Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2019

Новости за 29.12.2019

ჟურნალისტური მაფია – შალვა რამიშვილი ინგა გრიგოლიასა და სხვა ჟურნალისტების შესახებ საუბრობს (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტების მაფია და მედიის გავლენა საზოგადოებაზე”- ამ საკითხებზე ისაუბრა შალვა რამიშვილმა გადაცემაში “ქართული პოლიტიკის დეკონსტრუქცია”.

Source

ტაში და სტვენა ფილარმონიაში

Radiotavisupleba.ge 

ფილარმონია - დიდი საკონცერტო დარბაზი, მუსიკოსებისთვის და მუზებისთვის - ხმაურიანი დარბაზი, რომელსაც არა მარტო მუსიკალური ბგერები, არამედ ყვირილი, სტვენა, გინება, ოვაცია და ფეხების ბაკუნი ავსებდა. „ანარეკლებში“ გიამბობთ თბილისის ფილარმონიის ისტორიას - სახალისოს და სევდიანს.

საქართველოს პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შობის დღესასწაულზე გამოსცემს პატიმართა შეწყალების აქტს. ამის შესახებ 29 დეკემბერს განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში. მანამდე საქართველოს პრეზიდენტები შეწყალების აქტს ტრადიციულად ახალი წლის წინ გამოსცემდნენ. მაგრამ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამჯერად „ამ პერიოდში ეს არ იგეგმება“ და „პატიმართა ნაწილის შეწყალება მხოლოდ შობის წინ მოხდება.“ რაც შეეხება ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხს, ჯერჯერობით უცნობია, შეიწყალებს თუ არა მას პრეზიდენტი. Читать дальше...



აშშ-მა ერაყსა და სირიაში საავიაციო დარტყმები განახორციელა პროირანული დაჯგუფების ობიექტებზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ი აცხადებს, რომ ამერიკულმა ავიაციამ 29 დეკემბერს დაბომბა ერაყსა და სირიაში არსებული ხუთი ობიექტი, რომლებსაც ირანის ელიტურ „კუდსის“ ძალებთან კავშირში მყოფი შიიტური დაჯგუფება აკონტროლებდა. პენგატონის ცნობით საუბარია „ხატა’იბ ჰიზალაჰის“ (Kata'ib Hizbollah) ორ სამიზნეზე სირიაში და სამზე - ერაყში, ამ დაჯგუფების მხრიდან „ერაყის არმიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული უწყვეტი თავდასხმების პასუხად.“  27 დეკემბერს ერთი ამერიკელი კონტრაქტორი დაიღუპა ექსტრემისტების მხრიდან ქალაქ ქირქუკის მახლობლად მდებარე... Читать дальше...

ილია მეორე შეხვდა საქართველოში მყოფ ვატიკანის ეკლესიის დელეგაციას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოში სტუმრად მყოფ ვატიკანის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიედრო პაროლინს შეხვდა და ამ ვიზიტს „ისტორიული ერთობის დასტური“ უწოდა.   „თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა. მეოთხე საუკუნეში ოფიციალური რელიგია გახდა ქრისტიანობა მირიან მეფის დროს და მეხუთე საუკუნეში ავტოკეფალური. ცნობილი კანონისტი, მალსაბონი, რომელიც შემდეგ იყო ანტიოქიის პატრიარქი, წერს - ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესია და კვიპროსის ეკლესია გახდა დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ნეტარი პეტრეს დროს. Читать дальше...

პუტინმა მადლობა გადაუხადა ტრამპს სპეცსამსახურის ხაზით გადაცემული ინფორმაციისთვის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რუსეთის მხარის ინიციატივით განხორციელებულ სატელეფონო საუბარზე ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის.   საუბარში რუსეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს სპეცსამსახურის ხაზით მიწოდებული ინფორმაციისათვის, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა თავიდან აეცილებინა ტერორისტული აქტების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე.   ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია ასევე, რომ სატელეფონო საუბრის დროს იმსჯელეს სხვა საკითხებზეც და შეთანხმდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ... Читать дальше...

