Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2023

Новости за 26.08.2023

მედვედევი: მოვიდა დრო, თბილისმა აღიაროს ობიექტური რეალობა - ცხინვალი და სოხუმი

Radiotavisupleba.ge 

ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, 26 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმაც მიულოცა. ის იმეორებს კრემლის ძველ გზავნილებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და თბილისი დასავლელი პარტნიორების წახალისებით მოქმედებდა. „ვთვლი, თბილისისთვის მოვიდა დრო, აღიაროს ობიექტური რეალობა და შეუდგეს თანასწორუფლებიან დიალოგს სოხუმთან და ცხინვალთან, ძალის არგამოყენების გარანტიების საფუძველზე. ეს ყველა მხარის გრძელვადიან ინტერესებში შედის“, - ამბობს მედვედევი მისალოც მიმართვაში... Читать дальше...

პოლონეთში “ლეგიონერთა დაავადებით” მე-8 ადამიანი დაიღუპა

News.ge 

პოლონეთში ლეგიონელეზისგან მე-8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქალაქ ჟეშოვოს საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პაციენტს ბევრის სხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა, მათ შორის კიბოც. პოლონური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამსახურები „ლეგიონერთა დაავადების“ გაჩენის კერის დადგენას ცდილობენ, ცნობილია ინფიცირების 100 შემთხვევაზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქლორითა და ოზონით 100 კმ. წყალსადენების დეზინფიცირების შესახებ. ...

კრემლი აცხადებს, რომ არ ჰქონდა კავშირი თვითმფრინავის კატასტროფასთან, რომელსაც, სავარაუდოდ, პრიგოჟინი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

კრემლმა უარყო ყველანაირი კავშირი მოსკოვთან მომხდარ თვითმფრინავის კატასტროფასთან, რომელსაც, სავარაუდოდ, ემსხვერპლა ევგენი პრიგოჟინი, გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ლიდერი. პრიგოჟინს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა დაეძაბა მას შემდეგ, რაც "ვაგნერმა" მოკლევადიანი ამბოხება მოაწყო რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, უკრაინაში ომის წარმოებით უკმაყოფილების გამო. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კვლავ მიმდინარეობს 10 მსხვერპლის ამოცნობის პროცესი... Читать дальше...

შოვის ტრაგედია - ოჯახის ოთხი წევრი ქაშვეთიდან გამოასვენეს, მათგან სამი ბავშვია

Radiotavisupleba.ge 

შოვში სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთაგან დღეს კიდევ ოთხ ადამიანს კრძალავენ. ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი - ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები თბილისში, ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს. მამა - გიორგი დუდაშვილი ოჯახის წევრებს 3 აგვისტოს შემდეგ ეძებდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი შვილის ცხედარს ოჯახის სხვა წევრებზე ადრე მიაკვლიეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალის მიხედვით, გიორგი დუდაშვილი სამძებრო სამუშაოებს პირადად ადევნებდა თვალს. რამდენიმე ფოტოზე ის სავარაუდოდ თავისი შვილის თოჯინით ხელშია ასახული. Читать дальше...

აშშ: აფრიკის საჰელის რეგიონში სამხედრო გადატრიალებები წინაღობას უქმნის ტერორიზმთან ბრძოლას

Radiotavisupleba.ge 

25 აგვისტოს აშშ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აფრიკაში, საჰელის რეგიონში სამხედრო გადატრიალებების სერია წინაღობას შეუქმნის ტერორიზმთან ბრძოლას. ამასთან, აშშ მოითხოვს, რომ ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებამ არ მისცეს უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტულ ჯგუფებს, მათ შორის ალ-ყაიდას და "ისლამურ სახელმწიფოს".  გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა თქვა, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს აფრიკის მასშტაბით ტერორიზმის საფრთხის ზრდას, და განაგრძობს აფრიკელი პარტნიორებისთვის "კრიტიკული მნიშვნელობის დახმარების გამოყოფას... Читать дальше...

