Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 26.10.2019

მეუფემ ეკლესიაში იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი დაანებოს – მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან – მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა დღეს მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით ზუგდიდში ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ შეხვედრას, რომლის შესახებაც მეუფე იაკობმა ისაუბრა, არ ადასტურებს. […]

Source

ერდოანი: თუ სოჭის შეთანხმება ჩაიშლება, თურქეთი სირიის საზღვრიდან განდევნის "ტერორისტებს"

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთი თავისი საზღვრის მახლობლად, ჩრდილოაღმოსავლეთ სირიიდან განდევნის "ტერორისტებს", თუ ქურთთა მებრძოლები იმ ადგილებს არ დატოვებენ რუსეთთან შეთანხმებით მიღწეულ ვადაში. "თუ 150 საათის შემდეგ ტერორისტები არ იქნებიან გასული, ჩვენ ავიღებთ კონტროლს და მათ თავად განვდევნით" - განაცხადა ერდოანმა 26 ოქტომბერს სტამბოლში, ქურთთა შეიარაღებულ ძალებთან მიმართებით.  თურქეთი ამ ძალებს უწორდებს "ტერორისტებს", რომლებსაც კავშირი აქვთ ქურთისტანის... Читать дальше...

რა საფრთხეს ხედავენ ჟურნალისტები აჭარის ტელევიზიის მრჩევლად ყოფილი დირექტორის არჩევაში?

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები, უკვე მეორედ, საუბრობენ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე. მას შემდეგ რაც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით წარმოდგენილმა ქართულმა ოცნებამ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი აირჩია. მათ შორის კი, ერთ-ერთი წასრულში აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სოსო სტურუა. მისი დირექტორობის დროს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ირინა ყურუამ და ორმა პროდიუსერმა სტურუა მთავრობის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს და სამსახური დატოვეს. Читать дальше...



ვინ არიან „ჰამიდები“?

Radiotavisupleba.ge 

„მე ვარ ჰამიდი“, „ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ“ - ვიდეო ამ გზავნილებით სოციალურ ქსელ ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჯგუფმა გარდაბნის სოფელ კალინინოს მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს, რომელსაც გოგოს მოტაცების გაპროტესტების გამო ლამის მთელი სოფელი დაუპირისპირდა, მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. ეს ახალგაზრდები ამბობენ, რომ ცალ-ცალკე ბრძოლას აზრი არა აქვს - საჭიროა ერთად იზრუნონ ცვლილებებისთვის. ჰამიდის ამბავი - კამპანია „სალამის“ მთავარი ბიძგი გახდა. მათ წინ დიდი გეგმები აქვთ, რომელსაც რადიო თავისუფლებასაც უზიარებენ.

ჭყონდიდის ეპისკოპოსი მეუფე იაკობის სიტყვებს ბოდვას უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

მეუფე პეტრე ცაავამ მედიასთან უარყო ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სიტყვები, თითქოს, ის ესწრებოდა მთავრობის წევრებთან შეხვედრებს კანცელარიაში პატრიარქის გადაყენების საკითხზე. „ძალიან ვწუხვარ, რომ ქორეპისკოპოს იაკობის ამ არაფხიზელ მდგომარეობაში ბოდვაზე მიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, რომ გითხრათ. მე პირადად, ცხოვრებაში ვერ გავიხსენე ვერცერთი შემთხვევა, რომ ფიზიკურად ნამყოფი ვიყო საქართველოს კანცელარიის შენობაში, არც ერთხელ. რაც შეეხება ხელისუფლების შეთქმულებას... Читать дальше...

ათობით პირი დააპატიმრეს ყაზახეთში, დაგეგმილ ანტისამთავრობო აქციაზე

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთში პოლიციამ დააკავა, სულ მცირე, სამი ათეული პირი, რომლებიც ცდილობდნენ თავშეყრას ანტისამთავრობო აქციის ჩატარების მიზნით. ამ აქციას ხელისუფლება "უკანონო მოქმედებად" მიიჩნევს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ დედაქალაქ ნურ-სულთანში, მთავარი საკონცერტო დარბაზის შენობასთან, ათზე მეტი მოქალაქის დაპატიმრებას შეესწრნენ. დაკავების შესახებ ცნობები ვრცელდება ალმა-ატიდან და სხვა ქალაქებიდანაც. დაპატიმრებულებს შორის არიან ქალები და, სულ მცირე, ერთი მოხუცი კაცი.  აქციაში მონაწილეობის... Читать дальше...

