Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2019

Новости за 28.12.2019

დამირეკეს საიქიოდან – თაკო ჩარკვიანი

Marshalpress.ge (მარშალ) 

თაკო ჩარკვიანის პოსტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით: “მოკლედ რა, ახლა დამირეკეს “იმ ქვეყნიდან – საიქიოდან”მოკლედ საქმე ასეა: შევიკრიბეთ აქ მაგარი ხალხი და ექიმი და მაგარი კაცი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენ გამოვაშვებინეთ, შევაშინეთ პუტინის მხარე, გამოვუშვით ექიმი,თორემ ჩვენ, თქვენ წაგიყვანთო,ჰოდა  ინაშვილმა და ბურჯანაძემ მოკეტონ, შეეშვან ამ ქვეყანას, თორემ პუტინის მაგივრად მაგათ წავიყვანთო. დაწყნარდნენ და დიდხანს იცოცხლონ […]

Source

კალაძემ მადლობა გადაუხადა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ჩართულ ყველა უწყებას

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე. მან მადლობა გადაუხადა „ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.“ კალაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი და აქტიური მუშაობის შედეგია. კალაძის განცხადებას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს: „მინდა, შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, პირველ რიგში, მინდა, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს მივულოცო. Читать дальше...

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - "დიდი მადლობა მე პირადად მინდა გადავუხადო იმას, ვინც შეიწყალა"

Radiotavisupleba.ge 

28 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თამილა ლაფანაშვილმა „ადამიანურად“ მადლობა გადაუხადა „იმას, ვინც შეიწყალა“ მისი მეუღლე, ვაჟა გაფრინდაშვილი: „ჩვენი სახელმწიფოს მიერ არაღიარებულია ის სასამართლო, რა თქმა უნდა და იმას ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ იგივე საკასაციო სარჩელი, რომელიც შევიტანეთ, სამშაბათს უნდა ყოფილიყო განხილვა. მაგრამ, ეს შეწყალება თვითონ ძალიან კარგი აქტია, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. თან, იმ შეწყალების აქტში არსად არის ნახსენები, რომ ვინმე რამეს აღიარებს. პირიქით, იქ არის დაფიქსირებული... Читать дальше...



გაფრინდაშვილი: საპატიმროში შოკოლადი და თხილი მქონდა შენახული

Radiotavisupleba.ge 

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მისი გათავისუფლება იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ ბარგიც სხვამ ჩაულაგა და ამის გამო, წინასწარი გეგმის მიხედვით ვეღარ გაანაწილა საახალწლოდ გადანახული ნუგბარი. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საპატიმროდან 28 დეკემბერს გათავისუფლებულმა ექიმმა ამ შინაარსის განცხადება საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.   „ბარგი მე არ ჩამილაგებია აბსოლუტურად, იმიტომ, რომ იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი და რაღაცეები, ახალი წლისთვის შენახული... ცხადია, იქ იქნებოდა ალბათ პატარა ზეიმივით მაინც და ვფიქრობდი... Читать дальше...

ვაჟა გაფრინდაშვილი - "თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე"

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ყვება, რომ პირველი გზავნილი, ე.წ. „პერედაჩა“ მიიღო ექიმ გურამ ქარაზანაშვილისგან, რომელმაც ეს თავისი მოსკოველი მეგობრის დახმარებით მოახერხა. ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მცდარია ცნობა, რომ მან სასამართლოზე დასკვნით სიტყვაში მოინანია ჩადენილი. ის აზუსტებს, რომ დუმილის უფლებას იყენებდა, თავდაპირველი ჩვენება არ შეუცვლია და დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადა იმ ადგილობრივებს, ვინც მას საპატიმროში ამანათებს უგზავნიდა: „საბოლოო სიტყვაში არ... Читать дальше...

გაფრინდაშვილი: შეწყალების წერილის ტექსტში ბრალის აღიარება არ არის

Radiotavisupleba.ge 

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მან მართლაც დაწერა შეწყალების წერილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სახელზე; მაგრამ ეს მოხდა ბრალის აღიარების გარეშე, წერილის ტექსტი კი - შესაბამისი, ნეიტრალური ფორმულირებით შედგა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საპატიმროდან 28 დეკემბერს გათავისუფლებულმა ექიმმა ამ შინაარსის განცხადება 20:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტების წინაშე ის მეუღლესთან, თამილა ლაფანაშვილთან ერთად წარსდგა.   „მე მაქვს იმის (შეწყალების წერილის) კოპიო... როცა შეწყალებაზე იყო ლაპარაკი... Читать дальше...

