Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

Новости за 29.11.2022

"ეწევა ელექტრონულ სიგარეტს" - დაარღვია მინისტრმა სააკაშვილის უფლებები?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ელექტრონულ სიგარეტს ეწევა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ ბრეგაძემ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები უნებართვოდ გააჟღერა. "ელექტრო სიგარეტებს მოიხმარს დიდი რაოდენობით... ჩვენთვის როგორც ცნობილი გახდა, დაახლოებით 300-მდე ელექტრო სიგარეტი მოიხმარა. როგორ ფიქრობთ, ბატონო რატი, ამან ხომ არ გამოიწვია მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა", - იკითხა POS TV-ს ჟურნალისტმა. Читать дальше...

იენს სტოლტენბერგი: პუტინი ცდილობს, ზამთარი იარაღად გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინი ცდილობს მოახლოებული ზამთარი იარაღად გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა ბუქარესტში, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს. „მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დანარჩენ ევროპას მეტი ლტოლვილი მიაშურებს რუსეთის გამიზნული თავდასხმების გამო უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე“, - თქვა გენერალურმა მდივანმა. როგორც BBC იტყობინება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სექტემბრის ბოლომდე ევროპაში უკრაინიდან ჩავიდა 7,4 მილიონი ლტოლვილი. Читать дальше...

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე: ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროში დღეს, 29 ნოემბერს, გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა აქვს დანიშნული. "დღეს ხშირად ვრცელდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებული სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენო ყველას... Читать дальше...



დმიტრო კულებამ ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, სასწრაფოდ გაზარდონ იარაღების წარმოება

Radiotavisupleba.ge 

ბუქარესტში ნატოს შეხვედრამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ შეიარაღების წარმოება. Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე შეუძლებელია გრძელვადიანი პერსპექტივით გამარჯვება, თუ არ მოხდა დიდი რაოდენობით იარაღში ინვესტირება. „სანამ დღევანდელ ბრძოლებში ვიბრძვით, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვიბრძოლებთ ხვალინდელ ბრძოლებში“, - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებას თქმით, დრო არ უნდა იხარჯებოდეს თვეობით მოლაპარაკებაზე იმ ქვეყნებთან... Читать дальше...

ყველაზე სევდიანი ლექსების ავტორი – ლაშა მარგიანი

News.ge 

ლაშა, ინტერვიუ მინდა ტრადიციული შეკითხვით დავიწყო, როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სწრაფვა და როგორ განავითარეთ ეს შემოქმედებითი უნარი? ძალიან ღრმა ბავშვობიდან მიზიდავდა ხელოვნება, ჯერ კიდევ იმ ასაკიდან, სკოლაშიც რომ არ დავდიოდი. მიყვარდა ხატვა, გამუდმებით ვხატავდი. მაშინ მეგონა, როცა გავიზრდებოდი, უსათუოდ მხატვარი ვიქნებოდი. მიყვარდა სიმღერაც, მაგრამ სათანადო სმენა არ მაქვს, სამწუხაროდ. არ დაგიმალავთ, ამას ჩემს ...

Reuters: რუსეთი ინდოეთს სთხოვს, დაეხმაროს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით

News.ge 

მოსკოვმა ინდოეთს 500-ზე მეტი პროდუქტის სია გაუგზავნა – რუსეთი ინდოეთს სთხოვს მიაწოდოს გარკვეული პროდუქტები, მათ შორის, მანქანების, თვითმფრინავებისა და მატარებლების ნაწილები, – ამის შესახებ „როიტერი“ 4 წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, სია, რომლის ვერსია გამოცემამ ნიუ დელიში ნახა, დროებითია და გაურკვეველია, რამდენი პროდუქტი იქნება ექსპორტირებული საბოლოოდ და რა რაოდენობით. წყარომ, ინდოეთის მთავრობიდან განაცხადა, რომ მოთხოვნა უჩვეულო ...

კახა კალაძე განმარტავს, რატომაა თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი"

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომაა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი". ამ შინაარსის წარწერა გამოჩნდა თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ნაძვის ხესთან, რომელიც ჯერ არ ანთებულა. "მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა თბილისის მერმა. 2023 წლის საახალწლო სლოგანის - "მშვიდობის ქალაქის" - გამოჩენას... Читать дальше...

