Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 26.11.2023

ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მარშში, რომელიც კვირას, 26 ნოემბერს ლონდონში გაიმართა. ორგანიზატორებმა მსვლელობა ჩაიფიქრეს პალესტინელების მხარდასაჭერად ევროპის ქალაქებში, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გამართული მრავალათასიანი აქციის ფონზე. ლონდონში წინა დღეს, დაახლოებით 45 ათასი ადამიანი შეიკრიბა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის საწინააღმდეგო აქციაზე. კვირას ლონდონში გამართული მარშის მონაწილეებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები წარწერით „ბრიტანელები ებრაელების... Читать дальше...

“ჰამასმა” კიდევ 17 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 14 ისრაელელი

Radiotavisupleba.ge 

კვირას, 26 ნოემბერს, „ჰამასმა“ წითელ ჯვარს გადასცა ისრაელის კიდევ 14 მოქალაქე, ასევე სამი უცხოელი მძევალი, რომლებიც ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს ისრაელზე თავდასხმის დროს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა წითელი ჯვრის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში.პალესტინური ჯგუფი „ჰამასი“ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია თავად „ჰამასის“ თქმით, რომელსაც Reuters-ი ციტირებს, ჯგუფმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა 13 ისრაელი, სამი ტაილანდელი და კიდევ რუსული პასპორტის მქონე ერთი მძევალი . Читать дальше...

ირანში სიკვდილის დასაჯეს მკვლელობისთვის ბრალდებული 17 წლის ბიჭი

Radiotavisupleba.ge 

ირანში ჩამოახრჩვეს 17 წლის ბიჭი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის ჩადენისთვის. ნორვეგიაში მოქმედი ირანის ადამიანი უფლებათა ჯგუფის (IHR) ცნობით ჰამი რეზა აზარი 24 ნოემბერს ჩამოახრჩვეს. „მის მიერ იძულების გზით მიღებული აღიარების შესახებ სახელმწიფო მედიის ცნობაში აზარის ასაკად მითითებულია 18 წელი“, - აღნიშნავს ირანის ადამიანი უფლებათა ჯგუფი. სააგენტო „ტასიმის“ 17 წლის ახალგაზრდა „ღირსების მკვლელობისთვის“ გაასამართლეს. ამ წლის განმავლობაში ირანში მრავალჯერ მოიყვანეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი... Читать дальше...

რთული ოპერატიული ვითარების გამო ქალაქ ავდეევკიდან გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია

Radiotavisupleba.ge 

ქალაქ ავდეევკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვიტალი ბარაბაში აცხადებს, რომ 26 ნოემბრის მონაცემებით, ავდეევკაში რჩება 1336 ადამიანი, რომლებშც რუსეთის მხრიდან თავდასხმების საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. "ევაკუაცია გრძელდება. წასვლის მსურველთა რიცხვი გარკვეულწილად შემცირდა. დღეს ოთხი ადამიანი გამოიყვანეს. დღესდღეობით ქალაქში 1336 ადამიანი რჩება. მაგრამ როგორც ჩანს, ხვალისთვის ცოტა მეტი ევაკუაცია იგეგმება. ჩვენ გადავხედავთ უსაფრთხოების კომპონენტს, რადგან მტერი ამინდის პირობების მიუხედავად კიდევ... Читать дальше...

რუსეთმა S-400 სისტემები კალინინგრადიდან უკრაინაში გადაიტანა - ბრიტანეთის დაზვერვა

Radiotavisupleba.ge 

"მნიშვნელოვანი დანაკარგების" გამო რუსეთმა S-400 სტრატეგიული სისტემები კალინინგრადიდან უკრაინის ფრონტზე გადაიტანა, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთი კალინინგრადს მიიჩნევს "ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მგრძნობიარე რეგიონად", მათ შორის იმიტომ, რომ "ის სამი მხრიდან ესაზღვრება ნატოს წევრ ქვეყნებს". ამიტომ, კალინინგრადიდან S-400 სისტემების მოძრაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამბობენ დაზვერვის თანამშრომლები. "ის ფაქტი, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო... Читать дальше...

აშშ-ს სურს დაარწმუნოს თურქეთი, შეუერთდეს რუსეთისა და „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

ფინანსური დაზვერვისა და კონტრტერორიზმის საკითხებში აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბრაიან ნელსონი ეწვევა ანკარას, რათა დაარწმუნოს თურქეთი მხარი დაუჭიროს სანქციებს რუსეთისა და პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ადრე აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიებში შეიყვანა ის თურქული კომპანიები, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას... Читать дальше...

