Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 08.01.2019

თალიბანი აცხადებს, რომ 9 იანვარს დაიწყება ორდღიანი მოლაპარაკება აშშ-ის წარმომადგენლებთან

Radiotavisupleba.ge 

ავღანელი თალიბების განცხადებით, 9 იანვარს ყატარში დაიწყება ორდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკება ამერიკელ ოფიციალურ პირებთან. ამასთან, თალიბანი უარს ამბობს ავღანეთის, მისი აზრით, „მარიონეტული“ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ის აცხადებს, რომ აშშ არის თალიბანის მთავარი მოწინააღმდეგე ავღანეთში. თალიბების ერთ-ერთმა ლიდერმა 8 იანვარს უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“, რომ დოჰაში მოლაპარაკებისას მთავარი საკითხი იქნება ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის მოთხოვნა, ისევე როგორც ტყვეთა გაცვლა და... Читать дальше...

ქართველი ოპერატორი ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტებს შორის მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტთა სია ცნობილია. ცნობილი ამერიკული გამოცემა Variety წერს, რომ ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა. ერთ-ერთ ნომინაციაში, Spotlight Award კი ნომინანტებს შორის არის გიორგი შველიძე, მხატვრული ფილმის, „ნამეს“ ოპერატორი. ამ ნომინაციის ჯილდოსთვის გიორგი შველიძესთან ერთდ ერთად იბრძოლებენ ფილმების „Girl“ და „The Rider“-ის  ოპერატორები. ამ ნომინაციაზე კანდიდატს... Читать дальше...

ორი იტალიელი აფხაზეთში

Radiotavisupleba.ge 

როგორ ცხოვრობს ხალხი აფხაზეთში? როგორ ართმევს თავს პრობლემებს და როგორ იხსენებს 25 წლის წინანდელ ომს? ორი იტალიელი - პიერ პაოლო მიტიკა და ალესანდრო ტეზეი - ჩავიდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. მათ ესაუბრა რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ელენა ზავოდსკაია. პიერ პაოლო მიტიკა ფოტოგრაფია, ხოლო ალესანდრო ტეზეი - ოპერატორი და მონტაჟის სპეციალისტი. ერთი - ვენეციელი, მეორე - ანკონელი. ისინი  რამდენიმე წელია ერთად მუშაობენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ დოკუმენტურ ფილმებს. Читать дальше...



გაიზიარებს თუ არა ირანი საბჭოთა კავშირის ბედს

Radiotavisupleba.ge 

ირანის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ჯალილ რაჰიმ ჯაჰანაბადი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი ქვეყნის ბიუჯეტს „ზედმეტ უსარგებლო ხარჯად აწვება“, რამაც შესაძლოა ქვეყანა დააყენოს ისეთი საფრთხეების წინაშე, რამაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია.  „ჩვენი გავლენა რეგიონში მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ერთი მომენტი - ზოგჯერ უსარგებლო ხარჯებმა შესაძლოა თეირანის ქუჩების პარალიზება გამოიწვიოს“, - მოჰყავს ირანელი კანონმდებლის სიტყვები ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს. Читать дальше...

გერმანიაში გმობენ მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის წევრ პარლამენტარზე თავდასხმას

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში მოხდა თავდასხმა მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) წევრზე, პარლამენტარ ფრანკ მაგნიცზე. თავდასხმას ფართო გამოხმაურება მოჰყვა, ის დაგმო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც. 66 წლის მაგნიცი 7 იანვარს ქალაქ ბრემენში სცემა, სულ ცოტა, სამმა ადამიანმა. მისი მდგომარეობა მძიმეა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებს მუქი ტანისამოსი ეცვათ და თავზე კაპიშონი, ან ქუდი ეხურათ. მათ მიმალვა შეძლეს. ბრემენის პოლიციის ვარაუდით, მაგნიცზე თავდასხმა პოლიტიკურად იყო მოტივირებული. Читать дальше...

გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" შეხვედრას განსაკუთრებულ პოლიტიკურ დატვირთვას არ ანიჭებს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, კაჭრეთში პარტია „ქართული ოცნების“ შეხვედრა სამუშაო სემინარის ფორმატით მიმდინარეობს. „არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს. ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც მე არავის მივუწვევივარ და არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს. არ მგონია, რომ ეს სემინარი იყოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი. არ ვიცი, რა შემადგენლობით იმყოფებიან კაჭრეთში და არ მგონია, რომ მაინცდამაინც პოლიტიკურ საკითხებთან იყოს დაკავშირებული“ - განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ გედევან ფოფხაძემ. Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 442 976 ლარი დაჯდა

Radiotavisupleba.ge 

16 დეკემბერს, თელავში გამართული პრეზიდენტის ინაუგურაცია 442 976 ლარი დაჯდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. სწორედ ეს სახელმწიფო სტრუქტურა გეგმავდა ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებს.  მეფე ერეკლე მეორის სასახლის ეზოში გამართულ ინაუგურაციას ესწრებოდნენ სტუმრები 55-მდე ქვეყნიდან. ცერემონიის დასასრულს ოთხი ქვემეხიდან გაისროლეს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების 40 წუთიანი ცერემონიის შემდეგ წინანდალში გაიმართა სადღესასწაულო ვახშამი.

ბექა ნაცვლიშვილი მზად არის მოსამართლეთა სიის გამო უმრავლესობა დატოვოს

Radiotavisupleba.ge 

„თუ მოსამართლეთა ეს სია გავა, მე მივიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო უმრავლესობის შემადგენლობა. ვერ გეტყვით, ჩემი რამდენი კოლეგა ეწინააღმდეგება ამ სიას, მაგრამ თუ ჩვენ ვართ უმცირესობაში, საზოგადოებაა უმრავლესობაში, რადგან საზოგადოების კრიტიკულ ნაწილს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ამ მოსამართლეების მიმართ. თუ ეს სია გავა, სასამართლოს მიმართ ნდობა არასდროს აღარ აღდგება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა. „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი მიიჩნევს, რომ აჯობებს თუ მოსამართლეთა... Читать дальше...



ზუგდიდის მერია იძულებული გახდა ყოფილი თანამშრომლისთვის 35 ათას ლარზე მეტი გადაეხადა

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მერიამ ორი წლის განაცდური აუნაზღაურა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილ უფროსს მაია ღურწკაიას, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას სასამართლო დავა მოუგო. ღურწკაია ამ თანამდებობაზე მუშაობდა ზუგდიდის გამგეობაში, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის შედეგად მერიად გარდაიქმნა. მაია ღურწკაია სამსახურიდან 2016 წელს გაათავისუფლეს ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიზეზით. თავად ღურწკაიამ, რომელიც იმ პერიოდში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო, სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა და სასამართლოში იჩივლა. Читать дальше...

"ქართული ოცნება" შეხვედრას კაჭრეთში მართავს

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში.“ პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, რომელზეც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში უნდა გადაიჭრას. მმართველი პარტიის პრესსამსახურის განცხადებითვე, „შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის... Читать дальше...

„ამაზონი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია გახდა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკულმა კომპანია "ამაზონმა" ასევე ამერიკულ „მაიკროსოფტს“ გაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია გახდა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 796 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზეა ჰოლდინგი „ალფაბეტი“, მეოთხეზე - „ეპლი“. საფონდო ბირჟებზე 7 იანვრის ვაჭრობის შედეგად „ამაზონის“ აქციების ფასი 3,4%-ით გაიზარდა, ხოლო „მაიკროსოფტის“ - სულ 0,1-ით. „ამაზონი“ ელექტრონულ ვაჭრობას ეწევა. შარშან სექტემბერში ტრილიონ დოლარს მიაღწია მისმა საბაზრო ღირებულებამ. კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი... Читать дальше...

ბესელიამ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა საჯაროდ გამოხატონ პოზიცია მოსამართლეთა სიის მიმართ

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, სათითაოდ გამოხატონ პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ. „რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, ან რომელიმე სხვა კოლეგა, ან მდინარაძე, გასაგებია, რომ ეს არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავის პროტესტი და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესისა და სიის მიმართ. ამიტომ... Читать дальше...

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია "ღორის გრიპით" გარდაცვალების 10 ფაქტი

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 8 იანვრისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსით(ღორის გრიპით) გარდაცვალების 10 შემთხვევა. „იანვრის პირველ კვირას გვაქვს ავადობის მაჩვენებლის შემცირება 21 ერთეულით. დეკემბრის ბოლო კვირას იყო 277, ახლა არის 256. ასევე შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, 41% იყო ახლა კი 33%-ია, თუმცა, ესეც მაღალია“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. Читать дальше...

საპენსიო რეფორმაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გაეგზავნა

Radiotavisupleba.ge 

8 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს გაეგზავნა სარჩელი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) და იურისტ ედუარდ მარიკაშვილის მიერ მომზადდა. როგორც მარიკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სარჩელი თბილისიდან ბათუმში ფოსტის საშუალებით გაიგზავნა.​ საპენსიო რეფორმა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება - ასეთია მოსარჩელეთა პოზიცია. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული კანონი, რომელიც მოქალაქეებსა და დამსაქმებლებს საპენსიო ფონდში... Читать дальше...

