Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2018

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე ქართული დელეგაცია 2 კაცის შემადგენლობით გაემგზავრა

0
სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარე, „ევოპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე დაესწრებიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინის გარდაცვალება საქართველოსთვის დიდი დანაკარგია. მანვე განმარტა, რომ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაში საქართველოდან ორი წარმომადგენელი იყო მიწვეული:


„საქართველოს ჰყავს იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა სხვა ქვეყანას.


რაც შეეხება დელეგაციის სტატუსს, მე ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი, სხვადსხვა მაღალი თანამდებობის პირებს რამ შეუშალათ ხელი, მაგრამ არის დელეგაცია წარმოდგენილი. პარლამენტიდან ვართ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა. ეს არის ის ფორმატი, რაც მისაღებია თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.


სენატორი მაკკეინი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ძალიან კარგი მეგობარი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოდან ამერიკაში დაკრძალვაზე მცირერიცხოვანი დელეგაცია მიემგზავრება:


„სრულიად აუცილებელია, რომ საქართველოდან იყოს დელეგაცია, რომელიც გამოხატავს საკუთარ ადამიანურ სამძიმარს ჩვენი დიდი მეგობრის გარდაცვალების გამო. საქართველო დგას იქ, სადაც დგას მთელი მსოფლიოს და აშშ-ის პოლიტიკური ელიტა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთი მცირე დელეგაცია მიდის საქართველოდან. სამწუხაროა, რომ ვერც პრემიერმა, ვერც პრეზიდენტმა და ვერც უმაღლესი თანამდებობის პირებმა, როგრც ჩანს, ვერ ან არ ჩათვალეს საჭიროდ ამ ღონისძიებაზე წასვლა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იქ უნდა იყოს საქართველოს დელეგაცია. ჩვენ ვიქნებით და ქართველი ხალხის სახელით დავაფიქსირებთ, თუ როგორი მადლობელი ვართ სენატორი მაკკეინის, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.


სენატორ ჯონ მაკკეინს ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე 2 სექტემბერს დაკრძალავენ.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России