელი ქვეყანა და იმის მიხედვით, როგორ აწყობთ, ძაბვას ხან მოუმატებენ და ხან მოუკლებენ, ეს არის მიუღებელი, – ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, არსებულ ...

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა

News.ge 

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა. მატჩი ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” შედგა. საქართველოს ნაკრებიდან ორივე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. გუნდების შემადგენლობა: საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი, კვეკვესკირი (აბურჯანია 90), გვილია, ლობჟანიძე (ჩაბრაძე 81), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 81), წიტაიშვილი (დავითაშვილი 70), ოქრიაშვილი (ვოლკოვი 70). შვედეთი: ოლსენი, კრაფტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, კლასონი (კულუსევსკი 74), ფორსბერგი, ნილსონი... Читать дальше...

ვიოლა ფონ კრამონი: “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას

News.ge 

“ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო უკეთესს იმსახურებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს. ევროპარლამენტარი აღნიშნულს სავალალოს უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე უფრო და უფრო პოლიტიკური ხდება. „საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა. Читать дальше...



შალვა ბერიანიძე: ამ კადრების გამო მწარე პასუხისგება მოუწევს ჩვენს თაობას, ვინც ვისწრაფვით ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ

News.ge 

“ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით ან/და ხვდებით, მაგრამ არ გინდათ ამის აღიარება, მათ გასაგონად კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა. დღეს, პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-კადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები. საკმაოდ მძიმე და ემოციური სანახავია კადრები, რამაც საზოგადოების ნაწილი სააკაშვილის მიმართ დადებითად, მეორე ნაწილი კი ცინიკურად განაწყო. ეს, ...

უკრაინის საგარეო უწყება: მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა პოზიცია მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობის შესახებ

News.ge 

უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობის გამოყენებას მის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა... Читать дальше...

ხოშტარია: სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, შიმშილობას არ ვწყვეტ

News.ge 

სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული ვითარების განსამუხტავად, გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია. ხოშტარიამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. “პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გონივრული განცხადება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი... Читать дальше...

მამუკა ღლონტი: ჩემი ქვეყნის სიმბოლოს იატაკზე ნახევრად შიშველს რომ ახოხიალებთ და ამას აქვეყნებთ, თქვენ გგონიათ ვინმე როდესმე გაპატიებთ?

News.ge 

“რუსეთში ვსწავლობდი არქიტექტურის ინსტიტუტში, ხოდა მომრჩა იქაური სტუდენტობის მეგობრები, ერთხელ ერთმა მიშაზე ცუდი რაღაცეები მომწერა (იმ პერიოდში როცა მიშა და მისი რეჟიმი ყველაზე მეტად მდევნიდა) ხოდა დავახურე თავზე იმ ჩემს მეგობარს, იმიტომ რომ მან ჩემი ქვეყნის სიმბოლო პრეზიდენტი (კარგია თუ ცუდი) აუგად მოიხსენია. ჩემთვის ჯერ სამშობლოა შემდეგ ყველაფერი, მათ შორის მეგობრობაც. იმასაც შეგახსენებთ რამდენი ვიბრძოლე ...

კადრების გავრცელების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

News.ge 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ძალის გამოყენებით მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. საია-ს შეფასებით, კადრების გავრცელება დაუსაბუთებელია. “მიუხედავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებისა, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის... Читать дальше...



ვოლსკი: როდესაც პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, იქნება ეს სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, მისი ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია

News.ge 

ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანის თაობაზე მოატყუეს – არავინ იცის, რა გარემოება იყო, შეიძლება დათანხმდა და შემდეგ სწორედ ეს გაითამაშა, რაც მისგან სავსებით მოსალოდნელია , – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, სად განათავსოს პატიმარი. ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ კადრები აუცილებლად ...

მიხეილ სააკაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტო შიმშილობა

News.ge 

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. სააკაშვილსი წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა: “ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა” .