რუსეთში "მეტას" პრესსპიკერს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა, „ტერორიზმის წახალისების“ ბრალდებით, დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ფეისბუკისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანიის - „მეტას“ კომუნიკაციების დირექტორ ენდი სტოუნს და ძებნილად გამოაცხადა.



წუხელ რუსეთის თავზე სულ მცირე 20 დრონი ჩამოაგდეს. სობიანინი ამბობს, რომ მიზანი იყო მოსკოვი

Radiotavisupleba.ge 

კვირას ღამით რუსეთის ცენტრალურ რეგიონებზე 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ დაესხნენ მოსკოვის, ტულას, კალუგას, სმოლენსკისა და ბრიანსკის რეგიონებს.  ტულაში თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, დააზიანა ბინის აივანი დააზიანა და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია. სამ ადამიანს მინის ფრაგმენტებისგან მიღებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ტელეგრამის არხ „შოთ 60“-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ევაკუირებულია იმ სადარბაზოს 60 მაცხოვრებელი... Читать дальше...

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 უცხოელი მძევალი გაათავისუფლა

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მიერ ტერორისტულად აღიარებულმა მოძრაობა „ჰამასმა“ შაბათ საღამოს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 17 ადამიანი გადასცა საერთაშორისო წითელ ჯვარს. სანაცვლოდ, ისრაელმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 39 პალესტინელი გაათავისუფლა. გაცვლა დაგეგმილი იყო შუადღისას, მაგრამ მძევლების გაცვლა განხორციელდა მხოლოდ ადგილობრივი დროით 23.00 საათისთვის. შუამავალი ქვეყნების, კატარის და ეგვიპტის გარდა, შაბათს მოლაპარაკებებს შეუერთდნენ თეთრი სახლი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. Читать дальше...

27 ნოემბერს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, თოვლი და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო

Radiotavisupleba.ge 

გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი, ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი. სააგენტოს გაფრთხილების თანახმად, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო  გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო... Читать дальше...

კოვიდზე მკურნალობისას გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ექიმს გირაო შეუფარდეს

Radiotavisupleba.ge 

ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს 12 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. შსს-სა და პროკურატურის თანახმად, 2021 წლის 11 აგვისტოს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს კოვიდით დაინფიცირებული პაციენტი, ვახტანგ ჩარკვიანი. გამოძიების ვერსიით, კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი... Читать дальше...

სოფელ აძვში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალების  მიერ გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები  ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, ე.წ. სასამართლოს გამართვის მოლოდინში არიან. ამის შესახებ  მათი ნათესავები საუბრობენ.

სომხეთმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

Radiotavisupleba.ge 

შაბათს, 25 ნოემბერს, სომხეთმა და საუდის არაბეთმა ოფიციალურად დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რითაც დასრულდა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი პოლიტიკა, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა.

სკოლის ბუფეტებში შოკოლადი, ჩიფსები და სხვა არაჯანსაღი პროდუქტები აიკრძალა - სამინისტრო

Radiotavisupleba.ge 

სკოლის ბუფეტებში შოკოლადის, ჩიფსების, კანფეტებისა და სხვა არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა.

რუსეთისგან ჩვენი ხალხის დასაცავად ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება - ზელენსკი ზურაბიშვილს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჰოლოდომორის შესახებ X-ზე პოსტის პასუხად აღნიშნა, რომ საქართველომ და უკრაინამ მოსკოვის აგრესიის გამო ბევრი ტკივილი გამოიარეს და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 25 ნოემბერს, - ნოემბრის მეოთხე შაბათ დღეს, - ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით, პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) დაწერა, რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. „სოლიდარობით განმსჭვალულები, ჰოლოდომორის მოსაგონარ დღეს, პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. Читать дальше...

რუსეთმა კვლავ შეუტია დრონებით უკრაინის ქალაქებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს საღამოს რუსმა სამხედროებმა კვლავ შეუტიეს დამრტყმელი დრონებით უკრაინის ქალაქებს.  საჰაერო ძალებმა შაბათს საღამოს განაცხადეს ზაპოროჟიეს რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის საფრთხის შესახებ.  21: 15 საათზე უპილოტო საფრენი აპარატების გამო ენის გამო, უკრაინის საჰაერო ძალებმა განგაში გამოაცხადეს ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონების საზღვარზე. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფი დნეპროპეტროვსკის რეგიონის გავლით პოლტავას რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა. Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России