მეუფე იაკობი გახარიას, კვირიკაშვილსა და გომელაურს პატრიარქის გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. „გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი“, - მეუფე იაკობი ამბობს, რომ ამ შინაარსის შეხვედრებს... Читать дальше...

ყველა გადაცდომაზე რომ მინისტრები გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ გადადგომა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ყველა გადაცდომაზე რომ მინისტრები გადადგნენ, შეიძლება, მათ ყოველ თვე მოუწიოთ გადადგომა, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დავით მუმლაძის გატაცების საქმეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას. ამასთან, მინისტრის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებაში ჯერჯერობით არავინ გაუთავისუფლებიათ. „არ არიან გათავისუფლებული, ან რატომ უნდა იყვნენ, თქვენ მიპასუხეთ. მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე […]

Source



ელიზაბეთ რუდი: იმედი გვაქვს, ანაკლიის პორტი აშენდება

Radiotavisupleba.ge 

ანაკლიის საკითხს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გამოეხმაურა, რომელიც 26 ოქტომბერს „მესაქონლეობის ექსპოს“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო. რუდის განცხადებით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის.  „ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განიხილავს ანაკლიის პორტს, როგორც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდება, განსაკუთრებით, ამერიკული ინვესტიციით“, - განაცხადა რუდმა.

27 ოქტომბერს ლაგოდეხში შუალედური არჩევნები გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

27 ოქტომბერს, ლაგოდეხში, აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. 4000-ზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 3 კანდიდატს შორის მოუწევს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამმა პარტიამ წარადგინა. „ქართული ოცნების“ კანდიდატია ომარ შველიძე, „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის მალხაზ მელაშვილი, ხოლო დავით ბეგლარაშვილი პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წარადგინა. არჩევნები 4 უბანზე: სოფელ ჭაბუკიანის 2, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბნებზე ჩატარდება. არჩევნების ჩატარების აუცლებლობა მას შემდეგ დადგა... Читать дальше...

ტრამპმა უკრაინას გარკვეულ საქონელზე გადასახადების გარეშე ვაჭრობა აღუდგინა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას გარკვეულ საქონელზე აღუდგინა გადასახადების გარეშე ვაჭრობა, ამ ზომის 2017 წელს გაუქმების შემდეგ, - აცხადებს თეთრი სახლი. 25 ოქტომბრის განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ 2017 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების მიზეზი იყო კიევის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლების არასათანადო დაცვა. თუმცა, ტრამპი ამბობს, რომ აღადგენს გადასახადების გარეშე ვაჭრობას, რადგან უკრაინას ამ საკითხთან მიმართებით პროგრესი აქვს.  აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გადასახადების... Читать дальше...

ლევან ახვლედიანი: „კონტი“ რჩება 42%-იანი წილის მფლობელ აქციონერად

Radiotavisupleba.ge 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი, ლევან ახვლედიანი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ „კონტი ჯგუფი“ პროექტის რეგისტრირებულ აქციონერად რჩება. „ჩვენ ისევ ვადასტურებთ გუშინდელ განცხადებას. ტრანზაქცია, რომელიც იყო გათვალისწინებული და უნდა დასრულებულიყო ოქტომბრის ბოლომდე, ვერ დასრულდა, შესაბამისად, „კონტი“ რჩება რეგისტრირებულ აქციონერად, 42-პროცენტიანი წილის მფლობელად. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაქცია არ იგეგმება და დღის წესრიგში არ დგას“. ლევან ახვლედიანის სიტყვებით... Читать дальше...

ჯაშუშობაში მსჯავრდებული ბუტინა მოსკოვში ჩავიდა, აშშ-ის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯაშუშობაში მსჯავრდებული მარია ბუტინა მოსკოვში ჩავიდა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი პატიმრობაში იმყოფებოდა აშშ-ში უცხოეთის დაურეგისტრირებელი აგენტის სტატუსით მოქმედების ბრალდებით.  ბუტინა ცდილობდა, შეეღწია აშშ-ის კონსერვატიულ პოლიტიკურ ჯგუფებში და რუსეთის ინტერესები გაეტარებინა მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოდიოდა. მან ფლორიდაში განთავსებული ციხე დატოვა და 25 ოქტომბერს მოსკოვში გაემგზავრა. ბუტინა საპატიმროში იმყოფებოდა მისი დაპატიმრების შემდეგ, 2018 წლის ივლისიდან. Читать дальше...

