Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 02.10.2019

პროკურატურაში „ფორმულის“ გენერალური დირექტორის გამოკითხვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა

Radiotavisupleba.ge 

გენერალურ პროკურატურაში  „ინტერმედია პლუსის“ საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალურ დირექტორის ზუკა გუმბარიძის გამოკითხვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. „ყველა კითხვას ვუპასუხე და შესაბამისად, გამოძიებას შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება ტელეკომპანია „ფორმულას“, თუმცა ის 5 ოქტომბერს ეთერში უკვე საინფორმაციო გამოშვებით გავა“, - ამბობს ზუკა გუმბარიძე პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ. ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ამ საქმეში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში აბსოლუტურად ყველა კომპანია პირნათელია. Читать дальше...

სასწაულია პირდაპირ – ქიბარ ხალვაშის გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილს

Marshalpress.ge (მარშალ) 

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში “მთავარ არხზე” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმიანება, რომელშიც მან თქვა, რომ გიგა ბოკერიასგან განსხვავებით მართლმადიდებელი ქრისტიანია. “სასწაულია პირდაპირ! N1 ქრისტიანი! რას არ იტყვის ამის პირი” – წერს ხალვაშო ფეისბუქში.

„შტაინმაიერის ფორმულა“ შეთანხმებულია. რა იქნება შემდეგ?

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ „მნიშვნლოვანი ნაბიჯი“ უწოდა „შტაინმაიერის ფორმულის“ თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას, რაც კიევის წარმომადგენელმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ მინსკში, 1 ოქტომბერს, საკონტაქტო ჯგუფის, შეხვედრაზე დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა. მაგრამ ის, რაც ბრიუსელიდან ქებას იმსახურებს, მზარდი უკმაყოფილების საგანია უკრაინის პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოების ნაწილში. 1 ოქტომბრის ღამეს კიევში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშულეს „კაპიტულანტური“ შეთანხმების ხელმოწერაში. Читать дальше...



ფორმულა ეთერში - გეგმები, სურვილები და კითხვები

Radiotavisupleba.ge 

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო დელისთან, იმ შენობის მეექვსე სართულზე, სადაც 25 წლის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფისი იყო, ახლა “ფორმულა კრეატივის” ახალი ტელევიზია, “ფორმულა” ემზადება ეთერისთვის. არხი სატელევიზიო საინფორმაციო მაუწყებლობას 5 ოქტომბრიდან დაიწყებს, ახალი ამბები ინტერნეტისთვის უკვე კეთდება.    რას ნახავთ “ფორმულას” ეთერში  “ფორმულას” უკვე აქვს ნიუსრუმი და სივრცე, სადაც სტუდიები ეწყობა. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, საცდელი მაუწყებლობის წარწერის ქვეშ დღეში 7-ჯერ გავა საინფორმაციო გამოშვება... Читать дальше...

ბორის ჯონსონი ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი წინადადებით გამოვიდა

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი წინადადებით გამოვიდა. დეტალებს ის ოთხშაბათს წარმოადგენს ევროკავშირში. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა კონსერვატიული პარტიის ყოველწლიურ ყრილობაზე. ბრექსიტთან დაკავშირებით ლონდონის ახალი ინიციატივა არ ითვალისწინებს საბაჟო პუნქტებს ევროკავშირში შემავალ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნაწილია. ახალ გეგმაზე საუბრისას ჯონსონმა ასევე აღნიშნა: საზღვრების შესახებ შეთანხმება უნდა მოიწონონ ჩრდილოეთ... Читать дальше...

ობსერვატორიის მკვლევარი: ფუნდამენტური მეცნიერებები ყველგან დაკავშირებულია უნივერსიტეტებთან

Radiotavisupleba.ge 

აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი დირექტორი გია ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებასთან მთავრობის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. საქართველოს მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია. „მთლად არ მესიამოვნა სიმართლე გითხრათ. საქმე ის არის რომ თავიდან, როდესაც ობსერვატორია უნივერსიტეტს მიუერთეს... Читать дальше...

რას აპროტესტებენ პატიმრები ცხინვალში?

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის შრომა-გასწორების კოლონიის არც ერთ პატიმარს შიმშილობის გამოცხადების შესახებ წერილობით არ უცნობებია დაწესებულების ადმინისტრაციისთვის, - განუცხადა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, ზალინა ლალიევამ ჟურნალისტებს. პატიმრების მიერ შიმშილობის დაწყების შესახებ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გასულ შაბათ-კვირას შეიტყვეს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში წელიწად-ნახევრის წინ გატარებული რეფორმის შედეგად, კოლონიაში არსებული პირობები მაქსიმალურად... Читать дальше...

პენსიებისა და ხელფასების გაზრდა - ამომრჩევლების მოსყიდვისთვის?

Radiotavisupleba.ge 

რის ფასად ჰპირდება საბიუჯეტო დაფინანსებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხს? რამდენად ქმედითი იქნება ეს დახმარება და რა კავშირშია ეს პროცესი 2020 წლის არჩევნებთან?