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ უკრაინულ მხარეს გადაუხადა 2,9 მილიარდი დოლარის ჯარიმა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გიგანტურმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ უკრაინულ „ნაფტოგაზს“, სტოკჰოლმის საარბიტრაჟოს მიერ დაკისრებული ჯარიმა, 2,9 მილიარიდ დოლარი, გადაუხადა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან „გაზპრომის“ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით.   თანხის გადახდა მოხდა მინსკში, 20 დეკემბერს გამრთულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. „ნაფტოგაზ უკრაინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ, დაადასტურა თანხის გადარიცხვა. უკრაინულმა მხარემ ამის შემდეგ უარი უნდა თქვა „გაზპრომის“ წინაშე ტრანზიტის მომსახურების ასანაზღაურებლად... Читать дальше...

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობის პირობებზე - "ცუდი დამოკიდებულება იქ არ მინახავს"

Radiotavisupleba.ge 

28 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამავე დღეს საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნისას მის მიმართ დამოკიდებულება იყო ნორმალური, განსაკუთრებული ზეწოლა და ცუდი დამოკიდებულება საპატიმროების თანამშრომლების მხრიდან არ განუცდია. ის დეტალურად ყვება პატიმრობის პირობების შესახებ: „პირველი ოთხი დღე ვიყავით მესაზღვრეების „კაპეზე“-ში, თუ რაც ქვია, არ ვიცი. სამსაწოლიან ოთახში ვიყავით ოთხნი. ერთი საწოლი და ორი „ტაპჩანი“ იყო... Читать дальше...



რუსეთის მართლამდიდებელმა ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი ალექსანდრიის საპატრიარქოსთან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიის სინოდმა გაწყვიტა კავშირი ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის პტარიარქ, თეოდორე მეორესთან, მას შემდეგ, რაც მან აღიარა უკრაინის მართლდამდიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა მოსკოვისგან.   27 დეკემბერს რუსეთის ეკლესიის სინოდმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ალექსანდრიის საპატრიარქოს საეგზარქოსო მოსკოვში და შეუერთა ის რუსეთის ეკლესიას.   რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება მოჰყვა ნოემებრში ეგვიპტეში ჩატარებულ წირვას, რომლის დროსაც პატრიარქმა... Читать дальше...

გაფრინდაშვილი: იქ ყველას ვეუბნებოდი, რომ ვიმყოფები საქართველოს ტერიტორიაზე

Radiotavisupleba.ge 

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მისი ჩასვლის მთავარ მიზანს პაციენტის ნახვა წარმოადგენდა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საპატიმროდან 28 დეკემბერს გათავისუფლებულმა ექიმმა ამ შინაარსის განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა.   „მთავარი მიზეზი იყო ავადმყოფის ნახვა. სამწუხაროდ, მაპატიეთ, ვერ ვიტყვი გვარს და სად ცხოვრობდა იმიტომ, რომ შეექმნება ალბათ პრობლემა იმ ადამიანს... სანახავად (წავედი)... დახმარება, ალბათ, ნაკლებად შეიძლება ითქვას... მაგრამ რომ დამაკავეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა... Читать дальше...

პომპეო ირანს ადანაშაულებს ცენზურითა და ძალმომრეობით ხსოვნის აქციების ჩახშობაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომეომ დაადანაშაულა ირანის ხელისუფლება, რომელიც ძალადობითა და ინტერნეტის მუშაობის შეფერხებით შეეცადა, თავიდან აიცილებინა ნოემბრის აქციების ჩახშობის დროს დაღუპულთა ხსოვნის აქციების გამართვა. „ირანელ ხალხს უფლება აქვს, დაიტიროს 1500 ადამიანი, რომლებიც @khamenei_ir -მა დახოცა #IranProtests-ის დროს“, - წერს თავის ტვიტერში მაიკ პომპეო, რომელმაც პირდაპირ დაადანაშაულა ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.   ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო „ირნას“ ცნობით... Читать дальше...

ინაშვილი: გაფრინდაშვილი რუსი პოლიტიკოსების დახმარებით გავათავისუფლეთ

Radiotavisupleba.ge 

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებული ვაჟა გაფრინდაშვილი ისე სწრაფად გაატარა ერგნეთის გამშვებ პუნქტზე, რომ მან მისალმებაც ვერ შეძლო. ეს მაშინ, როდესაც, ინაშვილის თქმით, ექიმის გათავისუფლება სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებაა. „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დიახ, ჩვენ - საქართველოს პატრიოტებმა - კონკრეტულად, დავით თარხან-მოურავმა, მე - ირმა ინაშვილმა, ჩვენ ვიღვაწეთ იმისათვის, რომ ეს ფაქტი განხორციელებულიყო. Читать дальше...

