Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2018

Новости за 30.04.2018

უეს მიტჩელი: საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ნატოს წევრობისთვის მზადებაში

Radiotavisupleba.ge 

„აშშ მხარს უჭერს საქართველოს რომ გააგრძელოს რეფორმების გზა და ეკონომიკური პროგრესი“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელმა

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შექმნას კომისია "მუხთარლის საქმის" გამო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციაა, რომ პარლამენტმა შექმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 30 აპრილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის საქმე მაღალი რეზონანსისაა და ერთგვარად უკავშიდება ქვეყნის რეპუტაციასაც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, თითქმის ერთი წელია გამოძიებისგან პასუხგაუცემელია შეკითხვები... Читать дальше...



ავღანეთის პრეზიდენტმა ქაბულში მომხდარი თავდასხმები სამხედრო დანაშაულად შეაფასა

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ქაბულში მომხდარი ტერაქტი ეწინააღმდეგება ისლამურ ფასეულობებს და ადამიანის უფლებებს. აშრაფ ღანიმ სამხედრო დანაშაულის კონკრეტული მაგალითები უწოდა სამოქალაქო პირებზე, ჟურნალისტებსა და მეჩეთებში მორწმუნეებზე თავდასხმებს. ავღანეთში ნატოსა და აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა განაცხადა, რომ მტკიცედ გმობენ ქაბულში მომხდარ ლაჩრულ თავდასხმებს, რომლებსაც ემსხვერპლნენ უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ამერიკელი გენერლის განცხადებითვე... Читать дальше...

რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი დაიღუპა ქაბულში მომხდარი თავდასხმისას

Radiotavisupleba.ge 

ქაბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ჟურნალისტი, საბავუნ კაკარი, რომელიც მძიმედ დაიჭრა ავღანეთის მშენებლობის სამინისტროსთან 30 აპრილს მომხდარი აფეთქებისას. ადგილზე დაიღუპა რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი, აბადულა ჰანანზაი და მოჰარამ დურანი. დაღუპულია მედიასაშუალებების კიდევ 5 წარმომადგენელი, მათ შორის სააგენტო „ფრანს-პრესის“ ფოტოკორესპონდენტი შახ მარაი. სულ დაიღუპა მინუმუმ 29 ადამიანი და 45 დაიჭრა. ქაბულის ცენტრში ორმა თვითმკვლელმა დაახლოებით 20 წუთის ინტერვალით... Читать дальше...

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. დღეიდან სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მაღალი გამავლობის ავტომობილების დახმარებით შეიწამლა რამდენიმე სოფელი გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში.

NDI: დეზინფორმაციული მედია, მაღალი კრიმინალი და კორუფცია

Radiotavisupleba.ge 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები და წარმოადგინა ის მიგნებები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების კურსს, საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას, ხელისუფლებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას და პარტიების მხარდაჭერას.



30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შეიარაღებული ძალები აღნიშნავს დაარსებიდან 27-ე წლისთავს. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, პროფესიული დღესასწაული მიულოცეს ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავად, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულმა ჩაატარა პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება... Читать дальше...

ირმა პავლიაშვილი შუალედურ არჩევნებზე

Radiotavisupleba.ge 

30 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საია-ს მიერ 28 აპრილის შუალედურ არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე. წინასწარი შედეგებით, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მოიპოვა სახელისუფლო კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ (57,86%). საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციას ჰყავდა როგორც სტატიკური დამკვირვებლები უბნებზე, აგრეთვე მობილური ჯგუფები. ირმა პავლიაშვილმა გამოყო ხონის... Читать дальше...

ქაბულში თავდასხმას ემსხვერპლნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, აბადულა ჰანანზაი და მოჰარამ დურანი დაიღუპნენ ქაბულის ცენტრში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად. დაღუპულია მედიასაშუალებების კიდევ 5 წარმომადგენელი, მათ შორის სააგენტო „ფრანს-პრესის“ ფოტოკორესპონდენტი შახ მარაი. ორმა თვითმკვლელმა დაახლოებით 20 წუთის ინტერვალით თავი აიფეთქა ჯერ ავღანეთის დაზვერვის სამსახურის, შემდეგ კი ურბანული განვითარების და მშენებლობის სამინისტროს შენობებთან. აფეთქებების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი და 45 დაიჭრა. ჟურნალისტების სიცოცხლე მეორე აფეთქებას ემსხვერპლა. Читать дальше...

ნინო რიჟამაძე საარჩევნო დარღვევებზე

Radiotavisupleba.ge 

30 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებიას და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ შუალედური არჩევნების წინა პერიოდსა და არჩევნების დღეს აღნუსხულ დარღვევებზე. ნინო რიჟამაძე თვლის, რომ უფრო მკაცრი მიდგომაა საჭირო გადასატანი ყუთების საჭიროების მქონე ამომრჩევლების სიის შედგენისას. ამ სიების სიდიდე ქმნის არაერთი პრობლემას, მათ შორის: ასეთ დროს ნაკლებად ხერხდება ხმის მიცემის ფარულობის დაცვა, არ ხდება ამომრჩევლის მარკირება... Читать дальше...

კალეიდოსკოპი

Radiotavisupleba.ge 

"კალეიდოსკოპისათვის" სოფო დათიშვილმა შეარჩია სამი ამბავი, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ავსტრალიაში გვეპატიჟება.

სად ვერ მოწევთ სიგარეტს

Radiotavisupleba.ge 

2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოხმარება იკრძალება დახურულ სივრცეში - როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში, იქ, სადაც მწეველებთან ერთად არამწეველებიც ტრიალებენ.

