Добавить новость
103news.com
Radiotavisupleba.ge
Май
2026
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ევროკავშირი არ აპირებს კიევიდან თავისი მისიის ევაკუაციას "რუსეთის მუქარის" მიუხედავად

0

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბრიუსელი 9 მაისამდე არ მიიღებს არანაირ ზომებს კიევში თავის დიპლომატიურ მისიასთან დაკავშირებით, მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებისა უკრაინის დედაქალაქზე შესაძლო საპასუხო დარტყმის შესახებ და უცხოური ორგანიზაციებისადმი ქალაქის დატოვების მოწოდებისა.

„რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს პოზიციას ან ყოფნას კიევში. სამწუხაროდ, რუსული თავდასხმები ყოველდღიური რეალობა გახდა როგორც კიევში, ასევე უკრაინის სხვა რეგიონებში“, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ანვარ ალ-ანუნიმ.

„რუსეთის საჯარო მუქარა კიევზე დარტყმის შესახებ მისი უგუნური ესკალაციის ტაქტიკის ნაწილია“, განაცხადა ბრიუსელმა.

ამ კვირის დამდეგს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყველა ქვეყანას, უკრაინის დედაქალაქიდან მოეხდინათ თავიანთი საელჩოების ევაკუაცია „იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო დარტყმა გარდაუვალია კიევსა და მის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები 9 მაისს დაარტყამენ მოსკოვს“. როგორც სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რუსული მხარე მოუწოდებს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას და უცხოური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, „მიუდგნენ ამ განცხადებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა მისიების პერსონალის, ასევე მოქალაქეების დროული ევაკუაცია კიევიდან“.

4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 8-9 მაისის განმავლობაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა 6 მაისის შუაღამისას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადებით, რომელიც რუსეთმა თითქმის უმალვე დაარღვია.

ხუთშაბათს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან კომენტარში ხაზი გაუსვა, რომ რუსეთიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა ზელენსკის მიერ 6 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადებაზე.

ზელენსკიმ და უკრაინის სხვა ლიდერებმა ადრე განაცხადეს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ არ სურთ რუსეთის ჭკუაზე იარონ და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებოდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ჩატარდეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა „სარკისებური“ პრინციპით იმოქმედებს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России