Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2019

Новости за 30.08.2019

“ოსური მხარე შეეცდება მოაწყოს პროვოკაცია, მათ აქვთ გარკვეული დავალება” – მამუკა არეშიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ვფიქრობ, ოსური მხარე შეეცდება მოაწყოს პროვოკაცია. როგორც ჩანს, გარკვეული დავალება აქვთ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ქართულ მხარისთვის წაყენებულ ულტიმატუმს სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმების თაობაზე. როგორც მამუკა არეშიძემ განაცხადა, სოფელ წნელისთან არსებული ქართული პოსტი „არ არის მათთვის ისეთი განსაკუთრებული მოვლენა […]

Source

მამუკა გორგოძე შეიძლება საქართველოს ნაკრებში დაბრუნდეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს თასზე შეიძლება ყოფილ კაპიტანთან - მამუკა გორგოძესთან ერთად გაემგზავროს. „რადიო თავისუფლების“ წყაროს ინფორმაციით, 35 წლის სპორტსმენი საქართველოს რაგბის კავშირის შეთავაზებას უკვე დათანხმდა და წინასწარი შეთანხმება მიღწეულია საფრანგეთის „ტულონთანაც“, სადაც გორგოძე თამაშობს. თუმცა, რაგბის კავშირი და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. მამუკა გორგოძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში ბოლო თამაში 2017 წელს გამართა, რუმინეთის წინააღმდეგ. Читать дальше...

ევროკავშირის მისია აცხადებს, რომ ჩორჩანასთან დაძაბულობის შესამცირებლად 24 საათიანი მუშაობაა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში აცხადებს, რომ მისი დამკვირვებლები მუდმივად, 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, ჩორჩანა/წნელისის რაიონში სიტუაციაზე დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მისი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად. 29 აგვისტოს... Читать дальше...



ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ

News.ge 

ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ვითარების ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის. „ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება, არის მიმართული სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ...

ირანის ტანკერმა, რომლის დაკავებასაც ითხოვს აშშ, ისევ შეიცვალა კურსი

Radiotavisupleba.ge 

ირანის დროშით მცურავმა ნავთობის ტანკერმა, რომლის დაკავებასაც კვირების განმავლობაში ითხოვს აშშ ხმელთაშუა ზღვაში, ისევ შეიცვალა კურსი. მაგრამ კვლავაც გაურკვეველია, სინამდვილეში საით მიემართება ის. Adrian Darya 1-მა, რომელიც ადრე Grace 1-ის სახელით იყო ცნობილი, უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ათჯერ შეცვალა კურსი. 30 აგვისტოს ავტომატურ ამოსაცნობ სისტემაში (AIS) შეტანილი ცვლილების მიხედვით, ახლა იგი თურქეთის პორტს ისკენდერუნში მიემართება. სპეციალისტთა თქმით, ეკიპაჟს ამოსაცნობ სისტემაში ნებისმიერი პორტის შეტანა შეუძლია. Читать дальше...

ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

News.ge 

სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს. “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და... Читать дальше...

ბლოკპოსტის არსებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება

News.ge 

ბლოკპოსტის არსებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება, გამოვიყენებთ ყველა რესურსს რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია,- ამის შესახებ სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებას ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე . „უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქართული მხარის მიერ გადაწყვეტილებაა მიღებული ბლოკპოსტის არსებობის შესახებ და ამას არ ...

ჩორჩანაში ვითარებაზე – ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია – უსაფრთხოების სამსახურების მიერ დაწყებული საქმიანობა ბოლომდე უნდა მივიდეს

News.ge 

ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი სრულიად მიუღებელია – ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ დაწყებული საქმიანობა ბოლომდე უნდა მივიდეს, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებას. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იქ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რამდენადაც იქ ბლოკპოსტის ...



„სიცხვილიას“ აქტივისტების პროტესტი პარლამენტში

Radiotavisupleba.ge 

პარლამეტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილიას“ აქტივისტები მოვიდნენ, მათ მაისურები ეცვათ წარწერით - “სირცხვილია“ და ცალი თვალი ჰქონდათ აკრული. კამპანია “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა თამარ კაკაბაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს მიმართა, გამოეხატა თავისი პოზიცია 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით. „72 დღეა საქართველოში არის სირცხვილი. 72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზაში... Читать дальше...