დონალდ ტუსკმა „თავხედური ტყუილი“ უწოდა პუტინის სიტყვებს

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის ექსპრემიერი და ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი მოუწოდებს პოლონეთის ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ერთიანი პოზიცია დაუპირისპირონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „თავხედურ ტყუილს“.   „პრეზიდენტ პუტინის თავხედურ ტყუილს და რუსულ პროპაგანდას საჭიროა პოლონეთის ხელისუფლების და ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. შიდა კამათისათვის არც ადგილია და არც დრო“, - დაწერა ტვიტერში დონალდ ტუსკმა, რომელიც ამჟამად ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ.    როგორც იუწყებიან, უახლოეს... Читать дальше...

მოსკოვში დაკრძალეს გალინა ვოლჩეკი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს გალინა ვოლჩეკი. ცნობილი რეჟისორი, თეატრ „სოვრემენნიკის“ დამაარსებელი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი 86 წლის ასაკში 26 დეკემბერს გარდაიცვალა. გამოსათხოვარი ცერემონია მონაწილეობდნენ, თეატრ „სოვრემენნიკის“ შენობაში გაიმართა. თანამედროვე რუსული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გალინა ვოლჩეკი, არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი იყო.   იგი 46 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თეატრ „სოვრემენნიკს“   გალინა ვოლჩეკი მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე რეჟისორ მარკ ზახაროვის გვერდით დაკრძალეს.



რეჟისორი ოლეჰ სენცოვი აკრიტიკებს პატიმრების გაცვლის პროცესს

Radiotavisupleba.ge 

ცნობილი უკრაინელი რეჟისორი, რუსეთის ტყვეობიდან სექტემბერში გათავისუფლებული ოლეჰ სენცოვი მიესალმება მოსკოვისა და სეპერატისტების ტყვეობიდან უკრაინელი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს „ღირებულებების შელახვის“ ფასად.  „ჩვენი ტყეების ნაწილი სახლში დაბრუნდება... სხვები დარჩებიან ბოევიკების ხელში. ყირიმელი თათრები და სხვა ჩვენი პოლიტპატიმრები შემდგომშიც ისხდებიან რუსეთის ციხეებში. უდანაშაულო ადამიანები. მათ ნაცვლად უკრაინა გადასცემს რუსეთს მკვლელებს: რუს დაქირავებულებს... Читать дальше...

რა წაშალა „ფეისბუკმა“, რა წაშალეს თავად და რა დარჩა - ISFED-ის კვლევა

Radiotavisupleba.ge 

20 დეკემბერს „ფეისბუკმა“ განაცხადა, რომ ასეულობით ანგარიში წაშალა საკუთარი პლატფორმიდან „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო. საიტი არ ასაჯაროებს, თუ კონკრეტულად რომელ ანგარიშებზეა ლაპარაკი და მხოლოდ იმას წერს, რომ მათ უკან მდგომი პირები ცდილობდნენ შეენიღბათ საკუთარი ვინაობა და დაკავშირებული იყვნენ სარეკლამო სააგენტო - „პანდასთან“ და მმართველ პარტია - „ქართულ ოცნებასთან“. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), რომელიცზოგიერთ ამ ანგარიშს ჯერ კიდევ 2018 წლიდან იკვლევდა... Читать дальше...

ჟურნალისტი სტანისლავ ასეევი სეპარატისტებმა კიევს გადასცეს. პატიმრების გაცვლის პროცესი დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

დონბასელმა სეპარატისტებმა 29 დეკემბერს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს ჟურნალისტი სტანისლავ ასეევი, რადიო თავისუფლების პროექტ „Донбасс.Реалии“-ს თანამშრომელი, რომელსაც 15 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ორი წელი იხდიდა სასჯელს მკაცრი რეჟიმის საპატიმროში.   როგორც უკრაინული მედია იუწყება, სტანისლავ ასეევი იმ 76 უკრაინელს შორისაა, რომლებიც პატიმრების გაცლის პროცესში გათავისუფლდნენ.   პატიმრების გაცვლის ორმხრივი პროცესი, რომელიც 29 დეკემბერს დილით დაიწყო საკონტროლო გამშვებ პუნქტ „მაიორსკოესთან“, უკვე დასრულებულია. Читать дальше...

