შემამჩნიე, ევროპა!
ბიჭები იდგნენ და მღეროდნენ მაგრად! გულშიჩამწვდომად. მღეროდნენ ისე, რომ ნელა-ნელა გაქრა გვერდით მდგომი დიდი და ბრჭყვიალა ეშმაკის ბორბალი; გადაფარა ბავშვების ღრიანცელი და ბორბლის გონდოლებში ადგილებისთვის ბრძოლა; გაარღვია ქუთაისის მუქი ლურჯი დაბინდული ცა და ავიდა სადღაც, ძალიან შორს!