მევლუთ ჩავუშოღლუ: უკრაინაში მიმდინარე ომის ფასს იხდიან არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორები

News.ge 

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით და ვაგრძელებთ უკრაინისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენას. ამასთან, ვდგამთ სხვადასხვა ნაბიჯებს კონფლიქტის შესაჩერებლად და დაძაბულობის განსამუხტად, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ისაუბრა თურქეთის როლზე მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში. Читать дальше...



ოლენა ზელენსკა: რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა

News.ge 

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავთ მოვლენების განვითარების ტენდენციებსა და მიმართულებებს და ეძებთ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თქვენ გაქვთ გავლენა და როცა გავლენა გვაქვს, პასუხისმგებლობაც გვეკისრება, – ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბუქარესტის ფორუმის მონაწილეებს მიმართა. მან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება. „რატომ ...

იენს სტოლტენბერგი: ნატო ვერ მისცემს რუსეთს გამარჯვების უფლებას

Radiotavisupleba.ge 

ბუქარესტში შეიკრიბნენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და მოცულობაზე. მინისტერიალი გახსნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა, ინტერვენციისგან დაიცვას თავისი ტერიტორიის ყოველი გოჯი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი „არ მონაწილეობს ამ კონფლიქტში“, მაგრამ მისი წევრები უკრაინას „უპრეცედენტო დახმარებას“ უწევენ... Читать дальше...

„უი, ეს კაბინეტის გვერდით მიკიდიაო“ - როგორ დაიკარგა აფხაზეთში პიკასოსა და ლეჟეს ნამუშევრები

Radiotavisupleba.ge 

დიმიტრი გულიას სახელობის მუზეუმის თანამშრომლებმა წინა კვირას აღმოაჩინეს, რომ აფხაზეთის ეროვნული ბანკის საცავიდან ძვირადღირებული ექსპონატები დაიკარგა - პიკასოს თეფში და ფერნან ლეჟეს ორი ნამუშევარი. როგორ მოხვდნენ ისინი აფხაზეთში და შემდეგ რა ბედი ეწიათ, ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ზულია კოკოსკირი ესაუბრა. - მოგვიყევით, როგორ მოხვდა დიმიტრი გულიას მუზეუმში პიკასოსა და ლეჟეს ნამუშევრები. - 1982 წელს კონსტანტინე სიმონოვის (რუსი პროზაიკოსი და საზოგადო მოღვაწე)... Читать дальше...

სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული BMP1 გადასცა

Radiotavisupleba.ge 

ნატოს წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული ქვეითი საბრძოლო (BMP1) მანქანა გადასცა. "მოხარული ვარ დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე", - წერს ტვიტერში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი. ივნისში უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისათვის 8 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა „ზუზანის“ მიწოდების თაობაზე. აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხი ჰაუბიცისგან შემდგარი "ზუზანების" პირველი პარტია უკრაინას უკვე გადაეცა.

რას უნდა ველოდოთ ნატოს წლის ბოლო მინისტერიალისგან?

Radiotavisupleba.ge 

რა ხდება?: ნატოს 30 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 ნოემბერს ბუქარესტში იკრიბებიან წლის ბოლო მინისტერიალზე. ასეთი შეხვედრები, როგორც წესი, ბრიუსელში ტარდება, მაგრამ ნატომ გადაწყვიტა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გასვლითი შეკრება მოაწყოს ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანაში. შარშანდელი მინისტერიალი ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა (თუმცა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჟურნალისტების რაოდენობა შეზღუდული იყო და მოქმედებდა სოციალური დისტანციის წესები.) შემთხვევითი არ არის, რომ მინისტრები... Читать дальше...

რუსეთის აუდიტის პალატის თავმჯდომარე ალექსეი კუდრინი პოსტს ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მიიღო ცნობა რუსეთის პრეზიდენტისგან, აუდიტის პალატის ხელმძღვანელის პოსტიდან ალექსეი კუდრინის გათავისუფლების შესახებ. ამის თაობაზე "რია ნოვოსტის" განუცხადა საბიუჯეტო და საფინანსო ბაზრების ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა ანატოლი არტამონოვმა. კუდრინმა თავის ტელეგრამის არხში დაადასტურა, რომ ტოვებს აუდიტის პალატის თავმჯდომარის პოსტს და აღნიშნავს, რომ საჯარო სექტორში გატარებული 25-წლიანი სამსახურის შემდეგ, „ყურადღების გადატანას" კერძო ინიციატივების განვითარებასთან დაკავშირებულ დიდ პროექტებზე აპირებს. Читать дальше...

