სტრასბურგის სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რუსეთიდან ქართველთა გაძევების საქმეზე
დღეს ცნობილი გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის საქმეზე. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს, უნდა გადაუხადოს თუ არა რუსეთმა კომპენსაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე გახდნენ რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მსხვერპლნი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბური სამუშაოების შედეგად, 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა... Читать дальше...