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, კონგრესს გადასცეს მიულერის გამოძიების მთლიანი ანგარიში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში მოსამართლემ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, კონგრესის კომიტეტს მთლიანად გადასცეს საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის საიდუმლო ანგარიში, იმ ფონზე, როცა კანონმდებლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მოკვლევისთვის მტკიცებულებებს აგროვებენ.  25 ოქტომბერს გამოცემულმა ბრძანებამ დაადასტურა საიმპიჩმენტო მოკვლევის კანონიერება, როცა მოსამართლე ბერილ ჰოუელმა იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მასალები 30 ოქტომბრამდე გადასცეს წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს.   იუსტიციის სამინისტრო აცხადებს... Читать дальше...

ვახტანგ გომელაური ბორდერიზაციაზე: მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ჩაგვითრიონ დაძაბვაში

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან ბორდერიზაციაზე, ოკუპაციასა და ევროკავშირის მონიტორების დაკავებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირობით საზღვართან მოქალაქეების და ჟურნალისტების გადაადგილება უსაფრთხო არ არის, მაგრამ ვითარება გამწვავებული არ არის. გომელაურის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ტერიტორიების შემოსაზღვრა და ღობეების გახსნა ახალი ტერიტორიების დაკარგვას არ ნიშნავს. მისი თქმით, საქართველომ ეს ტერიტორიები 2008 წელს დაკარგა. Читать дальше...

შს მინისტრი სადამკვირვებლო მისიის წევრების დაკავებაზე: „ძალიან ცუდი ფაქტი იყო“

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც 26 ოქტომბერს ზუგდიდში, სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნას დაესწრო, საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს „ძალიან ცუდი ფაქტი იყო“, თუმცა, რაც შეეხება ვითარებას ადგილზე, მინისტრი ირწმუნება, რომ იქ არ არის „გამწვავებული ვითარება“: „გაავლებენ ხოლმე 100 მეტრზე ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. Читать дальше...

გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე: თუ მოხდა გადაცდომა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გვითხრას

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურას მიაწოდა ყველა ინფორმაცია. მათ შორის ისიც, თუ რა ბრძანებები გაიცა, ვისი ნებართვით დაიწყო ეს ყველაფერი და ა.შ. ჟურნალისტების კითხვაზე, თავად გადაწყვიტა თუ ბრძანება იყო გასროლაზე, მინისტრის თქმით, ღონისძიებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. „მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე ვწყვეტ, უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. Читать дальше...

გომელაური: ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება ყოველთვე მოუწიოთ გადადგომა

Radiotavisupleba.ge 

მუმლაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არავინ გაუთავისუფლებიათ, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, საგანგებო სამსახურის ახალი შენობის გახსნისას, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.  „არ არიან გათავისუფლებული ან რატომ უნდა იყვნენ, თქვენ მიპასუხეთ. მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე მყავს 43 ათასი თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება ყოველთვე მოუწიოთ მინისტრებს გადადგომა. ეს ნორმალური იქნება?“, - განაცხადა გომელაურმა. 35 წლის დავით მუმლაძე 1 ოქტომბერს გაუჩინარდა... Читать дальше...

გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური სამეგრელოში, ზუგდიდში ჩავიდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან მასწავლებლებს, ექიმებს, მონაწილეობა მიიღეს ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობის საზეიმო გახსნაში. საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი შენობის მშენებლობა შარშან, წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობდნენ, საჭირო ფინანსების არქონის გამო ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა. „ზუგდიდელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე: პარტიათა დაფინანსების და სარეკლამო დროის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია

Radiotavisupleba.ge 

26 ოქტომბერს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრას გამართავს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბადასოდორში“. 25 ოქტომბერს თალაკვაძემ განაცხადდა, რომ „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებში მოცემულ რამდენიმე ძირითად საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარია მეორე ტურთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე, სიძულვილის ენაზე, მისი... Читать дальше...



Москва

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Акцию «Ночь в музее» посетили порядка 350 тысяч человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Шапка

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


WTA

Потапова не смогла пробиться во второй круг турнира WTA в Страсбурге



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Ученые предложили способ защиты авиаповерхностей от обледенения



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России