Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 11.10.2019

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი: ტრამპს „ყალბი განცხადებების“ საფუძველზე სურდა თანამდებობიდან მისი განთავისუფლება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, მარი იოვანოვიჩი 11 ოქტომბრებს წარდგა დახურულ მოსმენებზე კონგრესში. მოსმენის ორგანიზატორები არიან საგარეო საქმეთა და დაზვერვის და მეთვალყურეობის კომიტეტები. იოვანოვიჩმა ჩვენება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის ჩარჩოებში მისცა. ყოფილმა ელჩმა, გავრცელებული ცნობებით, ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენდა სახელმწიფო დეპარტამენტზე, გაეთავისუფლებინათ ის თანამდებობიდან, რისი საფუძველიც, დიპლომატის თქმით... Читать дальше...

ბიძინა! გთხოვ, კიდევ ერთი 20 წელიწადი დარჩი რა მთავრობაში, ესენი ვინ არიან – ბაკურ სვანიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე “მთავარი არხი”-ს ეთერში, ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის ინტერვიუს აფასებს. “ბიძინა! გთხოვ, კიდევ ერთი 20 წელიწადი დარჩი რა მთავრობაში! ვუყურე “მთავარ არხზე” ანა დოლიძეს და ალეკო ელისაშვილს და რასაც ჰქვია დავიზაფრე! ფაქტობრივად ჩამოყალიბებული ბიძინისტი ვხდები! ესენი ვინ არიან ბიჯოოოო! ამპარტავანი, მატყუარა, ფულისტი, რეალურად დაბოღმილი, ძალაუფლების მოსურნე ტიპები! ალეკო ელისაშვილს ლამის […]

მუსიკოსი მიხაილო თოდუა ე.წ. სამაჯურით გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

მუსიკოს მიხეილ თოდუას (მიხაილოს) გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. პრესსამსახურის ცნობით, საბჭომ განიხილა და დააკმაყოფილა მიხეილ თოდუას მოთხოვნა და ე.წ. სამაჯურით გაუშვა. მიხეილ თოდუა 2013 წელს დააკავეს და 9 წელი მიუსაჯეს 12 გრ. Читать дальше...



აშშ-ის ყოფილ ელჩი კიევში აშშ-ის კონგრესის დახურულ მოსმენებზე წარდგა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, მარი იოვანოვიჩი 11 ოქტომბრებს წარდგა დახურულ მოსმენებზე კონგრესში. მოსმენის ორგანიზატორები არიან საგარეო საქმეთა და დაზვერვის და მეთვალყურეობის კომიტეტები. იოვანოვიჩი ჩვენებას კონგრესში აძლევს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის ჩარჩოებში. აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ მისი ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლები არ უნდა თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, რომელიც ტარდება დემოკრატიული პარტიის მიერ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით. Читать дальше...

სამინისტრო: აქციის მონაწილე დევნილების უმეტესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აქვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მონაწილე დევნილთა უმეტესობას ბინის მისაღებად, საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა. "საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა... Читать дальше...

მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - მსხვერპლი ისევ ქალია

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ ხაშურში დღეს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი, თამარ მეფის ქუჩა 5 საათზე მეტხანს გადაკეტა და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. აქაურები კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა.

აშშ საუდის არაბეთში დამატებით ჯარს და სამხედრო ტექნიკას აგზავნის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აგზავნიან დამატებით ჯარს და სამხედრო აღჭურვილობას გასულ თვეში სამეფოს სანავთობო ობიექტებზე თავდასხმის გამო, რაშიც რიადიც და აშშ-იც ირანს ადანაშაულებენ. ცნობით, რომელიც პენტაგონს წარმომადგენლის ნათქვამს ეყრდნობა, აშშ-ის საუდის არაბეთში მიავლენს დამატებით სამი ათას სამხედროს. იგზანება ასევე საჰაერო თავდაცვის „პეტრიოტის“ ტიპის ორი ბატარეა და ზეატმოსფერული გადამტაცი რაკეტების საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა... Читать дальше...

