ქუთაისის ტორპედომ ვერ შეძლო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა
უეფას 2018-2019 წლების ევროსეზონი საქართველოს საფეხბურთო კლუბებისთვის, ტრადიციულად, საწყის ეტაპებზე დასრულდა. საჩხერის „ჩიხურას“, „სამტრედიისა“ და „დინამო თბილისის“ შემდეგ, ევროტურნირს ქუთაისის „ტორპედოც“ გამოეთიშა.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „ტორპედოს“ გადამწყვეტი ბარიერის დაძლევაღა დააკლდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად - პლეი-ოფში ბულგარეთის ლუდოგორეცს დაუპირისპირდა და ორი თამაშის ჯამში 0:5 დამარცხდა.
პირველი თამაში ქუთაისელებმა ერთი კვირის წინ თბილისში ჩაატარეს და მინიმალური ანგარიშით წააგეს, საპასუხო შეხვედრაში კი ოთხი გოლი გაუშვეს და თავად ერთიც ვერ გაიტანეს.
ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონი ჩემპიონთა ლიგით გახსნა და ტურნირს მოლდავეთის „შერიფთან“ წაგებით გამოეთიშა, შემდეგ კი ევროპა ლიგაზე გადაერთო და „ლუდოგორეცთან“ შეხვედრამდე ორი მეტოქე ჩამოიშორა: ფარერის კუნძულების „ვიკინგური“ და ალბანეთის „კუკეში“.