ეს კადრები მიზნად ისახავს არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას

News.ge 

გავრცელებული ვიდეოკადრები ხელისუფლებისთვის არის უმძიმესად წამგებიანი კადრები და მიზნად ისახავს არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ, ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას, ერთ მშვენიერ დილას ყველამ რომ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა. ...

ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაშიგადაყვანის კადრების გასაჯაროვებას იძულებით ნაბიჯად აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კადრებში ჩანს ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა. „დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება. ადამიანისადმი, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა უსამართლო ...

გიორგი გახარია სააკაშვილის შესახებ ვიდეოკადრებზე – როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!

News.ge 

“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას ეხმაურება. “ როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“- წერს გახარია. ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ...

ამ წერილში საუბარი არ არის, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში – თეა წულუკიანი სტრასბურგის წერილზე

News.ge 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა. მინისტრის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე სახელმწიფომ, მოკლე ვადებში უნდა შეასრულოს. “ცალსახად არის მითითებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს ბატონ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, უფრო მეტიც, არამცთუ მოუწოდებს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით, ის მას ავალებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. როდესაც ერთი ...

კადრების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სადისტური მიდრეკილების არის ეს ხელისუფლება

News.ge 

დღევანდელი კადრების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სადისტური მიდრეკილების არის ეს ხელისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებული ვიდეოკადრები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის „ამაზრზენი ხელისუფლების ამაზრზენი ქცევა“. „ამ კადრების გავრცელებით უშუალოდ დადასტურდა, რომ თვითონ ხელისუფლება, პრაქტიკულად ყველა ორგანო ...

სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან მას

News.ge 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ იუსტიციის სამინისტრო ამ კადრებს მიაწდვის სტრასბურგის სასამართლოს, ძალიან დიდი პრობლემა იქნება. „უმძიმესი კადრებია და სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი ნების ...

ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას – ეს არის დიდი მავნებლობა

News.ge 

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ტერმინ „გატაცებას“ ხელისუფლების ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ და უნდათ, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მოახდინონ მავნე ზეგავლენა, დაარწმუნონ საზოგადოება თითქოსდა, ხელისუფლებამ ვინმე გაიტაცა. ამის შესახებ მან დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საერთოდ როგორ არის შესაძლებელი, საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას უწოდო გატაცება. ეს არის დიდი მავნებლობა. აქვე იმასაც გეტყვით, რადგან ...

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს

News.ge 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია. Читать дальше...

“მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება”

News.ge 

შიმშილობის მეცხრე დღეს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხოშტარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრები დაეცემა, მედიკამენტოზურ მკურნალობაზე თანახმა იქნება. ამის შესახებ განცხადება ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა. “მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. მე დავთანხმდი ერთ გადასხმას, ერთმა გადასხმამ არ გააუმჯობესა ეს პარამეტრები, ამიტომ, ის ისევ კრიტიკულ დაბალ ზღვარზეა, ...

ეს არის ნაც-ქოცური ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტი, სადაც მხარეებს ყველაფერზე შეუძლიათ იჩხუბონ მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ნათელია

News.ge 

სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა. საქართველოს მთავრობას კი დაევალა, მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული წერილი და გადაწყვეტილებები, დილიდან პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. “ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მან ხელისუფლებას მოუწოდა... Читать дальше...

მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულება

News.ge 

მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამასთან, როგორც ელჩი აცხადებს, დღეს სააკაშვილს არ მიეცა სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ამ კონტექსტში ელჩი აღნიშნავს, რომ ყველას, ვისაც სისხლის... Читать дальше...

სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა

News.ge 

ბატონმა რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ სასამართლო ინდივიდუალს ვერ დაავალებს რამის გაკეთებას და ხელშემკვრელი მხარე არის სახელმწიფო – სტრასბურგის სასამართლო დაგვთანხმდა, რომ სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს დაცული, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ...



Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

БГАТОиБ

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Что можно отметить в этот день

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»


Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России