ნანა გეგეჭკორი: პოსტი არც მიშაზეა და არც რომელიმე პარტიაა ახლოს ჩემს ღირებულებებთან. ეს ამბავი …

News.ge 

“საქართველოში დიდიხანია მივეჩვიეთ რომ ექიმები პოლიტიკოსები არიან, პოლიტიკოსები კი საექიმო დასკვნებს დებენ და მერე უსასრულოდ განიხილავენ ათასგვარ აბსურდს. ერთ-ერთ ასეთ აბსურდზე… ყოფილი პრეზიდენტი არ მინახავს, არ ვარ ჩახედული მის სამედიცინო ისტორიაში, თვალს ვადევნებ მხოლოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ კომენტარებს, აბსურდულებსაც და შედარებით აზრიანებსაც. ეს პოსტი არაა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმ უგუნურობაზეა რითიც ყოველ დღე გკვებავენ ...

ურთიერთობას რისკის ქვეშ აყენებენ - როგორ აღიქმება საქართველოში გაკეთებული განცხადებები აშშ-ში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა უარესდება და სულ უფრო ანტიამერიკული ხდება, რაც ორი ქვეყნის პარტნიორობას გამოწვევის წინაშე აყენებს. საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებზე სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. ამ სტატიას წინ უძღოდა 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორებისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. "იმის შესახებ, რომ საქართველომ დემოკრატიული... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე

News.ge 

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტზე საუბრისას გაიხსენა უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოს ციხიდან ეტლით გამოსვლა, რაც მისი აზრით, მარტივი სიმულაცია იყო. კობახიძემ დასვა კითხვა, ხომ არ გვაქვს საქმე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ასეთივე სიმულაციასთან. “მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა კალიასკით, მანამდე იყო უამრავი სიმულაცია, ეტლით უკაცრავად, გამოვიდა ეტლით ...

სამხედრო პირი ჩრდილოეთ ოსეთიდან უკრაინაში მშვიდობიანი ადამიანების სავარაუდო მკვლელობისთვის დააკავეს - მედია

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ ოსეთიდან გაწვეული რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც, სავარაუდოდ, უკრაინის ზაპოროჟიეს რაიონის ოკუპირებულ სოფელ ნოვომიხაილოვკაში ორი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობასთან უნდა ჰქონდეს კავშირი. ამის შესახებ ტელეგრამის არხი ASTRA news-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. საინტერნეტო გამოცემის თანახმად, მკვლელობა 23 ნოემბერს მოხდა, რუსმა სამხედროებმა (მათი რაოდენობა არ არის მითითებული) ტყის პირას იძულებით გაიყვანეს და დახვრიტეს ორი მამაკაცი - 40 წლის სერგეი გოლუბენკო და 32 წლის ნიკოლაი ხომნიკოვი. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: ამისთვის ჩამოიყვანეთ და ჩამოიყვანეს ვიღაცებმა საქართველოში სააკაშვილი – მიზანი იყო საქართველოში ვითარების არევა

News.ge 

ვერ არიეთ ეს ქვეყანა – დააანონსეთ ცხელი შემოდგომა, მაგრამ ამ შემოდგომას სიცხელის არაფერი ეტყობოდა, ისევ ბოლო იმედს მიუბრუნდით – ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებს. მისი თქმით, ოპოზიციას სურს ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით არიოს. „ერთადერთი, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გინდათ ისაა, რომ ეს არის თქვენი ბოლო იმედი, რომ ქვეყანაში ვითარება... Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Брановицкий

Продвижение Песен, Музыки, Стихов ВКонтакте. Способы и методы увеличения прослушивания песни, музыки, стихов ВКонтакте.





Rss.plus
Сергей Брановицкий

Как надо ПРОДАВАТЬ СЦЕНАРИЙ, ПЬЕСУ, СИНОПСИС.