ჩორჩანის გარშემო შექმნილი ვითარების გამო ტექნიკური შეხვედრა ოკუპირებულ წნელისთან ტარდება

Radiotavisupleba.ge 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, სპეციალური ტექნიკური შეხვედრა ჩორჩანასთან მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან დაინიშნა. ამის შესახებ ჩორჩანიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპოდნენტი. რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩორჩანიდან წნელისისკენ ჯერ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი წავიდნენ... Читать дальше...

თეთრ სახლში აღნიშნეს პენტაგონის ახალი კოსმოსური სამეთაუროს შექმნა

Radiotavisupleba.ge 

ხუთშაბათს თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა პენტაგონის ახალი კოსმოსური სამეთაუროს შექმნა, რომლის მიზანია კოსმოსიდან საფრთხის განეიტრალება. ეს არის ამერიკის ადმინისტრაციის პასუხი რუსეთისა და ჩინეთის მზარდ სამხედრო პოტენციალზე. ჩინეთმა აჩვენა, რომ ძალუძს თანამგზავრების განადგურება რაკეტებით, რუსეთი კი იტყობინება, რომ აპირებს ლაზერული იარაღის შექმნას კოსმოსში გამოსაყენებლად. კოსმოსური სამეთაუროს ხელმძღვანელად დაინიშნა სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი ჯონ რეიმონდი. Читать дальше...

ევროპარლამენტის დეპუტატი ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე მტკიცე რეაგირებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის დეპუტატი, პოლონელი პოლიტიკოსი ანა ფოტიგა პროვოკაციის და ესკალაციის საფრთხეს ხედავს სოფელ ჩორჩანასთან რუსეთის საოკუპაციო და ოსური ძალების კონცენტრაციაში. ანა ფოტიგამ ტვიტერზე დაწერა, რომ აუცილებელია მტკიცე საერთაშორისო რეაგირება. ევროპარლამენტარი აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის ბიუჯეტის გაზრდასაც. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან 28 და 29 აგვისტოს... Читать дальше...

მხარს ვუჭერთ პოლიციის პოსტის შენარჩუნებას, ეს პოსტები უზრუნველყოფენ საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს

News.ge 

ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას – ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებას. ბაქრაძის განცხადებით, არამხოლოდ კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, ...

დასავლეთის მედია: ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთის მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შეჩერებას, რაც აშშ-ის კანონმდებელთა წინააღმდეგობას იწვევს ორივე პოლიტიკური პარტიიდან. როგორც „პოლიტიკო“ და „როიტერსი“ იტყობინებიან ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ტრამპმა განკარგულება გასცა, გადახედულ იქნეს დახმარების პროგრამა, რომელსაც კიევი იყენებს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის მიზანია იმის უზრუნველყოფა... Читать дальше...

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან წაგებით. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი ამ მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ორი შეხვედრის მოგება სჭირდება. რეპეშაჟის ნახევარფინალში ლიპარტელიანის მეტოქე ჰოლანდიელი მიხაელ კორელი იქნება. თუ მას აჯობებს, გადამწყვეტ ბრძოლაში... Читать дальше...

ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა და „გოლდენ სტეიტში“ იმუშავებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ზაზა ფაჩულიამ, საკლუბო დონეზეც დაასრულა კარიერა. 35 წლის ქართველი ცენტრი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ ბრუნდება, ოღონდ არა მოთამაშედ, არამედ კლუბის თანამშრომლად. „გოლდენ სტეიტის“ ვებსაიტის ცნობით, ფაჩულია კონსულტანტის პოზიციას დაიკავებს ბიზნესისა და საკალათბურთო საკითხებში. ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 2003-2019 წლებში 1098 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო მაჩვენებელი იყო 20,8 წუთიი 6,8 ქულა, 5,8 მოხსნა და 1,3 პასი. თამაშობდა „ორლანდოში“ (2003-2004)... Читать дальше...

სერგეი გავრილოვი და ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უცბად მოხვდნენ – ხოშტარიას “მგიმოში“ პოლიტ-ტექნოლოგიები საკმაოდ კარგად უსწავლია

News.ge 

სერგეი გავრილოვი და ელენე ხოშტარია  პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უცბად მოხვდნენ – ხოშტარიას “მგიმოში“ პოლიტ-ტექნოლოგიები საკმაოდ კარგად უსწავლია, – ასე მიმართა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა კამპანია “სირცხვილიას“ წარმომადგენლებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. “მე გავრილოვის ჩამოსვლაზე არაფერი ვიცოდი. ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ისე ავიდა, რომ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ელენე ხოშტარია საქართველოს დროშით ხელში, ზუსტად ორ წამში იქ ...

ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, რომ შემდგომი ესკალაცია არ იყოს – ახლა მთავარია პროვოკაციებს არ წამოვეგოთ

News.ge 

სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და ასეც დარჩება, ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, რომ შემდგომი ესკალაცია არ იყოს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია პროვოკაციებს არ წამოეგოს ქართული მხარე. “რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე წუთში დაიწყება მეორე შეხვედრა. საქართველოს ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით. ხელისუფლება აკონტროლებს ...

დონალდ ტრამპმა გააუქმა პოლონეთში ვიზიტი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა პოლონეთში ვიზიტი, რომელიც შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. თავად პრეზიდენტმა აუცილებლად მიიჩნია დარჩეს ვაშინგტონში, რათა თვალყური ადევნოს ვითარებას ფლორიდაში, რომელსაც გრიგალი „დორიანი“ უახლოვდება. მან შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს შტატს. ვარაუდობენ, რომ გრიგალი შაბათს მიაღწევს ამერიკის ნაპირებს. პოლონეთში დონალდ ტრამპს მონაწილეობა უნდა მიეღო მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.


Музыкальные новости
Композитор

Композитор АНИКА ДАЛИНСКИ выпускает двенадцатый альбом в двух жанрах - Поп и Шансон





Rss.plus
Арцах

История без фальсификации: Шемахи в первой половине XVIII века




Порядка 295 млн рублей выделено на развитие наукоградов Подмосковья в 2024 г

В Звенигороде выявлено незаконное производство бетона

В экономику Москвы с начала года инвестировали более 1,5 трлн рублей

Около 50 подмосковных специалистов получили «Бюджетную ипотеку» в этом году




პრინციპულად არ შევასრულებთ რუსეთის უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს

News.ge 

რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას და ჩვენ პრინციპულად არ შევასრულებთ მათ უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნულ მოვლებებზე საქმის კურსში არიან. “რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას და ჩვენ პრინციპულად არ შევასრულებთ მათ უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ...

ევროკავშირის მისიის განცხადება უხერხემლო და არაფრისმომცემია – რუსეთს უნდა დაუფიქსირონ, რომ ძალისმიერი ქმედება იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება

News.ge 

საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება განხორციელებულიქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ლაგაზიძის შეფასებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუშინდელი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, იყო უკბილო და უხერხემლო და არაფრისმომცემი. “მოგმართავთ მეგობრებო, კოლეგებო, ექსპერტული წრეების... Читать дальше...

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს. აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, რასაც ბრალებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის... Читать дальше...

ჩორჩანის გარშემო შექმნილი ვითარების გამო სპეციალური შეხვედრა იგეგმება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის და რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდება არა ერგნეთში, არამედ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა სააგენტო „რეს“-ს უთხრა, რომ ტექნიკური შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება იმ რაიონში, სადაც „ქართულმა პოლიციამ უკანონო საგუშაგო დადგა.“ რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით... Читать дальше...

კახა ქემოკლიძე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასროლა არ განხორციელებულა

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე, რომელიც სოფელ ჩორჩანაში იმყოფება, აცხადებს, რომ ადგილზე ვითარება სტაბილური და მშვიდია. "რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს“ - თქვა კახა ქემოკლიძემ. დილის 8 საათისთვის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა, რომ გასროლის ხმა გაიგეს. 29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის... Читать дальше...

შსს-ში აცხადებენ, რომ ჩორჩანაში სტაბილური ვითარებაა

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში სტაბილური ვითარებაა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ, რომელიც ჩორჩანაში იმყოფება. ბორცვაძის თქმით, ადგილზე რჩებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც და ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა ყველა სადავო საკითხი კონსტრუქციულად, ექსცესების გარეშე გადაწყდეს. 29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე... Читать дальше...



Москва

«Солнечная Азбука» в особом семейном центре «Семь-Я»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы договорился о создании роботизированного завода по производству грузовых автомобилей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Михаил Кутушов

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: Рублев не успел набрать форму на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Москве над Калужским шоссе возник смерч



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России