მოსკოვში გაიმართა პოლიტპატიმრების მხარდამჭერი ერთკაციანი პიკეტები

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში პუშკინის მოედანზე გაიმართა ერთკაციანი აქციები, რომლის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ პოლიტპატიმრებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათვისუფლონ „მოსკოვის საქმისა“ და სხვა რეზონანსული პროცესების დროს დაკავებული თუ მსჯავრდებული პირები. „მოსკოვის საქმე“ - ესაა 27 ივლისის მიტინგზე ვითომცდა „მასობრივი ძალადობის“ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში სამართალდამცველებმა დააკავეს 1388 კაცი, მათ შორის, 76 არასრულწლოვანი. შაბათის პიკეტებში მონაწილეობას იღებდა „მოსკოვის საქმის“ ყოფილი ფიგურანტი... Читать дальше...

ათობით ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ბოლო ოფიციალური ცნობით 90 კაცამდე დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, ხალხმრავალ ადგილზე, 29 დეკემბერს დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. მსგავსი სიმძლავრის აფეთქება სომალიში ბოლო წლებში არ მომხდარა. ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს, შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებული მძიმე დაჭრილების რაოდენობიდან გამომდინარე. აფეთქების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ორი მიკროავტობუსი, რომლებსაც სკოლის ბავშვები გადაჰყავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პირველ ხანს არავის აუღია. Читать дальше...

49-დღიანი ტყვეობის დეტალების შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს

News.ge 

ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობის დეტალების შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. ამის შესახებ მედიასთან მისმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს. ექიმი ოკუპანტების ტყვეობიდან დღეს გათავისუფლდა, მას ვრცელი კომენტარი არც გორში და არც თბილისში, საკუთარ სახლთან არ გაუკეთებია. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას მხარდაჭერას უცხადებდა.

adjarabet.com-ის მომხმარებლები 20-ჯერ 20 000 ლარს და ახალთახალ იაგუარს მოიგებენ

News.ge 

აჭარაბეთის უპრეცედენტო 25 დღიანი გათამაშება დასრულდა, 2 500 000 ლარიანი საპრიზო ფონდი 75 გამარჯვებულზე გადანაწილდა. თუმცა გათამაშებების სერია გრძელდება და adjarabet.com 2020 წლის დადგომასთან ერთად ახალ გათამაშებას იწყებს. EGT-ის საახალწლო გათამაშებაში თამაშდება 20-ჯერ 20 000 ლარი და უახლესი მოდელის იაგუარის ავტომობილი. გათამაშება გაიმართება 10 და 22 იანვარს მთავარი არხის პირდაპირ ეთერში 22:00 საათზე. თითოეულ გათამაშებაში ...

ზელენსკი აცხადებს, რომ პატიმრების მორიგი გაცვლა 29 დეკემბერს მოხდება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ, შაბათს განაცხადა, რომ პატიმრების მორიგი გაცვლა კვირას არის მოსალოდნელი. ამ თარიღს ასახელებენ ასევე რუსეთის საინფორმაციო საშუალებები.   „გაცვლა ხვალ უნდა მოხდეს. ჩვენ ველოდებით ამას. ჯერჯერობით ადამიანების ვერიფიკაცია ბოლომდე არ არის დასრულებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.     ფორმატით „ყველა ყველაზე“ პატიმრების გაცვლაზე შეთანხმებას უკრაინამ და რუსეთმა 9 დეკემბერს მიაღწიეს, პარიზში გამართული სამიტის დროს, რომელშიც გერმანიის, რუსეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მონაწილეობდნენ. Читать дальше...

ევროკავშირის ელჩი მიესალმება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

„ძლიერ მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასა და ახალი წლისთვის ოჯახში დაბრუნების ფაქტს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. განცხადება მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „ნება მიბოძეთ, ასევე შეგახსენოთ გამშვები პუნქტების ხელახალი გახსნისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა“, - წერს ელჩი ჰარცელი იმავე ტექსტში. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი... Читать дальше...

აშშ საელჩო მიესალმება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ საელჩო საქართველოში განცხადებით ეხმაურება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას: „მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას... Читать дальше...