ბენი სანდერსს გულის ოპერაცია გაუკეთეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატორი ბერნი სანდერსი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა წამოყენების კამპანიაში მონაწილეობს, სამშაბათს საავადმყოფოში მოათავსეს გულმკერდის არეში ტკივილების გამო. ექიმებმა დაადგინეს, რომ 78 წლის პოლიტიკოსს არტერია ჰქონდა დახშული. ვერმონტის შტატის სენატორი აშშ-ის პრეზიდენტობის ყველაზე ასაკოვანი კანდიდატია. მისი საარჩევნო კამპანია შეჩერებულია. უახლოესი დღეებისთვის გაუქმდა ყველა წინასაარჩევნო გამოსვლა, განაცხადა სანდერსის საარჩევნო კამპანიის მთავარმა მრჩეველმა ჯეფ უივერმა. Читать дальше...

მეგრელიშვილი: ჩემ ნაცვლად ჩემს ცოლს უსმენდნენ, შესაბამისად, კრიმინალური ვერაფერი აღმოაჩინეს

Radiotavisupleba.ge 

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც პოლიციაში იყო დაბარებული, ამბობს, რომ მის ნაცვლად ფარულად მის ცოლს უსმენდნენ. „სასაცილო ის არის, რომ თურმე ჩემს ცოლს უსმენდნენ. უსმენდნენ ჩემი ცოლის ნომერს, შესაბამისად, იქ ვერაფერი კრიმინალური ვერ აღმოაჩინეს“, - თქვა პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ვახტანგ მეგრელიშვილმა. პარტია „გირჩის“ მოქმედი და ყოფილი წევრები 2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალის საქმეზე 2019 წლის 2 ოქტომბერს პოლიციაში იმყოფებოდნენ. „გირჩის“ ვებგვერდის ცნობით... Читать дальше...

"მედუზა": ლიბიის ტერიტორიაზე რუსეთის 10-დან 35-მდე დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ლიბიის ტერიტორიაზე მიმდინარე სამოქალაქო ომში რუსეთის 10-დან 35-მდე დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იტყობინება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ლიბიაში დაღუპულ რუსეთის მოქალაქეებზე ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება. გამოცემის თანახმად, დაღუპულების შესახებ ნათესავებს არ მიუღიათ ინფორმაცია არც რუსეთის სამხედრო უწყებისგან, არც სხვა სტრუქტურებისგან. დაღუპულთა ცხედრებს რუსეთში მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს გადაასვენებენ მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნების გარშემო წარმოქმნილი საზოგადოებრივი მღელვარების გამო... Читать дальше...

მდინარაძის თქმით, 1 ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, 1 ოქტომბერს რეგულაციის დარღვევისთვის დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ. „რეფორმა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები 1 ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ 1 ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი 1 ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200-ლარიანი ჯარიმებით დააჯარიმათ. Читать дальше...

დაგაპატიმრებენ თუ არა მცირე ოდენობით ნარკოტიკის აღმოჩენისას?

Radiotavisupleba.ge 

უკვე ორი თვეა რაც გაუქმებულია  პატიმრობა იმ ნარკოტიკებზე, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას. ეს გადაწყვეტილება 2 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, თუმცა  მას არ მოჰყოლია კონკრეტული განმარტება, რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებებზეა საუბარი.

რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა ჩრდილოკორეულ სათევზაო ხომალდს, დააკავა 21 მეზღვაური

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურმა (ეფესბე) განაცხადა, რომ რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა ჩრდილოკორეულ სათევზაო ხომალდს, რომელიც, როგორც იტყობინებიან, იაპონიის ზღვაში ბრაკონიერობდა. რუსეთის მედიის თანახმად, ეფესბე იტყობინება, რომ 2 ოქტომბრის ინციდენტისას დაკავებულია ხომალდის ეკიპაჟის 21 წევრი. 5 მათგანი დაშავდა შეტაკებისას, რასაც გემზე ხანძარი მოჰყვა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს მეოთხე ასეთი ინციდენტია. გასულ კვირაში რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის სამი გემი და მათი ეკიპაჟების 200-ზე მეტი წევრი დააკავა. Читать дальше...

გიფიქრია კრემაციაზე?.. სანამ კრემატორიუმი არ გვაქვს

Radiotavisupleba.ge 

კედელზე დიდი ასოებით დაწერა, „სიკვდილის მერე დამწვით“... ეს თხოვნა კედელზე „გრინჩმა“ დატოვა, თაზო ლიპარტელიანმა, 30 წლის მუსიკოსმა და მერე თავი მოიკლა. „გრინჩმა“ მეგობრებს და ახლობლებს დაუტოვა უკანასკნელი სურვილი და „თავსატეხიც“ - „როგორ დავწვათ გრინჩი“.

მთავრობის დადგენილებით, აბასთუმნის ობსერვატორია ილიაუნის გამოეყოფა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია. დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემდეგ ვალდებულებას აკისრებს:   ა) განახორციელოს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა... Читать дальше...

