Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2018

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის მიწვევას პასუხობს

0
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორისთვის გაუგებარია, რატომ მიიწვიეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე მხოლოდ სამი ტელეკომპანიის თოქშოუების წამყვანები.


„კურიერთან“ საუბარში ნიკა გვარამია ამბობს, რომ სწორედ ამ დღეს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა "არჩევანი" აქვს და ამიტომ ის „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს, თუმცა „კვირის აქცენტების“ წამყვანს ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა, თუკი ამას ივანიშვილი დათანხმდება.


"ჩვენ ჩვენს პასუხს აგერ ვაცხადებთ, ლაივი ცხადია არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი "ჰარდ თოქი" - ეს არის "კვირის აქცენტები." მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის“, - ამბობს ნიკა გვარამია.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ ინტერვიუს მისცემს ყველაზე რეიტინგული თოქშოუების წამყვანებს - ასე უპასუხეს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლების შეკითხვას, რატომ შეირჩა ინტერვიუსთვის მხოლოდ სამი ტელეარხი - „იმედი“, „რუსთავი 2“ და „TV პირველი.” ამ ტელეკომპანიების პოლიტიკური თოქშოუების წამყვანები ირაკლი ჩიხლაძე, გიორგი გაბუნია და ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილს შეკითხვებს დაუსვამენ პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში.


“იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქშოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს. ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ინტერვიუ 23 ოქტომბერს, 22 საათზე დაიწყება.


ტელეკომპანია „TV პირველის“ თოქშოუ​ს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან 23 ოქტომბერს დაგეგმილ ინტერვიუს ფეისბუკის პოსტით გამოეხმაურა. ინგა გრიგოლია წერს, რომ ინტერვიუზე სიამოვნებით წავიდოდა, რომ არა გადაცემა „რეაქცია“, რომლის დასრულების დრო ინტერვიუს დასაწყისს ემთხვევა.


ტელეკომპანია „იმედის“ პროდიუსერმა მარიამ შავგულიძემ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვინაიდან ინტერვიუს დაწყების დრო, ემთხვევა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუს დაწყების დროს, შესაბამისად, ინტერვიუზე სიამოვნებით დათანხმდნენ. რაც შეეხება ინტერვიუს ფორმატს, მარიამ შავგულიძის თქმით, „ეს იყო პარტიის შემოთავაზება. რესპონდენტიდან გამომდინარე, მასთან ინტერვიუ საინტერესოა ნებისმიერ ფორმატში“.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России