Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2019

Новости за 18.12.2019

ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ქირურგიული ოპერაცია დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

საპატრულო პოლიციის 29 წლის თანამშრომლის ქირურგიული ოპერაცია დასრულდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.  სამედიცინო კლინიკის დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრა, რომ „ახლა პაციენტს ქირურგიული ოპერაციის შემდგომი მკურნალობა უტარდება. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური".  საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კისრის არეში ცივი იარაღით არის დაჭრილი.  18 დეკემბერს ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის 29 წლის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევა დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. Читать дальше...

“გუბაზიკო და თაკო, ამ ვიდეოს და მერე თქვით, მიშა უნდა დაბრუნდეს თუ არა”

Marshalpress.ge (მარშალ) 

ბლოგერი ლევან გობრონიძე აქვეყნებს ვიდეოს ყოფილი პატიმრის ინტერვიუდან და თან ურთავს კომენტარს. “ეს არის ინფო 9-ისთვის მიცემული ინტერვიუ 2012 წელს, რომელშიც ყოფილი პატიმარი ცეზარ მოსახლიშვილი არაადამიანურ მოპყრობაზე და პატიმრების სასტიკად ცემაზე ყვება. გუბაზიკო, თაკო, უყურეთ ამ ვიდეოს, ამ საწყალ ბიჭს, რომელიც ასეთ დღეში ჩააგდეს და ასეთი რამდენია, ვინ იცის და მერე იტლიკინეთ, რომ საქართველოში თურმე […]

Source

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

Radiotavisupleba.ge 

18 დეკემბერს ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის  29 წლის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევა დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. მათ გვითხრეს, რომ მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, სავარაუდოდ, დანით დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მოქალაქემ გადაიყვანა. რადიო თავისუფლების ბათუმის კორესპონდენტი იტყობინება, რომ პოლიციელს ქირურგიული ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდება. კლინიკის დირექტორის მალხაზ ხალვაშის თქმით, პაციენტი ყელის არეში არის დაჭრილი. Читать дальше...



სენატის კომიტეტმა მოიწონა სანქციების პაკეტი „ამერიკის უსაფრთხოების დაცვა კრემლის აგრესიისგან“

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა მოიწონა სანქციების პაკეტი სახელწოდებით „ამერიკის უსაფრთხოების დაცვა კრემლის აგრესიისგან“. ინიციატივას მხარი დაუჭირა 17-მა ადამიანმა, ხუთი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი სენატმა სრული შემადგენლობით უნდა განიხილოს. დამტკიცების შემთხვევაში, ის ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს ან დაბლოკოს დოკუმენტი. თუმცა არ არის ცნობილი, როდის გაიტანენ დოკუმენტს მთელი სენატის კენჭისყრაზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია შეზღუდვების დაწესება რუსეთის ბანკებისთვის... Читать дальше...

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის შემაჯამებელი დაჯილდოვება აღარ ჩაატარა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 18 დეკემბერს, „შერატონ მეტეხი პალასში“ გასამართი დაჯილდოვების ცერემონიალი გააუქმა. ამ გადაწყვეტილებით, სეოკ-მა თანადგომა გამოუცხადა გუშინ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის - ლუკა სირაძის ოჯახს. „ძალიან ცუდი რამ მოხდა. გაუმართლებელი იქნებოდა, ჩვენი მხრიდან წლის შემაჯამებელი ღონისძიების საზეიმო ნაწილის გამართვა. ამიტომ, ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის დღის წესრიგში მხოლოდ რამდენიმე საკითხი დავტოვეთ. 2019 წლის საუკეთესოთა ნომინაციებში გამოვლენილ სპორტსმენებსა... Читать дальше...

მოსამართლე ფილიშვილმა 12 დეკემბერის საქმეზე გიორგი ვაშაძე და აქტივისტები დააჯარიმა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან 12 დეკემბერს დაკავებული პირების ნაწილი თბილისის ქალაქო სასამართლომ დააჯარიმა. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა სამართალდამრღვევად ცნო „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და 2000 ლარით დააჯარიმა. მოძრაობა „ლელოს“ წევრს ირაკლი კუპრაძეს 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დააჯარიმეს ზურაბ კოსტავა 1500 ლარით, გიორგი ბუნტური 2500-ლარით, ირაკლი ჯუღელი 1500 ლარით. ნოდარ ბრეგვაძეს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. პარლამენტთან დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად... Читать дальше...

ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს პირი, ვინც გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი საჯარო მოხელე თემურ მანველიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. 2018 წლის ოქტომბერში გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო. მაქარაშვილი აპროტესტებდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, განცხადებას, თითქოს აგვისტოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის დროს გიგა მაქარაშვილმა გორის მერიის შენობასთან ფუნა და ხორბალი დაყარა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აქციის დასრულების შემდეგ მაქარაშვილი ტერიტორიას ასუფთავებდა. Читать дальше...

სიყვარულის სწავლა ძალიან ძნელია - რა უნდა იცოდეს მოზარდთან მომუშავე სამართალდამცველმა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ყოველწლიურად ასობით პოლიციელს ამზადებს და ასწავლის, როგორ მოიქცნენ მოზარდებთან. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტრენინგებზე დიდი რესურსი იხარჯება, მაგრამ ბავშვები, თუკი ისინი პოლიციაში აღმოჩნდებიან, მაინც ხდებიან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები.



ლიბიის ციხის ყოფილ პატიმრებს საქართველოში ელოდებიან

Radiotavisupleba.ge 

​„ეს ორი წელიწადი და ოთხი თვე რომა იქ იტანჯებოდა და ჩვენ აქ, ოჯახი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქართველი მეზღვაურის, რომან კაკალაძის და, სალომე კაკალაძე.

ტრიპოლის ციხის ყოფილ პატიმრებს საქართველოში ელოდებიან

Radiotavisupleba.ge 

​„ეს ორი წელიწადი და ოთხი თვე რომა იქ იტანჯებოდა და ჩვენ აქ, ოჯახი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქართველი მეზღვაურის, რომან კაკალაძის და, სალომე კაკალაძე.

მინსკში დააკავეს პაველ სევერინცევი - ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის მოწინააღმდეგე აქტივისტი

Radiotavisupleba.ge 

მინსკში დააკავეს პაველ სევერინცევი - ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის წინააღმდეგ ქუჩის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. დაკავების შესახებ ფეისბუკზე დაწერა მისმა მეუღლემ. ამჟამად სევერინცევთან კავშირი არა აქვთ. რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქციის ცნობით, დაკავებულია ასევე მაქსიმ ვინიარსკი - სამოქალაქო კამპანია „ევროპული ბელარუსის“ კოორდინატორი. დაკავების მიზეზი უცნობია. 20-21 დეკემბერს რუსეთთან ბელარუსის ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები მინსკში აპირებენ ახალი საპროტესტო აქციის გამართვას. ინტეგრაციის... Читать дальше...

ლუკა სირაძის გარდაცვალების თემაზე აქცია გაიმართა რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ

Radiotavisupleba.ge 

„სტუდენტურმა ასოციაციამ", ასევე, სხვა სტუდენტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს შს სამინისტროს რუსთავის მთავარი სამმართველოს წინ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის წინ სანთლებით გამოსახეს გარდაცვლილის სახელი. პლაკატებზე ეწერა: „სისტემა უნდა დაინგრეს!", „ამ ცხოვრების დედაც!" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მათე მგელაძემ, მოზარდის ტრაგედიაში დაადანაშაულა, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე განათლების სამინისტროები. „სახელმწიფო სტრუქტურები ერთიანი სისტემაა... Читать дальше...

დეკანოზი ანდრია 15 წლის მოზარდზე: გამორიცხული არ არის, ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების თემაზე „ფეისბუკზე“ წერს. „15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა. გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში ლუკასთვის, შესაბამისად, მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან. ესეც რომ არა, დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის... Читать дальше...

რეკომენდაციები - როგორ ვმართოთ მოზარდის თვითმკვლელობით  გამოწვეული სტრესი

Radiotavisupleba.ge 

სოფოს თქმით,  მშობლები მუდმივად ესაუბრებიან ბავშვებს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუკი   კომპეტენტური ადამიანები იმუშავებდნენ სკოლის მოსწავლეებთან.