„მკვლელი პუტინი“ - სკანდირებდნენ სტამბოლში გამართულ ანტისაომარ აქციაზე

Radiotavisupleba.ge 

სტამბულში შაბათს გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები გმობდნენ სირიის არმიის ფართომასშტაბიან შეტევას იდლიბის პროვინციაში. რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, ძირითადად თურქეთში მცხოვრები სირიელები, სკანდირებდნენ პუტინის საწინააღმდეგო მოწოდებებს, კერძოდ, „მკვლელი პუტინი!“ „გაეთრიე სირიიდან!“.   სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია იდლიბში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 235 ათასმა ადამიანმა მიატოვა საკუთარი სახლ-კარი რუსეთის ავიაციის დახმარებით სირიის სამთავრობო ჯარების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი იერიშების შედეგად. Читать дальше...

ირანელმა მოჭადრაკემ, რომელიც თავის ქვეყნის სახელით აღარ გამოდის, მორიგ წარმატებას მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

ირანის ყველაზე ტიტულოვანმა მოჭადრაკემ, ალირეზა ფიროუზიამ, რომელიც ჭაბუკებს შორის რანგით მეორეა, მოსკოვში გამართულ ბლიც-ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 16 წლის ირანელი მოსკოვში ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაციის დროშით გამოდიოდა, რადგან უარი თქვა ირანის სახელით ასპარეზობაზე მას შემდეგ, რაც ისლამურმა რესპუბლიკამ თავის სპორტსმენებს ისრაელ სპორტსმენებთან შეჯიბრებებში გამოსვლა აუკრძალა.   ფიროუზია, რომელიც ჭადრაკის ვუნდერკინდად ითვლება, მეორე ირანელი სპორტსმენია, რომელიც უარს ამბობს... Читать дальше...

დაკავებულია სამეგრელოში გარდაცვლილი ქალის მეუღლე

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. შსს იძიებს დაკავებულის მეუღლის, ეკა მიქავას სიკვდილის გარემოებებს. ის ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა ოჯახის წევრებს სუიციდის ვერსიის არ სჯერათ. გარდაცვლილის მამის და ძმის ცნობით, ეკა მიქავაზე ქმარი სისტემატურად ძალადობდა. მათივე ცნობით, ცხედარს მძიმე დაზიანებების კვალი აღენიშნება, რაც ოჯახს უჩენს ეჭვს, რომ ქალი ჯერ მოკლეს... Читать дальше...

მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული მამაკაცი  დააკავეს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შეგახსენებთ სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მან მეუღლის მხრიდან ძალადობის […]

Source

თავდამსხმელმა დანით დაჭრა ხუთი ადამიანი ნიუ-იორკის შტატში

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე ხუთი კაცი დაიჭრა 28 დეკემბერს ნიუ-იორკის შტატის ხასიდი რაბინის სახლში, სადაც თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც შეკრებილები ებრაელთა წმინდა ხანუქის დღესასწაულს ზეიმობდნენ. ცნობა დილის საათებში გაავრცელა ორთოდოქსი ებრაელების, ხასიდების საბჭომ, რომლის თანახმად, ყველა დაჭრილი ხასიდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი შეიპყრეს, მაგრამ თავდაპირველად უცნობი იყო, მიეცა თუ არა ამ ინციდენტს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ანტისემიტური დანაშაულის კვალიფიკაცია. Читать дальше...