რუსეთი ბარენცის ზღვაში ატარებს უცხოეთის ხომალდების უკუგდების წვრთნებს

Radiotavisupleba.ge 

მიმდინარე თვეში რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი ბარენცის ზღვაში ატარებს წვრთნებს, რომელთა მიზანია იქ არ დაიშვას უნებართვო და უცხოეთის ხომალდები, - წერს სააგენტო Interfax-ი 26 აგვისტოს. გამანადგურებელმა ვიცე-ადმირალმა კულაკოვმა "ივარჯიშა თითქოს შემოჭრილი ხომალდის მოგერიებაში", ზღვაში, არქტიკის ოკეანეში, ნორვეგიისა და რუსეთის ჩრდილოეთის სანაპიროებიდან მოშორებით, - იუწყება Interfax-ი ჩრდილოეთის ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, წვრთნები 10 აგვისტოს დაიწყო. მათი დასრულების თარიღის შესახებ სააგენტო არ იუწყება.

კრემლი: პუტინი არ გაემგზავრება ინდოეთში, დიდი ოცეულის სამიტზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ გაემგზავრება ინდოეთში, 9-10 სექტემბერს დანიშნულ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს. პესკოვის თქმით, პუტინი კონცენტრირებულია "საგანგებო სამხედრო ოპერაციაზე" - როგორც კრემლი უწოდებს უკრაინაში თავისი ძალების შეჭრას. პუტინის სახელზე გაეროს სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ დაპატიმრების ორდერია გაცემული, თუმცა ინდოეთი - ისევე, როგორც აშშ, ჩინეთი და რუსეთი - ამ ორგანიზაციის ხელმომწერი ქვეყანა არ არის. Читать дальше...

ორი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის შეტევას უკრაინის ხარკოვის რეგიონზე

Radiotavisupleba.ge 

აღმოსავლეთ უკრაინიდან 26 აგვისტოს იუწყებიან ორი სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ რუსეთის თავდასხმის შედეგად. ეს მსხვერპლი მოჰყვა ჭურვის მოხვედრას კაფეს შენობაზე სოფელ პოდოლიში, აღმოსავლეთის ხარკოვის რეგიონში - იუწყება ხარკოვის რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი.  პოდოლი მოსკოვის ძალების კონტროლის ქვეშ მოხვდა მალევე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა, თუმცა გასული წლის სექტემბერში ის კიევის ძალებმა დაიბრუნეს.  ბოლო კვირებში რუსეთის არმია ცდილობს წინ წავიდეს ხარკოვის რეგიონის ფრონტზე. Читать дальше...



ყირიმის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა ექვსი ყირიმელი თათარი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მხრიდან დანიშნულმა პოლიციამ 24 აგვისტოს დააკავა ექვსი ყირიმელი თათარი, ტერორისტული ჯგუფის ორგანიზების და მის მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებებით. ბრალდებულთაგან სამი - რუსლან ასანოვი, რემზი ნემეტულაევი და ამეტხან უმეროვი - დე-ფაქტო სასამართლომ 25 აგვისტოს გაგზავნა სიმფეროპოლში, სადაც ისინი სულ მცირე ორი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იქნებიან. სამივე მამაკაცი თავს უდანაშაულოდ აცხადებს. კიდევ სამი - სეიდამეთ მუსტაფაევი, აბდულმეჯით სეიტუმეროვი... Читать дальше...

დრონებით შეტევაზე ცნობების ფონზე, მოსკოვში დროებით დაიკეტა ყველა დიდი აეროპორტი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი იუწყება მოსკოვზე დრონებით მიტანილი კიდევ ერთი იერიშის შესახებ 26 აგვისტოს, რის გამოც დედაქალაქის სამივე დიდ აეროპორტში დროებით შეჩერდა მუშაობა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა ისტრინსკის არეალში, კრემლიდან დასავლეთით, 50-მდე კილომეტრის მოშორებით. მოსკოვის სამმა დიდმა აეროპორტმა - შერემეტიევომ, დომოდედოვომ და ვნუკოვომ - ფრენები რამდენიმე საათით შეწყვიტა, იუწყება სააგენტო TASS-ი. ერთი დღით ადრე დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა... Читать дальше...