Музыкальные новости
Тимати

Мама Тимати ответила на провокационные вопросы о Валентине Ивановой и других девушках своего сына





Rss.plus
ЦСКА

Гандболистки «Ростов-Дон» уступили ЦСКА в финале чемпионата России




Минцифры и ИТ-эксперты: Цифровые технологии предварительного голосования «Единой России» проверены и готовы к процедуре

Более 22 тысяч заявок зарегистрировано для участия в ЭПГ

В Чебоксарах прошла торжественная линейка, посвящённая Дню пионерии

В МИД сообщили о подготовке документов для магазинов беспошлинной торговли




პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლება მიულოცა

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა და ცხინვალის ციხიდან გათავისუფლება მიულოცა. როგორც რადიო თავისუფლებამ დააზუსტა, საუბარი ტელეფონით გაიმართა. „პრეზიდენტი მოხარულია, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი შობა-ახალი წლის დღესასწაულებს ოჯახთან და ახლობლებთნ ერთად შეხვდება. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას და  ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. Читать дальше...

პუტინის კომენტარების გამო ვარშავამ რუსეთის ელჩს პროტესტი გადასცა

Radiotavisupleba.ge 

ვარშავაში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი პარასკევს გამოიძახეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის როლზე გაკეთებული კრიტიკული გამონათქვამების გამო.   პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარჩინ პჟიდაჩის თანახმად, რუსეთის ელჩს გადაეცა ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე პროტესტი პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების სხვა პირების მხრიდან „ისტორიული ინსინუაციების“ გამო.   ვლადიმირ პუტინმა წლის ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონეთი თავად მონაწილეობდა ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში. Читать дальше...

გაფრინდაშვილი ჟურნალისტებს: მადლობა ყველას თქვენი თამადობით

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საპატიმროდან 28 დეკემბერს გათავისუფლებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყველას, ჟურნალისტების „თამადობით“. ამის შესახებ მან თბილისში დაბრუნების შემდეგ, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა. ექიმი აღნიშნავს, რომ საპატიმროში ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდა და გარკვეული ამბები მას მეუღლემ მოუთხრო, გორიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე.   „სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა... გზაში რაც მითხრა ჩემმა მეუღლემ ... ორჯერ მქონდა მხოლოდ... Читать дальше...

ჩეხეთის პრეზიდენტი მოსკოვზე განაწყენდა რუსი დიპლომატების კრიტიკის გამო

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ განიხილავს მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავის ზეიმთან დაკვშირებით, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციის პასუხად, რამაც ჩეხეთის სახელმწიფო მეთაური ძალიან გაანაწყენა.   რუსეთის საგარეო უწყებამ „დიდი იმედგაცრუება“ გამოხატა იმის გამო, რომ ჩეხეთის მთავრობა აპირებს ოფიციალურ ხსოვნის დღედ გამოაცხადოს 21 აგვისტო, 1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა კავშირის და მისი სატელეტიების მიერ ჩეხოსლოვაკიაში „პრაღის გაზაფხულის“... Читать дальше...

გაფრინდაშვილის მეუღლე: მადლობა ყველა გულშემატკივარს, სახელმწიფო სტრუქტურებს

Radiotavisupleba.ge 

ძალიან საამაყოა, რომ ამ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში, - აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - თამილა ლაფანაშვილი. ის დიდ მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარსა და ყველა იმ სახელისუფლებო სტრუქტურას, რომელიც ჩართული იყო ექიმის გათავისუფლების პროცესში.   „ძალიან ემოციურია და მართლა შოკივით იყო ეს ამბავი და გადარეულები ვართ სიხარულით. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სახელობითად რომ ჩამოვთვალო, აუცილებლად ვიღაც გამომრჩება იმიტომ, რომ უამრავი ხალხი იყო ამაში ჩართული. Читать дальше...

ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

Radiotavisupleba.ge 

ირანის საზღვაო ფლოტი მონაწილეობს რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მხარდამხარ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ არეალში მიმდინარე პირველ ერთობლივ სამხედრო მანევრებში. „სწავლების მთავარი გზავნილია მშვიდობა, მეგობრობა და ერთობისა და თანამშრომლობის გზით მყარი უსაფრთხოების მიღწევა... სწავლება ასევე ცხადყოფს, რომ ირანის იზოლაცია შეუძლებელია“, - განაცხადა ირანულ სახელმწიფო ტელეარხთან ინტერვიუში ირანის სამხედრო ფლოტის ადმირალმა, გოლამრეზა ტეჰანიმ.   რუსეთმა ერთობლივ წვრთნას უწოდა საზღვაო თანამშრომლობის „უპრეცედენტო“ მაგალითი. Читать дальше...



Москва

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Акцию «Ночь в музее» посетили порядка 350 тысяч человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Россия, Культура, Теат, Дети, ПДД: кукольным языком о дорожной безопасности детям показали в Ульгэре




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1


WTA

Шнайдер вышла в финал турнира WTA-125 в Париже, обыграв Грачёву



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Минцифры: пилотные зоны 5G должны появиться в каждом субъекте РФ к 2030 г



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России