ვინ ფიქრობს მაშინ, როცა მე ვფიქრობ? – TEDxTbilisi 2019 დასრულებულია როგორ შევიგრძნობთ ცხოვრებას? – TEDxTbilisi 2019 დასრულებულია

News.ge 

TED შემთხვევით, მას მერე აღმოვაჩინე, რაც „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ წავიკითხე და მომინდა, ავტორის შესახებ უფრო მეტი გამეგო. „გუგლის“ წყალობით ელიზაბეთ გილბერტზე უფრო მეტი გავიგე, შემდეგ კი TED-ის საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმიც აღმოვაჩინე, რომელიც 26 წელია, დედამიწის გარშემო სხვადასხვა ქალაქის სცენაზე კრებს და ავრცელებს საუკეთესო იდეებს, შთააგონებს მილიონობით დამსწრესა და აპლიკაციის გამომწერს; თითოეული გამომსვლელის 15-წუთიანი სიტყვაკი დანარჩენებისთვის ...

„სისტემა კლავს“ - მშობლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში აქცია გამართეს

Radiotavisupleba.ge 

„ამ ცხოვრების დედაც“, „ვითხოვთ, ამ საქმის დროულ გამოძიებას“, „დამნაშავე აქ ყველაა - სრულიად საზოგადოება“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ მშობლები და სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდში. აქციის მონაწილეებმა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოითხოვეს. ერთ-ერთი მშობლის, ნათია ეხვაიას თქმით, მას უკვე არ აქვს პოლიციის მიმართ ნდობა და ვერც თავისი შვილის დაცვას ანდობს სამართალდამცავ უწყებებს. „როგორც დედა, თავს ვგრძნობ დაუცველად. პოლიცია არაა ის სისტემა... Читать дальше...

აშშ-ის ბიზნესმენთა ორი გაერთიანება რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების წინააღმდეგ გამოვიდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ბიზნესმენთა ორი გაერთიანება ამერიკელი სენატორებისადმი მიწერილ წერილში რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების წინააღმდეგ გამოვიდა. ამის თაობაზე Bloomberg-ი იტყობინება. სენატორებს წერილებით მიმართეს მსხვილი ბიზნესის ლობისტურმა გაერთიანებამ - აშშ-ის სავაჭრო პალატამ და ნავთობისა და გაზის ნედლეულის კომპანიების გაერთიანებამ - ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა. წერილებში ნათქვამია, რომ სანქციების გამკაცრება შეიძლება საზიანო იყოს ბიზნესისა და აშშ-ის ინტერესების ხელშეწყობისთვის. „კრემლის აგრესიისგან აშშ-ის... Читать дальше...

ახალგორი დაცლის საფრთხის წინაშე. ახალი რეკომენდაციები მთავრობას

Radiotavisupleba.ge 

ახალგორში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. გამშვები პუნქტი 25 დეკემბრიდან შეიძლება 5 დღით გახსნან და მძიმე ავადმყოფებსა და პენსიონერებს გადაადგილების უფლება მისცენ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით.

მდინარაძე: ლუკა სირაძის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა რისკებს შეიცავს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო და ამბობს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს. მისივე თქმით, მიუღებელია ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მოზარდის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა: „ამ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ცალკე ამორალურობაა და ადამიანურ ჩარჩოებში აღარ ჯდება. Читать дальше...


Музыкальные новости
Марина Кравец

Звезде ТНТ Марине Кравец исполняется 40 лет





Rss.plus
Локомотив

«Локомотив» и воронежский «Факел» сразятся на столичной «РЖД Арене»




"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

Калашникова сделала Шаляпину необычное предложение

Синоптик Тишковец: в выходные 25 и 26 мая в Москву придет двойное лето

Магазины беспошлинной торговли откроют в Москве и Петербурге




აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს კენჭს უყრიან დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს იმართება კენჭისყრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე. იმპიჩმენტი, რომელსაც აშშ-ის კონსტიტუცია ითვალისწინებს, არის თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენების პროცედურა „სახელმწიფო ღალატის, მექრთამეობის ან სხვა მძიმე დანაშაულისა და დარღვევისთვის“. ტრამპის წინააღმდეგ წამოაყენეს ორი ბრალდება - ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესისთვის ხელის შეშლა გამოძიებაში. ტრამპს ბრალად ედება, რომ ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახორცილებდა... Читать дальше...