ISW: ლუკაშენკა პრიგოჟინის სიკვდილის ფონზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის სიკვდილთან მიმართებით, დააბალანსოს ურთიერთობები კრემლთან და პარალელურად, ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი ქვეყნის შიგნით. ISW-ს ყოველდღიურ ანგარიშში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლუკაშენკას განცხადება ეწინააღმდეგებოდა მანამდე მის მიერ დემონსტრირებულ პოზიციას კრემლსა და პრიგოჟინს შორის წარმატებული გარიგების ხელშეწყობის შესახებ. Читать дальше...

აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავს აღნიშნავენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღნიშნავენ. ცხინვალში აცხადებენ, რომ, შაბათს, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 20-ზე მეტი ოფიციალური დელეგაცია უკვე ჩავიდა. ჩამონათვალში დასახელებულია რუსეთის დუმა, ფედერაციის საბჭო, ნიკარაგუა, დნესტრისპირეთი [მოლდოვის ოკუპირებული რეგიონი], აფხაზეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა [უკრაინის ოკუპირებული ტერიტორია], ყირიმი [უკრაინის ანექსირებული ნახევარკუნძული], ყაბარდო-ბალყარეთი და სხვა. ცხინვალის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით... Читать дальше...

Курс лари на субботу – 2,6299 GEL/$

ИА «Новости-Грузия» 

По сравнению с предыдущим значением курс грузинской национальной валюты повысился на 0,0088 лари по отношению к доллару

ესპანეთში გამწვავდა „კოცნის სკანდალი" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გარშემო

Radiotavisupleba.ge 

25 აგვისტოს ესპანეთის ნაკრების ათობით ფეხბურთელმა უარი თქვა, რომ არ ითამაშებენ შემდგომ მატჩებს, სანამ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლუის რუბიალესი არ დატოვებს თანამდებობას.   რუბიალესმა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის კაპიტანს, ჯენი ერმოსოს, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიის დროს ტუჩებზე აკოცა. 25 აგვისტოს, ადრე, რუბიალესმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომაზე, რამაც გამოიწვია აღშფოთება მოთამაშეებსა და მთავრობის წარმომადგენლებში, რომლებმაც მის ქმედებას მიუღებელი უწოდეს. Читать дальше...

დანიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკირებათ მათ, ვინც წმინდა წიგნებს შეურაცხყოფს

Radiotavisupleba.ge 

დანიის ხელისუფლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემოიღებს წმინდა წიგნების, მათ შორის ყურანის, ბიბლიის და თორას საჯარო დაწვის ან სხვაგვარი შეურაცხყოფისთვის, განაცხადა 25 აგვისტოს განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა.   გადაწყვეტილება დანიაში ყურანის დაწვის რამდენიმე ინციდენტის შემდეგ მიიღეს, რამაც მუსლიმურ ქვეყნებში ძალადობრივი პროტესტი გამოიწვია.   მინისტრის თქმით, მსგავსი ქმედებისთვის გათვალისწინებული იქნება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მან წმინდა წიგნების შეურაცხყოფის აქტებს უწოდა "შეურაცხმყოფელი ქმედებები... Читать дальше...

სოხუმი: აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის საიმედო პარტნიორია

News.ge 

„აფხაზეთის ათასწლეულ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით სადისკუსიო არაფერია. ჩვენს კანონმდებლობაში ეს ნათლად არის ჩაწერილი. აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის საიმედო პარტნიორია“. ამის შესახებ სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელ დღეს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად არის დაძაბული. „რუსეთის ფედერაციასა და კოლექტიურ დასავლეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა. მედიაში გაჟღერებული ზოგიერთი განცხადება... Читать дальше...

მედია: საკრებულომ თბილისში ცათამბჯენების საკითხს მხარი დაუჭირა – რა ხდება ახლა?

News.ge 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ, “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხებოდა დედაქალაქში ცათმბჯენების აშენებას, მათ შორის “სპორტის უნივერსიტეტის” ტერიტორიაზე, “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე და რკინიგზის სადგურთან. ასევე დიდ დიღომში კორპუსების აშენებას. საკრებულო განიხილავდა სხვადასხვა შემთხვევაში ორ – “განაშენიანების რეგულირების გეგმის” დავალებისა და მომზადებული გეგმის შესრულების – საკითხს. პროცედურულად ორივე შემთხვევაში საკრებულოს თანხმობა არის საჭირო. ...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России