"რომ მოვკვდები რაღად მინდა მაგათი ბინაო" - აფხაზეთიდან დევნილები განსახლების მოლოდინში

Radiotavisupleba.ge 

25 დღეა, რაც აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ათეული ოჯახი დევნილთა სამინისტროს შესასვლელში იკრიბება. იქ მათ კარავიც გაშალეს. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ დროულად დააკმაყოფილოს აფხაზეთიდან დევნილი "ძირი ოჯახები" ბინებით. ერთ-ერთმა დევნილმა - რომელმაც ბინა ახალი სიითაც ვერ მიიღო - თვითდაზიანებაც სცადა. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 283 271 ადამიანი, 90 ათასზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 40 ათასამდე ოჯახი... Читать дальше...



აშშ განმეორებით აფრთხილებს თურქეთს მზარდი მსხვერპლის და დევნილთა რაოდენობის ზრდის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირებმა გააძლიერეს გამაფრთხილებელი განცხადებები ანკარის მიმართ, რომლის ჯარები აგრძელებენ იერიშს სირიის ტერიტორიაზე ქურთების კონტროლის ქვეშ რეგიონში მზარდი მსხვერპლის და დევნილთა რაოდენობის ზრდის ფონზე. საერთაშორისო მოწოდებების ფონზე, შეწყვიტოს სამი დღის წინ დაწყებული ოპერაცია, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ის და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები „აფრთხილებენ მათ, შეაჩერონ ეს შეჭრა“ და დაძინა, რომ ნატოს არაერთმა წევრმა ქვეანამ იგივე გააკეთა. Читать дальше...

თავისუფალი სტილის ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ექვსი მედლით გახსნეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერან მოჭიდავეთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის დასრულების შემდეგ ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ და 11 ოქტომბერს პირველი მედლებიც გათამაშდა. საქართველოს ნაკრებმა დღე ექვსი მედლით ჩაამთავრა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა ვალერი კუპატაძე. იმავე წონაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ბონდო სარდანაშვილი. ასევე მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ალუდა სილაგაძემ (62 კგ), ვახტანგ ნარიაშვილმა (78 კგ), მალხაზ როზომაშვილმა და მალხაზ ჯორბენაძემ (ორივე 88 კგ). Читать дальше...

ილია ჯიშკარიანი: განაჩენი გამომიტანეს ამ ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ამ ლიბერალებმა

Radiotavisupleba.ge 

„ამ ქვეყნიდან ისე არ წავალ, რომ ჩემი სიმართლე არ დავამტკიცო“, - თქვა „ტვ პირველთან“ ჩართვაში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანმა. საკრებულოს წევრს, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფება, იმედი აქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. „მე ღმერთს ვეხვეწები, ძალას მომცემს, მამაოები, დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელ-ნელა ვიღსდგენ, რომ მე ამ ბრძოლისთვის გავემზადო. თქვენ წამოგიდგენიათ ჩემ ადგილას თავი? განაჩენი გამოტანილი მაქვს მე, რატომ ვარ ლოგინში იცით? განაჩენი გამომიტანეს ამ ფემინისტებმა... Читать дальше...

ილია ჯიშკარიანი: ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანი „ტვ პირველის“ ეთერში ჩაერთო „ნიუ ჰოსპიტალსიდან“. „ინტერვიუს დავთანხმდი იმიტომ, რომ ჩემი მოსახლეობა, ჩემი ამომრჩეველი, ჩემი დედა და ჩემი მამა ელოდებიან ჩემს განმარტებას“, - ამბობს ილია ჯიშკარიანი და დეტალების შესახებ საუბარს სასამართლო პროცესზე გეგმავს. ჯიშკარიანის მტკიცებით, შეთხზულია ყველაფერი, რაც თამთა თოდაძემ ილაპარაკა. „სპეციალურად არის მიმართული დისკრედიტაციისკენ, სახელის გატეხვისკენ. მე თუ ავტორიტეტი გამიფუჭდება... Читать дальше...

