ქუთაისის "ტორპედო" მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით აღშფოთებულია და უეფას საჩივრით მიმართავს.
„ორი პენალტი, ორი არჩათვლილი გოლი და არაერთი სადაო მომენტი... „ტორპედო“ მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს“ - დაიწერა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფეისბუქის გვერდზე.
„ტორპედომ“ ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში ალბანეთის „კუკესს“ ორი მატჩის ჯამში 5:4 მოუგო. 16 აგვისტოს, სტუმრად ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში ქუთაისელები 0:2 დამარცხდნენ, მაგრამ ვინც თამაშს უყურა, ყველა ამბობს, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვანწილად შვეიცარიელი მთავარი მსაჯის მიერ მასპინძელთა სასარგებლოდ დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა.
ევროპა ლიგის პლეი-ოფში „ტორპედო" ბულგარეთის ჩემპიონს - „ლუდოგორეცს" შეხვდება, რომელმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ბოსნიის „ზრინსკი" გამოთიშა.
პირველი თამაში 23 აგვისტოს თბილისში გაიმართება, საპასუხო კი 30 აგვისტოს, რაზგრადში.