ევროკავშირი მოითხოვს ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი მოითხოვს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სიკვდილის გარემოებების ღია გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას. 2 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდა მისი გაუჩინარებიდან საუდის არაბეთის საკონსულოში სტამბოლში. თავის მხრივ, გაერო გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს გამოძიება ჟურნალისტის მკვლელობაში ტახტის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის როლის შესახებ. დღეს სტამბოლში გაიმართა ხაშოგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია. მასზე გაიხსნა ჟურნალისტის მემორიალი. ცერემონიაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, უფლებადამცველები... Читать дальше...

„გირჩის“ წევრების თქმით, შსს-ში უდასტურებენ, რომ ერთი წელი ფარულად უსმენდნენ

Radiotavisupleba.ge 

პარტია „გირჩის“ მოქმედი და ყოფილი წევრები 2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალის საქმეზე შსს-ში იმყოფებოდნენ. „გირჩის“ ვებგვერდის ცნობით, გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ ტორესა მოსიმ თქვა, რომ საუბრის ჩანაწერებში ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი საგანგაშო და დანაშაულებრივი, ამიტომ საქმეს ხურავენ. „მე რაც გავიგე, გვითხრეს, რომ ერთი წელია „კანონიერად“ გვისმენენ. ანუ რეალურად გვითხრეს, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან, მათ შორის პირადი ცხოვრების ნაწილი. ამის სათქმელად დაგვიბარეს. ტლანქად გაგვაფრთხილეს“... Читать дальше...

"თუ სახელმწიფო არ დაასაბუთებს და არ წარმოადგენს ყველა დოკუმენტს, რაც მის ხელშია, ეს მის საწინააღმდეგოდ განიმარტება"

Radiotavisupleba.ge 

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც, ოფიციალური წერილი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 27 სექტემბერს მიიღო.


Музыкальные новости
Булат Окуджава

Тагильский художник Александр Иванов создал металлическую скульптуру Булата Окуджавы в честь 100-летия поэта   





Rss.plus
Желдорреммаш

На Улан-Удэнском ЛВРЗ запустили новый профориентационный проект




Лекцию о взаимопонимании и поддержке в период ЕГЭ проведут в ЦСИ «Винзавод»

На выставке «Своя рубаха ближе к телу» посетители познакомятся с брокаровским стилем вышивки и сурпаном

Воланд едет в Крым: где посмотреть «Мастера и Маргариту» с Сергеем Астаховым

Костомаров с женой посетили полумарафон в Москве




შოთა ჭიჭიაშვილის მკვლელობას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობას, ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი, წყაროზე დაყრდნობით, ამბობს, რომ შოთა ჭიჭიაშვილი ოდესაში იმყოფებოდა და მისი გარემოცვის წევრებზე ინფორმაციას აგროვებდა. „ჩემი წყაროს ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე. Читать дальше...

პომპეომ დაადასტურა, რომ ისიც სატელეფონო ხაზზე იყო ტრამპისა და ზელენსკის საუბრისას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაადასტურა, რომ ის სატელეფონო ხაზზე იყო, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრებოდა. პრეზიდენტების ამ საუბარს მოჰყვა ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე მოკვლევა, რომლის ინიცირებაც მოახდინა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. 2 ოქტომბერს რომში ჟურნალისტებთან საუბრისას პომპეომ თქვა, რომ ის სატელეფონო ხაზზე იყო იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საქმის კურსშია. დეტალებზე მას არ უსაუბრია. პომპეოსთვის არ არის უჩვეულო სატელეფონო ხაზზე ყოფნა... Читать дальше...

უკრაინაში მოკლეს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილია. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. სამინისტროს ცნობით, უკრაინულ მხარესთან ამ საკითხზე კომუნიკაცია უკვე შედგა.   უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს. „ეს არის საქართველოს მოქალაქე... Читать дальше...

ვლადიმერ კონსტანტინიდი: NAC-ის მეხუთე ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია

Radiotavisupleba.ge 

3 და 4 ოქტომბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება. დელეგაციას - რომლის შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი - უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი. რომელიც 3 ოქტომბერს ბათუმში ჩამოვა. ამავე დღეს დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით. ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე... Читать дальше...

აუტისტი ბავშვი VS პროკურატურა

Radiotavisupleba.ge 

9 წლის აუტისტი ბიჭი სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო იმის გამო, რომ მას არ შეუძლია მოჰყვეს, თავს რა გადახდა. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროკურატურასა და სასამართლოს ედავება.



Москва

Аллею истории, скверы и детские площадки благоустроят в Амурской области


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о подготовке к ЕГЭ и ОГЭ в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Россия, Культура, Театр и Дети - о ПДД детям показали артисты постановку в театре кукол Ульгэр в Бурятии




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

«Динамо» подняло планку // Московский клуб вплотную приблизился к победе в РПЛ

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции


Александр Зверев

Зверев одолел Табило и вышел в финал «Мастерса» в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Недорогой и надежный кроссовер Kia поступил в продажу в России по цене ниже, чем у китайских аналогов



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России