Пушков: назначение Белоусова главой Минобороны сильно обеспокоило противников РФ

В Москве плановые отключения горячей воды перенесли на 20 мая

Соболев пропустит матч с «Балтикой» из-за болезни

Парк «Зеленый узел» на берегу Клязьмы в Павловском Посаде благоустроят в 2024 г




როგორ აღვნიშნოთ სწორად 2023 წლის შემოსვლა

News.ge 

2023 წლის მთავარი სიმბოლო შავი კურდღელია. მაშინ, როცა ირგვლივ უამრავი გამოწვევაა, ადამიანები ცდილობენ, ახალ წელს გარკვეული რჩევების დაცვით შეხვდნენ, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდონ. როგორ აღვნიშნოთ სწორად 2023 წლის შემოსვლა? პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლი ზედმეტი, ძველი ნივთებისაგან გაათავისუფლოთ. კურდღელი მეოჯახე ნიშანია, ამიტომაც უყვარს, როცა სახლში სიმყუდროვე და ჰარმონიაა. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახალი ...

სტეფანეს ახალი კლიპი, სადაც მთავარ როლს გია სურამელაშვილი ასრულებს (ვიდეო)

News.ge 

სტეფანემ ახალი კლიპი გადაიღო. „გაიღიმე” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელზე გადაღებული კლიპის პრემიერა „პრაიმ ჰაუსის“ ეთერში შედგა. კლიპში მთავარ როლს გია სურამელაშვილი ასრულებს. სტეფანეს ახალმა „ტრეკმა” უკვე დაიმსახურა უამრავი მოწონება.

კალაძე: თბილისში ქუჩების დავიწროების პრობლემას ქალაქში არსებული არასტანდარტული გზები იწვევს

News.ge 

ქუჩების დავიწროების პრობლემას არა მუნიციპალიტეტის მერია, არამედ დედაქალაქში არსებული არასტანდარტული გზები იწვევს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო. პრობლემის  საილუსტრაციოდ კახა კალაძემ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული გზის მაგალითი მოიყვანა, სადაც ქუჩა კონკრეტულ მონაკვეთზე, ბუნებრივად  ვიწროვდება. „ბევრჯერ  გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მერია ავიწროებს ქუჩებს. ...

ირაკლი კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე – ახლა მიღებული იქნება ეს კანონი იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გარიცხვა კონკრეტული ევროპული სტრუქტურიდან, რაზეც იყო საუბარი

News.ge 

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სანქციებს ითვალისწინებს, თუმცა, მიღების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში, ეს კანონი სანქციების გარეშე იმოქმედებს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, „მაუწყებლობის შესახებ” კანონის მიღება ევროკავშირის მოთხოვნაა და თუ მას არ მიიღებენ, ქვეყანა ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციიდან შეიძლება გარიცხონ. „ძალიან მარტივად არის საქმე. მართალია... Читать дальше...

გაჩერდება მეტრო? - თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ და დავის დაწყებას აპირებენ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების 20%-იან ზრდას მოითხოვენ და კოლექტიური დავის დაწყებას აპირებენ სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ. თუ კი ისინი დამსაქმებელთან ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა, გაიფიცონ. ხოლო მეტრო, რომელსაც საშუალოდ 500 000 ადამიანი გადაჰყავს ყოველდღიურად, გაჩერდეს.

23 წლის პუტინი, დიდი ალბათობით, პირადად მონაწილეობდა დისიდენტების ჩხრეკაში

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინი 1976 წლის სექტემბერში, დიდი ალბათობით, პირადად მონაწილეობდა მაშინდელ ლენინგრადში, მწერალ ოლეგ ვოლკოვის ბინის ჩხრეკაში. შესაბამის ოქმს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მდებარე პოლიტიკური ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი, ყურადღება მიაქცია ისტორიკოსმა კონსტანტინ შოლმოვმა. ოქმზე მითითებულია უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის(КГБ) ლეიტენანტი პუტინი. 1976 წლის აგვისტოში, მწერალმა ოლეგ ვოლკოვმა და უფლებადამცველმა იული რიბაკოვმა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის კედელზე დაწერეს: „თქვენ ჯვარს აცვამთ თავისუფლებას... Читать дальше...



Москва

Правительство РФ сообщило о перевыполнении планов по достижению цифровой зрелости национальной экономики


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

ЮрКисс

«Отказывался по надуманной причине»: певец ЮрКисс обвинил SHAMANа во лжи




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Бавария» победила «Вольфсбург» в 500-м матче Нойера в Бундеслиге

Турнир по бильярдному спорту «Кубок Мэра Москвы» продлится до 18 мая в столице

"Зенит" в Москве обыграл ЦСКА и сравнял счет в серии


Новак Джокович

Кто транслирует бой Табило против Джоковича на турнире Rome Masters 1000?



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

Мечтающего по победе Киева Макаревича* проверят на экстремизм



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России