დევნილების თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა თვითდაზიანება სცადა

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა - რომელიც წლებია სახელმწიფოსგან ბინის მიღებას ელოდება - თვითდაზიანება სცადა. „სცადა თავის მოკვლა უსამართლობის გამო", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი დევნილი, ინგა ჯიქია. 11 ოქტომბერს გამოცხადდა იმ ოჯახების სია, რომელთაც ბინები გადაეცემათ. თუმცა იმ ოჯახებიდან, რომლებიც ბინების მიღებას კატეგორიულად მოითხოვენ, მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ, ინგა ჯიქიას თქმით, პოლიციამ და დევნილებმა იკამათეს, ერთ-ერთმა მათგანმა სცადა თვითდაზიანება: „ჩვენ შევაჩერეთ. ახლაც ცუდ მდგომარეობაშია". Читать дальше...

დავით გარეჯში ვითარება არ შეცვლილა - ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტებში სასულიერო პირები არ შეუშვეს

Radiotavisupleba.ge 

„კელიებში მაინც არც სასულიერი პირებს უშვებენ და არც მომლოცველებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით გარეჯის კომპლესიის გიდი ზვიად ანანიაშვილი.

თქვენმა გადაწყვეტილებამ დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი - სამადაშვილი კაკაბაძეს

Radiotavisupleba.ge 

თქვენი გადაწყვეტილებით დააზიანეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო, - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს, 11 ოქტომბერს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე. „ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში „ფილიპ მორისის“ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით ინიცირებულია „საქართველოს სამართლიანი ბიზნესის სანქციების აქტი“. ეს აქტი ჯერჯერობით არ არის მიღებული, მაგრამ... ნებისმიერი ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც... Читать дальше...

რამ მოწამლა 6 თვის წინ კახეთში 23 აღსაზრდელი, ამ დრომდე გაურკვეველია

Radiotavisupleba.ge 

კახეთში, ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, 6 თვის წინ 23 აღსაზრდელი მოიწამლა, თუმცა მშობლებსა და ბაღის ადმინისტრაციას ამ დრომდე არა აქვს ინფორმაცია, რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი.

ვლადიმერ კაკაბაძე: სასამართლოში კლანი და კორუფცია არ არსებობს

Radiotavisupleba.ge 

სასამართლოში არავითარი კლანი და კლანური გავლენა არ არსებობს, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ვლადიმერ კაკაბაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას მიერ დასმულ შეკითხვას. „არის თუ არ არის კლანური გავლენები დღეს სასამართლო სისტემაში? არის თუ არა არის კორუფცია დღეს სასამართლო სისტემაში?“, - ეს შეკითხვები ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს დაუსვა 11 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. „სასამართლოში არავითარი კლანი არ არსებობს... Читать дальше...

ეძებენ კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა

Radiotavisupleba.ge 

პოლიცია განაგრძობს კაცის ძებნას, რომელმაც ყოფილი ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა. ქალი ხაშურის კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც რადიო თავისუფლებას ხაშურის კლინიკის დირექტორმა კახა წაქაძემ უთხრა, ქალს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილზე გამოყენებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებაც. ადგილზე... Читать дальше...

პაკისტანში დააკავეს ბომბეის თავდასხმების სავარაუდო ხელმძღვანელის ოთხი მოკავშირე

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის ხელისუფლებმა დააკავეს ბომბეიში 2008 წელს მოწყობილი თავდასხმების სავარაუდო ხელმძღვანელის, ჰაფიზ საიდის ოთხი მოკავშირე. დაკავებულებს ბრალად ედებათ ტერორიზმის დაფინანსება. 10 ოქტომბრის ეს დაკავება წინ უსწრებს პარიზში დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც აწყობს იქ დაფუძნებული სამუშაო ჯგუფი „საფინანსო ზომები“, და რომლის დროსაც განიხილავენ პაკისტანის წინსვლას ტერორის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. საიდი ივლისის შემდეგ დაკავებულია ტერორიზმის დაფინანსების მუხლით, რის გამოც აშშ-ის ოფიციალური პირები უკმაყოფილონი არიან... Читать дальше...


Музыкальные новости
Марина Кравец

Звезде ТНТ Марине Кравец исполняется 40 лет





Rss.plus
Сергей Брановицкий

Снять свой Художественный фильм.