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უილიამ ტეილორი იანვარში დატოვებს პოსტს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი უილიამ ტეილორი მომავალ თვეში დატოვებს თანამდებობას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების შემდეგ. The New York Times-ისთვის 17 დეკემბერს გაგზავნილ იმეილში ტეილორმა განაცხადა, რომ იანვრის დამდეგს გადადგება თანამდებობიდან, რომელიც დროებით უკავია. იგი კიევში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებს. ტეილორის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ელჩს მალე დანიშნავს. მას დეტალები არ უხსენებია. გასულ თვეში ტეილორი კონგრესის წარმომადგენელთა... Читать дальше...

პრეზიდენტმა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო საზეიმო ღონისძიებები გააუქმა

Radiotavisupleba.ge 

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილი მიღებები შეხვედრების ფორმატში ტარდება. „სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას“... Читать дальше...

შვეიცარიამ დაადასტურა, რომ რუსეთს 44 მილიონი დოლარი კომპენსაცია დააკისრა „უკრნაფტას“ სასარგებლოდ

Radiotavisupleba.ge 

შვეიცარიის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რუსეთს 44 მილიონი დოლარი კომპენსაცია დააკისროს უკრაინული კომპანია „უკრნაფტას“ სასარგებლოდ, რომელმაც ყირიმის ანექსიის შემდეგ ინვესტიციები დაკარგა. ამის შესახებ 18 დეკემბერს განაცხადა „უკრნაფტას“ პრესსამსახურმა. გარდა ამისა, შვეიცარიის სასამართლომ რუსეთს დააკისრა, უკრაინულ კომპანიას აუნაზღაუროს 155 ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის სასამართლო ხარჯები. „უკრნაფტა“ უკრაინის უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა. 2015 წელს მან რუსეთს უჩივლა მას შემდეგ... Читать дальше...

ოპოზიციური პარტიები 19 დეკემბერს პარლამენტის პიკეტირებაზე უარს ამბობენ

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტიები მწუხარებას გამოთქვამენ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ 19 დეკემბერს პარლამენტის პიკეტირებას არ განახორციელებენ: „უდიდეს მწუხარებასა და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში გვსურს მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ... Читать дальше...

გამოძიება: ხანგოშვილთან დაკავშირებით გერმანიიდან გაძევებული რუსი დიპლომატი გრუ-ში მუშაობს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ერთ-ერთი დიპლომატი, რომელიც გერმანიიდან გააძევეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, არის გერმანიაში რუსეთის მთავარი სამხედრო ატაშეს მოადგილე, გრუ-ს ოფიცერი ევგენი სუცკი. ამის შესახებ ლაპარაკია გერმანული ტაბლოიდის, Bild-ისა და საერთაშორისო ჯგუფ Bellingcat-ის ერთობლივ გამოძიებაში. გაძევებული მეორე დიპლომატის ვინაობას ჯერჯერობით არ იტყობინებიან. იმის შესახებ, რომ რუსეთის ორივე მოქალაქე შეიძლება გრუ-სთვის მუშაობს, ადრე წერდნენ Suddeutsche Zeitung-ი და Spiegel-ი. გამოძიების ავტორთა თანახმად... Читать дальше...



Москва

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о подготовке к ЕГЭ и ОГЭ в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Марина Кравец

Звезде ТНТ Марине Кравец исполняется 40 лет




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции

Разгром в Москве и драма в Сочи: «Динамо» без труда сохранило лидерство, но «Краснодар» остался в гонке за золото РПЛ

Новыми соперниками тульского АКМ станут команды из Магнитогорска, Москвы и Нижнего Новгорода


Ига Свёнтек

Свёнтек выиграла десятый «тысячник» в карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России