ნიკოს რუბრიკა: როგორ მივიღოთ ახალი ამბები მარტივად სხვადასხვა წყაროდან

Radiotavisupleba.ge 

ნიკო ნერგაძის რუბრიკაში შევიტყობთ, როგორ შეიძლება ახალი ამბების სხვადასხვა წყაროდან მიღების გაადვილება.

NDI-მ შეაფასა "საზოგადოების განწყობა საქართველოში"

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 29%-ის აზრით, განვითარების მიმართულება სწორია. 29%-ის შეფასებით, საქართველო საერთოდ არ იცვლება. გამოკითხულთა 71% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ საქართველო მისი სახლია და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. საქართველოს მთავრობის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 2%, კარგად 42%, ცუდად 36% და ძალიან ცუდად 13%. გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას... Читать дальше...

სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა – პრემიერი

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამხედროებს ღირსეული პირობები შეუქმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, დღეს ვაზიანში წარმოდგენლი იყო პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც სწორედ GDRP-ის პროგრამის ფარგლებში მაისიდან დაიწყებს წვრთნებს. “ერთად მიმდინარეობს საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარებაც, რომელიც ქვედანაყოფების მომზადებასა და შეფასებას უზრუნველყოფს. Читать дальше...

წიქარა შინ - უცხოეთში

Radiotavisupleba.ge 

მადრიდიდან რიოხისკენ გზად უნდა გაიაროთ დარიალივით ხეობა, რომელიც გადაკეტილი დახვდა რუბრიკის "შინ - უცხოეთში" ავტორს, ოქროპირ რუხაძეს და ოპერატორ ილია სამურგანიდის.

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) გამოაქვეყნა ახალი კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში.“ გამოკითხულთა 65%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი. 75%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. გამოკითხულთა 21% მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს. ამასთან, წინა, 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ შედეგებთან შედარებით, 8%-ითაა შემცირებული ევრაზიული კავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობა. Читать дальше...


Музыкальные новости
Надежда Бабкина

Фестиваль-марафон под руководством Надежды Бабкиной пройдет на Псковщине





Rss.plus
ЦСКА

ЦСКА забрал кубок из Казани // Армейцы вернули себе титул чемпиона Единой лиги ВТБ




Ковальчук заявил об использовании Западом аварии на ЧАЭС для дискредитации СССР

Константин Богомолов станет художественным руководителем Театра Романа Виктюка

Замена Toyota Camry станет ещё лучше. Бизнес-седан Chery Arrizo 8 получит новую АКПП и Snapdragon 8155

В федеральных театрах кадровых перестановок не планируется — Ольга Любимова




ქართველი ძიუდოისტები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, 1992 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ჩემპიონატი მედლის გარეშე ჩაამთავრა. 26-28 აპრილს ტელ-ავივში გამართულ ევროპირველობაზე ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდის ცხრა წევრიდან საუკეთესო შედეგი აჩვენეს ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) - ორივე მეხუთე ადგილს დასჯერდა. საქართველოს ნაკრებმა ისრაელში უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავა, მაგრამ საერთო გუნდურ ჩათვლაში 44 ქვეყნის ნაკრებს შორის 27-ე ადგილი დაიკავა.

თანამდებობიდან გადადგა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრის ემბერ რადის განცხადება გადადგომის შესახებ. რადმა თანამდებობა დატოვა „უინდრაშის თაობად“ წოდებული იმიგრანტების და მათი შთამომავლების არალეგალურ იმიგრანტებად გამოცხადებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. საუბარია კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩასულ იმიგრანტებზე, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში მიიწვიეს მუშახელის დეფიციტის შესავსებად. გემს, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანა იმიგრანტების პირველი ნაკადი, „ემპაირ უინდრაში“ ეწოდებოდა. Читать дальше...

ოცს გადააჭარბა ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა ქაბულის ცენტრში მომხდარი აფეთქებების შედეგად. დაღუპულთა შორისაა სააგენტო „ფრანს-პრესის“ ფოტოკორესპონდენტი შახ მარაი. 30 აპრილს დილით, ქაბულში ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, თვითმკვლელმა დანაღმული მოტოციკლეტი ააფეთქა ავღანეთის დაზვერვის სამსახურის შენობასთან. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მეორე თვითმკვლელმა თავი აიფეთქა ურბანული განვითარების და მშენებლობის სამინისტროსთან.

თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, არონ ვეს მიტჩელი. ის სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე და შეხვდება პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 29 აპრილს, საღამოს არონ ვეს მიტჩელს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების... Читать дальше...

თბილისში გაიხსნა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი

Radiotavisupleba.ge 

თბილისში გაიხსნა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი. მისი დღის წესრიგის საკითხებია საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლი გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში, პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები და ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობა თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა... Читать дальше...

ქაბულის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, თვითმკვლელმა დანაღმული მოტოციკლეტი ააფეთქა ავღანეთის დაზვერვის სამსახურის შენობასთან. ქაბულის პოლიციის უფროსმა, დაუდ ამინმა სააგენტო AFP-ს აცნობა, რომ დაიღუპა სამი და დაიჭრა 6 სამოქალაქო პირი. ცოტა ხანში ამავე რაიონში მოხდა მეორე აფეთქება. სააგენტო AP პოლიციის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა ჟურნალისტი და დაიჭრა 2 პოლიციელი. ჟურნალისტის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.



Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о реализации проектов КРТ в столице



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

«К очереди присоединялась другая»: Тимати раскрыл успех своего бизнеса




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»


WTA

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России