Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 14.11.2023

აშშ და დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს უწესებენ „ჰამასს“

Radiotavisupleba.ge 

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციების მესამე რაუნდის შესახებ გამოაცხადეს. პალესტინელთა ექსტრემისტულ დაჯგუფებას სანქციები დაუწესდა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციების სამიზნეა „ჰამასის“ საკვანძო მნიშვნელობის პირები და მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ირანი დახმარებას უწევს „ჰამასს“ და ღაზის სექტორში მოქმედ კიდევ ერთ ექსტრემისტულ ორგანიზაციას, „ისლამურ ჯიჰადს“. სანქციები ეხება „ჰამასის“ ოთხ მაღალი რანგის ლიდერს... Читать дальше...

ღაზის სექტორის ჩრდილოეთი მოსახლეობისგან იცლება, სამხრეთში მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი

Radiotavisupleba.ge 

უკანასკნელ დღეებში 200 ათასამდე პალესტინელმა დატოვა ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და ახლა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება სექტორის სამხრეთში, განაცხადა 14 ნოემბერს გაერომ. ამასობაში ისრაელის თავდაცვის არმია განაგრძობს პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას ღაზაში მდებარე საავადმყოფოების გარშემო, რომლებიც ელექტრომომარაგებისა და სხვა რესურსების დეფიციტს განიცდის. გაეროს თანახმად, ამჟამად მხოლოდ ერთ საავადმყოფოს შესწევს უნარი, მიიღოს პაციენტები. ისრაელმა სამოქალაქო პირებს მოუწოდა... Читать дальше...



აშშ-ის ელჩი ანაკლიის პორტის აშენებაზე: საჭიროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი ​საქართველოში რობინ დანიგანი ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობაზე საუბრობს თავის პირველ ინტერვიუში. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, საჭიროა მთავრობამ ზუსტად იცოდეს, თუ ვისთან აპირებს თანამშრომლობას. "ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. Читать дальше...

აშშ-ის ელჩი ფარცხალაძეზე: სანქცირება მთავრობებისთვის მინიშნებაა გამოძიებაზე

Radiotavisupleba.ge 

ელჩი რობინ დანიგანი თავის პირველ ინტერვიუში განმარტავს, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები. მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ჟურნალისტს ასევე უთხრა, რატომ მოხვდა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი სანქცირებულთა შორის.

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

Radiotavisupleba.ge 

სამშაბათს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადდა საჰაერო განგაში. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, რუსეთის საჰაერო იერიშების დროს ბომბსაცავებს მიაშურონ. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ MiG-31K სამხედრო თვითმფრინავებმა სტარტი აიღეს თავიანთ ბაზებზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს სარაკეტო დარტყმების საშიშროება. ამ განცხადებამდე, ასევე სამშაბათს, გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის სამხრეთში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, საჰაერო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა. Читать дальше...

ფინეთი რუსეთის საზღვარზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის ხელისუფლებამ შესაძლოა დამატებითი ზომები შემოიღოს რუსეთთან საზღვარზე საგუშაგოების ფუნქციონირების შესაზღუდად, მათ შორის ზოგიერთის დახურვის ჩათვლით. ეს გამოწვეულია ბოლო დღეებში შემთხვევების მკვეთრი მატებით, როდესაც მესამე ქვეყნების მოქალაქეები რუსეთიდან ფინეთის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ. ჰელსინკიში მიაჩნიათ, რომ ეს არ არის შემთხვევითობა. ამ დღეებში ფინეთის ხელისუფლებამ უკვე შემოიღო დამატებითი შემზღუდველი ღონისძიება - აკრძალა რუსეთთან საზღვრის გადაკვეთა ველოსიპედით. Читать дальше...



ოპერის თანამშრომლების გაფიცვა მე-12 დღეა გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

უკვე 12 დღე გავიდა, რაც ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაფიცულია.​ თანამშრომლები კვლავ ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ზუსტად ახლა, როცა თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია და შენობის წინაა შეკრებილი, თეატრში  ლუდვიგ მინკუსის ბალეტის "ბაიადერას" პრემიერა იმართება.  თანამშრომლებმა გაფიცვა 3 ნოემბერს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გავიდა მედიაციისთვის გამოყოფილი 21 დღე. თანამშრომელთა გაფიცვის დაწყებას რამდენიმე საათის შემდეგ განცხადებით უპასუხა ოპერისა და ბალეტის თეატრმა. თეატრი მზად არის... Читать дальше...

„არა თხოვდები“? - მარტოხელა ეთეროები ჩვენ მეზობლად

Radiotavisupleba.ge 

ჩემი ქვეყანა „შინაბერას” მეძახის. 30 წლის რომ გავხდი, „გასათხოვარი“ - „გაუთხოვრად“ ვიქეცი. არც ერთი ეს სიტყვა არ მომწონს - მე, უბრალოდ, გადავწყვიტე, მარტო ვყოფილიყავი, მაგრამ ხალხი ფიქრობს, რომ „რაღაც მჭირს“. ხანდახან ვფიქრობ, მართლა ასე ხომ არ არის? მაგრამ აქ კიდევ რა უჭირს, დიდი ქალაქია, გადავწევ ფარდას და აღარაფერი მანაღვლებს. სოფელში, წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ფარდას ტელეფონის კამერა მივუშვირე - გადასაღებად. „არა, რა, არც ეგ გადაიღო. მაგ ყვავილებიანი ფარდით შეიძლება მიცნონ და არა მაქვს მეზობლების თავი. Читать дальше...