Сергей Собянин. Главное за день

СК проконтролирует расследование дела об избиении женщины в Мытищах

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1

Какие страны выдали в России больше всего шенгена, а какие чаще отказывали в визе в 2023 году?




საიამ 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თხოვნით სასამართლოს მიმართა

News.ge 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თხოვნით სასამართლოს მიმართა. საიამ 16 პირის სახელით პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ. საიას ცნობით, 20-21 ივნისის საქმეზე გენერალურ პროკურატურას ჯერ კიდევ 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართეს, რათა აქციაზე დაზარალებული 16 პირისათვის (მათ შორის 8 ჟურნალისტი) დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ. ...

ჩატარდება თუ არა ექსპერტიზა ბრალდებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

Radiotavisupleba.ge 

მოითხოვს თუ არა სექსუალურ ძალადობაში დაზარალებულად ცნობილი ქალის ადვოკატი ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზას, ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი თამარ ლუკავა სრულად გაეცნობა ილია ჯიშკარიანის სამედიცინო დოკუმენტაციას

გარდაიცვალა საბჭოთა მფრინავი-კოსმონავტი, ალექსეი ლეონოვი

Radiotavisupleba.ge 

85 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა მფრინავი-კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი, პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გავიდა. რუსეთის სააგენტო ტასს-მა გაავრცელა ცნობა ლეონოვის გარდაცვალების შესახებ მის ასისტენტზე დაყრდნობით.   ლეონოვი იყო მე-11 საბჭოთა კოსმონავტი და პირველი ადამიანი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა 1965 წელს, კოსმოსურ ხომალდ „ვოსხოდის“ გაფრენისას. 1975 წელს იგი მონაწილეობდა საბჭოთა და ამერიკელი კოსმონავტების ერთობლივ პროექტში, „სოიუზ-აპოლონის“ გაფრენაში. იყო საბჭოთა კავშირის გმირის ორდენის ორგზის ლაურეატი. Читать дальше...

დაიწყო რადიო თავისუფლების ჰაკათონი ჩეთბოტის შესაქმნელად

Radiotavisupleba.ge 

11 ოქტომბერს დაიწყო ჰაკათონი, რომლის მიზანიცაა რადიო თავისუფლების მასალებზე დაყრდნობით ჩეთბოტის შექმნა. უკვე შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც მომდევნო 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ ბოტებზე და სხვადასხვა თემების ირგვლივ მათ შეასწავლიან კომუნიკაციას.   ჰაკათონში 35 მონაწილეა ჩართული. ჰაკათონის მსვლელობისას მოეწყობა რამდენიმე ჩექფოინთი, რომლის დროსაც  გუნდების პროგრესი შეფასდება. მონაწილეებს პროექტზე მუშაობისას რჩევებს მისცემენ და დაეხმარებიან მენტორები. გამარჯვებული გუნდი კი კვირას, 13 ოქტომბერს გამოვლინდება. Читать дальше...

ბორდერიზაციის შედეგები და სახელმწიფოს რეაგირება

Radiotavisupleba.ge 

გორის საინფორმაციო ცენტრში შიდა ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციების ჰაბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა-დისკუსია თემაზე   „ბორდერიზაცია“ და მისი გავლენა რეგიონის მოსახლეობაზე და სახელმწიფოს რეაგირება. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება  განიხილეს. სადისკუსიო საკითხები იყო:  „ბორდერიზაციის“ შედეგები და სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირება ამ პრობლემებზე... Читать дальше...

„პროკურატურამ მოუხშირა პატიმრობის შუამდგომლობის მოთხოვნას და ასევე სასამართლომ ძალიან გაზარდა დაკმაყოფილების მაჩვენებელი"

Radiotavisupleba.ge 

თითქმის რვა წელიწადია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აწარმოებს სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს.ბოლო, მე-13 ანგარიში მოიცავს 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს.



Москва

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Comedy Club

Актрисе и резидентке Comedy Club Марине Кравец исполняется 40 лет




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин

«Спартак» обыграл «Рубин» в последнем домашнем матче Джикии


ATP

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Арина Соболенко

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России