ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი ბრატისლავაში იჭიდავებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ბექა ღვინიაშვილს შორის არჩევანი გააკეთონ დაბალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, რომელზეც ნაკრების ორი გამოცდილი წევრი სავარაუდოდ ერთმანეთს დაუპირისპირდება.
ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი 2 სექტემბერს იჭიდავებენ ბრატისლავაში გასამართ ევროპის თასზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში და რომელიც უკეთ გამოვა, მწვრთნელთა საბოლოო სიაშიც ის მოხვდება.
90 კილოგრამში საქართველოს ნაკრებს უკვე ჰყავს ერთი ძიუდოისტი, რომელსაც განაღდებული აქვს მსოფლიოს პირველობაზე ჭიდაობა - ესაა მსოფლიოს მოქმედი პრიზიორი უშანგი მარგიანი. ჭრიკიშვილისა და ღვინიაშვილის საკითხი კი ბოლო კვირებში შიდა დაპირისპირებების მიზეზი გახდა და მწვრთნელთა საბჭომ ისედაც დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებისგან თავის ასარიდებლად სლოვაკეთის ტურნირი შეარჩია.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 20-27 სექტემბერს გაიმართება ბაქოში და მასზე საქართველოს მამაკაცთა ნაკრები 9 სპორტსმენით გაემგზავრება.