გერმანია უკრაინას მიაწვდის 25 ტანკ Leopard 1A5-ს

Radiotavisupleba.ge 

გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინას მიაწვდის 25 ტანკ Leopard 1A5-ს, ხუთ დაჯავშნილ სარემონტო-საევაკუაციო მანქანას და ორ სასწავლო ტანკს. ამის შესახებ სამშაბათს იტყობინება გამოცემა Der Spiegel-ი. შეკვეთის საერთო ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ევროა. ის მოიცავს არა მხოლოდ მიწოდების პაკეტს, არამედ წვრთნის, ლოგისტიკის, სათადარიგო ნაწილების, ადგილზე ექსპლუატაციაში გაშვებისა და შეკეთების ღირებულებას. მიწოდების პაკეტის დაფინანსება ბიუჯეტიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის დაკვეთით. ბუნდესვერმა... Читать дальше...

უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა

Radiotavisupleba.ge 

კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს უკრაინის ომში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი მოხალისის დატყვევების შესახებ. რუსული მედიის ცნობით, ტყვედ არიან აყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში მოხალისედ მებრძოლი გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე. რუსული მედია, რომელიც ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს დაქირავებულებს უწოდებს, ავრცელებს მათი დაკითხვის ვიდეოსაც. ვიდეოს მიხედვითაც შეიძლება ვარაუდი, რომ ისინი რუსულად დაწერილ ტექსტს კითხულობენ. Читать дальше...

ანგარიში: ნაღმები არაპროპორციულად დიდ ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის - უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება კვლავაც დიდ მსხვერპლს იწვევს მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობები უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია. ამ ნაღმებს ხშირად ზიანი მოაქვს კონფლიქტის დასრულების შემდეგაც. ამის შესახებ ლაპარაკია ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციათა ჯგუფის ანგარიშში. ანგარიში Landmine Monitor 2023 14 ნოემბერს გამოაქვეყნა ჟენევაში International Campaign to Ban Landmines-მა - არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალურმა კოალიციამ, რომელსაც Human Rights Watch-ი (HRW) თავმჯდომარეობს. ანგარიშში ნათქვამია... Читать дальше...

თბილისში ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლისას დაიჭრა მშობელი - დაკავებულია ერთი პირი

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი მშობელი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 14 ნოემბერს, დილის საათებში მოხდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის  117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, დაჭრილის მდგომარეობა... Читать дальше...


Музыкальные новости
Юрий Башмет

В Мурманске пройдет очный отбор в юношеский симфонический оркестр Юрия Башмета





Rss.plus
Владимир Путин

А броня, как у вертолета: какие автомобили предпочитает Владимир Путин




Челюсть девушки восстановили по 3D-модели в МОНИКИ

VIP-кремация услуга в Санкт-Петербурге

Дом для переселенцев из аварийного жилья построили в Пушкино

СМИ: Канье Уэст приедет с концертом в Россию




ექსპერტების თქმით, მსოფლიო კლიმატის პოლიტიკის 42 ინდიკატორიდან 41-ში ჩამორჩება

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო 41-ში ჩამორჩება კლიმატის პოლიტიკის 42 ინდიკატორიდან, რომლებიც საჭიროა გლობალური დათბობის შენელებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში State of Climate Action 2023. იმისათვის, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდა შევინარჩუნოთ 1,5°C-ის ფარგლებში, რომელსაც მეცნიერები კრიტიკულად მიიჩნევენ, აუცილებელია 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირება. 2021 წელს თითქმის ორასმა სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, რომ ამას გააკეთებს. ორი წლის შემდეგ, ქვეყნებმა მიაღწიეს საჭირო ტემპს... Читать дальше...

ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა მინსკში ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობაზე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ-ს) მომდევნო სამიტში, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. ფაშინიანმა სამიტზე ჩაუსვლელობის შესახებ განაცხადა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან სატელეფონო საუბარში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა "იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები გაგებით შეხვდებიან მის ამ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში. Читать дальше...

დეპუტატი დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს, მან შესაბამისი განცხადებით საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს უკვე მიმართა. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს პარლამენტის პრესსამსახური. სერგეენკოს მიმართვას კომიტეტი 16 ნოემბერს განიხილავს და ამავე დღეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. პარლამენტმა ერთხელ უკვე უყარა კენჭი სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. საბურთალოს მაჟორიტარისთვის, დავით სერგეენკოსთვის, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილების... Читать дальше...

პუტინმა დაამტკიცა ცვლილებები პრეზიდენტის არჩევნების კანონში, რითაც კიდევ უფრო იზღუდება მედიის მუშაობა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების კანონში, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა ფედერალურ კანონთან "მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ".  დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, განმარტავს საომარი მდგომარეობის დროს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პროცედურას. კერძოდ, ცესკომ შესაძლოა არჩევნები გადადოს, თუ მისი მომზადება და ჩატარება რუსების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს. საომარი მდგომარეობა ამჟამად გამოცხადებულია... Читать дальше...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის შეხვედრის შესახებ. ამ შეხვედრაზე ნათია სულავამ ჭოუ ციენთან განიხილა სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ფიქრობდა რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების გასამართლებაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის ელჩს განუმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილის პასუხი, როცა ამბობს, რომ გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა... Читать дальше...



Москва

В Москве в 12-й раз пройдет фитнес-фестиваль «ФитЭкспо 2024»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: внимание Путина к Москве дорогого стоит



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Певица

Певица Кристина Орбакайте показала фото с мужем из путешествия по Италии




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве в 12-й раз пройдет фитнес-фестиваль «ФитЭкспо 2024»

В 6-м туре женского «командника» в Сочи шахматная сборная Москвы разгромила краснодарок, а «Сима-ленд» справилась с Татарстаном

Канье Уэст летом выступит с концертом в России


Елена Рыбакина

Первая ракетка мира расплакалась после финала турнира с участием Рыбакиной



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Зенит

Экс-футболист Деменко: в матче "Зенита" и ЦСКА в Кубке нет фаворита



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России