ავღანეთში 17 კაცი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ადგილობრივი სახალხო ლაშქრის 17 წევრი დაიღუპა კვირას, ავღანეთის დასავლეთ თახარის პროვინციაში, თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად.   ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თალიბების სავარაუდო სამიზნე იყო სახალხო ლაშქრის მეთაური, რომელიც თავდასხმას გადაურჩა.   ასევე თალიბები იდგნენ შაბათს მომხდარი იმ თავდასხმის უკან, რომელსაც 10 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა ჰელმანდის პროვინციაში.   თალიბებმა წლის ბოლოს მთელი ავღანეთის მასშტაბით გააძლიერეს სამხედრო ბაზებზე თავდასხმა.   გასულ... Читать дальше...

კიევმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დაიწყეს პატიმრების გაცვლის პროცესი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ხელისუფლებამ და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებმა კვირას დაიწყეს პატიმრების გაცვლის პროცესი საკონტროლო გამშვებ პუნქტ „მაიორსკოესთან“.   დონბასელი სეპარატისტები, გავრცელებული ცნობით, უკრაინულ მხარეს გადასცემენ 55 კაცს. მაგრამ როგორც უკრაინის ობმუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ უთხრა უკრაინელ ჟურნალისტებს, კიევი მოელის, რომ პატიმართა გაცვლის პროცესში უკრაინას გადაეცემა 80 კაცი.  თავის მხრივ, კიევი კი მზად არის, სანაცვლოდ გაათავისუფლოს 87, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული და ბრალდებული, პირი. Читать дальше...

განათლების მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი უწოდა

Radiotavisupleba.ge 

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. „როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს... Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილი: „ამ თემას არ ვეშვები ... ქართული სუფრა ადამიანის ყოფითი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარია“

Radiotavisupleba.ge 

„ყველაზე წარუმატებელი კაცი პოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე. ნაშრომი, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევას ეხება, ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა - „ამ თემას არ ვეშვები და მე მგონია, რომ სწორი მიგნება მაქვს - ის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და, ამავდროულად, პოლიფონიის სამშობლოა, არაფერი შემთხვევითი არაა“. მისი აზრით... Читать дальше...

პუტინი ბიბილოვს - მომავალ წელს ორმხრივ ურთიერთობას გავაძლიერებთ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ახალი წელი მიულოცეს და მომავალი წლიდან „ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას“ დაჰპირდნენ. ამის შესახებ ოსური სააგენტო „რესი“ წერს. ვლადიმირ პუტინმა თავის წერილში განაცხადა: „ვიმედოვნებ, რომ დამდეგ წელს განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების გასაზრდელად სხვადასხვა მიმართულებებით“, და დასძინა - „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვითარდება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე“. Читать дальше...

ინტერვიუ ჰაფიზულა ამინის მკვლელთან

Radiotavisupleba.ge 

ოპერაცია „შტორმი 333“ ერთადერთია, რომელიც კგბ-ს კოლექტიურ მეხსიერებაში შევიდა როგორც წარმატების სიმბოლო - გამოშვებულია საათი „შტორმი 333“, ხოლო თვით ოპერაცია კგბ-ს სკოლებში ისწავლებოდა. არადა, გასაოცარია დილეტანტიზმის ხარისხი ამ ოპერაციის დაგეგმვისა და შესრულების ყველა ეტაპზე: ოპერაციის მონაწილეებს ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდეთ ობიექტზე, რომელზეც იერიში უნდა მიეტანათ, ხოლო ოპერაციის გეგმა ძალზე ზედაპირულად იყო მომზადებული. თუმცა ოპერაციის ნაკლოვანებები ამით არ ამოიწურებოდა. ოპერაცია „შტორმი 333“ ისე ჩატარდა... Читать дальше...



Москва

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Найк Борзов

Чем заняться в Москве на неделе: Найк Борзов, арт-прогулка по Патрикам и еще 12 событий




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Прощание «Спартака» с Джикией, «Зенит» в гонке за чемпионство. Итоги игрового дня РПЛ

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


WTA

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Москве неизвестные напали на инвалида и бросили в овраге



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России