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვენესუელაში მიემგზავრება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას მიიღებს ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონიაში. ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება. მისი ინფორმაციით, ხაჯიმბას სამუშაო ვიზიტი 10-11 იანვარს შედგება. სააგენტოს ცნობითვე, დაგეგმილია ხაჯიმბას და მადუროს მოლაპარაკებაც, რომელზეც მხარეები განიხილავენ "აფხაზეთ-ვენესუელის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას. ნიკოლას მადურო, რომელსაც ოპოზიცია ადანაშაულებს დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში, ვენესუელას 2013 წლიდან მართავს.

გრიპის ვირუსის გამო, შესაძლოა, სკოლებში არდადეგები გაგრძელდეს

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში გადაწყდება, გადაიდება თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყება. „გასულ კვირაში ავადობის დინამიკამ იკლო, ჩვენ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით პროცესს და შემდეგ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას გაგრძელდეს თუ არა არდადეგები სკოლაში“, - განცხადა მან. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით... Читать дальше...

ავიაკომპანია “Turkish Airlines” თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია “Turkish Airlines” თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, თურქული ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 18 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 მარტამდე) განახორციელებს. ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს... Читать дальше...

აშშ-მა მექსიკასთან საზღვარზე შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დაადასტურა, რომ თეთრი სახლი განიხილავს მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს, რათა კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყოს საზღვარზე კედლის მშენებლობა. პენსის ინფორმაციით, თეთრი სახლის იურისტები სწავლობენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კანონიერებას. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. მაიკ პენსმა მექსიკასთან საზღვარზე მიგრანტების სიმრავლით გამოწვეული ვითარება კრიზისად შეაფასა და დემოკრატები დაადანაშაულა... Читать дальше...

კევინ სპეისის ბრალი წაუყენეს სექსუალრ შევიწროებაში

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელ კინომსახიობს კევინ სპეისის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სექსუალურ შევიწროებაში. გადაწყვეტილება 7 იანვარს მიიღო მასაჩუსეტსის შტატის კუნძულ ნანტაკეტის სასამართლომ. სპეისის ყოფილი ტელეწამყვანი ჰიზერ ანრუ ადანაშაულებს მისი 18 წლის ვაჟის სექსუალურ შევიწროებაში. ანრუს მტკიცებით, შემთხვევა 2016 წელს მოხდა კუნძულ ნანტაკეტის ერთ-ერთ ბარში, თუმცა, მისმა შვილმა ეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაამხილა. კევინ სპეისი ბრალდებას უარყოფს. მისმა ადვოკატმა მოსამართლეს თხოვა საქმეს დაურთოს სპეისის მობილურ ტელეფონში დაცული ინფორმაცია... Читать дальше...

კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პეკინში იმყოფება ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მიწვევით. ვიზიტის შესახებ, რომელიც 7 იანვარს დაიწყო და 10 იანვრამდე გაგრძელდება, წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოებმა ინფორმაცია მხოლოდ 8 იანვარს, პეკინში კიმ ჩენ ინის ჩასვლის შემდეგ გაავრცელეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ცოლთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ფხენიანიდან ჩინეთში ჯავშნიანი მატარებლით გაემგზავრა. სამხრეთ კორეული მედია იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოსაზღვრე ჩინეთის... Читать дальше...

გრიპის შემთხვევების მატების გამო, თბილისის ხუთი კლინიკა 24 საათის განმავლობაში მუშაობს

Radiotavisupleba.ge 

გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა 5 კლინიკა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს: "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუას ქ. N 18. "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელის ქ. N19. "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილის ქ. N57. "მედსი“ მის: ქიაჩელის ქ. N 18. "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვის გამზ. Читать дальше...



Москва

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: в Москве построят роботизированный завод по выпуску грузовиков



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Ивлеева

Сменившая образ Ивлеева появилась на презентации своего азиатского ресторана




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин

Сергей и Ангелина Минаевы из Брянска завоевали серебро Кубка «НИКА 2024»

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки


Ролан Гаррос

Теннисист Джокович побил рекорд Федерера по победам на турнирах "Большого шлема"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

I tried to recreate Marvel's Iron Man in this movie studio sim, and my version was so bad my own father stormed out of the theater



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России