Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2018

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა "გარდიანი" უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა

0
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა არაზუსტი და უპასუხისმგებლო უწოდა ბრიტანული გაზეთის, „გარდიანის“ სტატიას იმის შესახებ, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა რუსული სპეცსამსახურების აგენტი ქალი, რომელსაც წვდომა ჰქონდა კორპორაციულ ქსელსა და ელექტრონულ ფოსტაზე.


საიდუმლო სამსახურის განმარტებით, საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოების ადგილობრივ თანამშრომლებს არასდროს არ ეძლევათ წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. საიდუმლო სამსახურის განცხადებით, სტატიის გამოქვეყნებამდე „გარდიანის“ რედაქციას გაუგზავნეს ოფიციალური კომენტარი და ინფორმაცია, რომელიც უარყოფდა გაზეთის მიერ მოპოვებულ დაუსაბუთებელ მონაცემებს. საიდუმლო სამსახურის ცნობით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ქალის მთავარი მოვალეობა იყო საიდმულო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე დახმარების გაწევა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცვის სამსახურთან ურთიერთქმედების დროს. საიდუმლო სამსახურის მტკიცებით, განყოფილება, სადაც ეს პირი მუშაობდა 2017 წლის ზაფხულში დაიხურა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის სურვილის არარსებობის გამო და არ უკავშირდებოდა თავად თანამშრომელი ქალის უფლებამოსილების შეწყვეტას. საიდუმლო სამსახურის განცხადებითვე, მას კარგად ესმის, რომ აშშ-ის დიპლომატიური მისიის ადგილობრივი თანამშრომლები შესაძლოა, განიცდიდნენ უცხოური დაზვერვის გავლენას, ამიტომ მათი მოვალეობები შემოიფარგლება თარჯიმნობით და დახმარებით კულტურის და ადმინისტრაციულ საკითხებში.


„გარდიანის“ სტატია ხუთშაბათს საღამოს გამოქვეყნდა გამოცემის ვებსაიტზე, პარასკევს დილით გამოსულ ბეჭდურ ვერსიაში კი სტატია არ არის.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России