Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2023

Новости за 11.11.2023

ნეთანიაჰუ უარყოფს მზარდ მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისკენ

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 11 ნოემბერს უპასუხა მზარდ მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და განაცხადა, რომ ისრაელის ომი ღაზის მმართველი "ჰამასის" გასანადგურებლად "მთელი ძალით" გაგრძელდება. "ჰამასს" ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება ღაზაში ექსტრემისტების მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი, თქვა ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლაში. მისი თქმით, ომის შემდეგ ღაზა დემილიტარიზებული იქნება და ისრაელი იქ შეინარჩუნებს კონტროლს უსაფრთხოებაზე.

რუსეთის რიაზანის რეგიონში რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი, ეჭვობენ საბოტაჟს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებით, სავარაუდოდ საბოტაჟის შედეგად 11 ნოემბერს დილით რიაზანის რეგიონში რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი 19 ვაგონით, რის შედეგადაც დაშავდა რკინიგზის ერთი თანამშრომელი. ადგილობრივმა ხალხმა მედიას უთხრა, რომ აფეთქების ხმა გაისმა ცოტა ხნით ადრე, სანამ სასუქებით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდოდა რიბნოესთან, მოსკოვიდან 200-მდე კილომეტრის მოშორებით სამხრეთაღმოსავლეთის მიმართულებით. ოფიციალური პირების ცნობით, დაშავდა მატარებლის გამცილებლის მოადგილე და მას საავადმყოფოში მკურნალობენ. Читать дальше...

არაბი და მუსლიმი ლიდერები ითხოვენ ღაზაში ომის დაუყოვნებელ დასრულებას

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთი და სხვა მუსლიმური ქვეყნები 11 ნოემბერს გამოვიდნენ მოწოდებით დაუყოვნებლივ დასრულდეს ღაზაში სამხედრო ოპერაცია და უარყვეს ისრაელის არგუმენტი, რომ პალესტინელთა წინააღმდეგ მისი ქმედებები თავდაცვას წარმოადგენს. ერ-რიადში გამართული ისლამური-არაბული სამიტის მონაწილეებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდეს გამოიძიოს "ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, რომლებსაც ისრაელი სჩადის" - ვკითხულობთ შეხვედრის საბოლოო დოკუმენტში. ახლო აღმოსავლეთში უკიდურესი დაძაბულობაა მას მერე... Читать дальше...



უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევის პირობებში ვითარება რთულია სამხრეთსა და აღმოსავლეთში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის არმია 11 ნოემბერს, გვიან საღამოს აცხადებს, რომ ვითარება "რთული რჩება" ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, და რომ რუსეთი ახორციელებს ათობით საჰაერო და სარაკეტო თავდასხმას - იმ ფონზე, როცა უკრაინამ აღნიშნა სტრატეგიული ქალაქის, ხერსონის გათავისუფლების პირველი წლისთავი.  უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბის განცხადებით, რუსეთის ძალებმა დღის განმავლობაში განახორციელეს 41 საჰაერო და 44 სარაკეტო დარტყმა, "ჩვენი სამხედროების პოზიციების და დასახლებული ადგილების წინააღმდეგ". არმიის ცნობით, დარტყმების... Читать дальше...

პარიზში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პალესტინელთა მხარდასაჭერ დემონსტრაციაში

Radiotavisupleba.ge 

პარიზში, 11 ნოემბერს რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო მოწოდებით "შეაჩერეთ ხოცვა-ჟლეტა ღაზაში". მემარცხენე ორგანიზატორებმა საფრანგეთს მოუწოდეს, "მოითხოვოს დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა" ისრაელსა და "ჰამასის" წევრებს შორის. "მე პალესტინის საქმის მხარდასაჭერად მოვედი, ღაზაში ცეცხლის შესაწყვეტად", თქვა ინჟინერმა აჰლემ ტრიკიმ, რომელსაც პალესტინის დროშა ჰქონდა მხრებზე მოფარებული. ისრაელის ოფიციალური პირების თანახმად, 7 ოქტომბერს, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად, ისრაელში დაიღუპა 1200 ადამიანი... Читать дальше...

რუსეთის განათლების სამინისტრომ კადიროვს ისტორიის გასწორებული სახელმძღვანელო წარუდგინა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი ჩეჩნეთში ჩავიდა და პირადად განიხილა რესპუბლიკის მეთაურთან, რამზან კადიროვთან, ისტორიის განახლებული სახელმძღვანელო უფროსკლასელებისთვის. ადრე სახელმძღვანელოში ეწერა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეპრესირებული ხალხები და ყირიმელი თათრები ჰიტლერული გერმანიის საოკუპაციო ჯარებთან თანამშრომლობდნენ. კრავცოვთან შეხვედრის შესახებ კადიროვმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა. "სერგეი კრავცოვმა წარმომიდგინა ხელახლა გამოცემული სახელმძღვანელო მე-10 კლასელებისთვის. მასში ახლა... Читать дальше...

Pegasus ქუთაისის აეროპორტიდანაც იფრენს

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი იწყებს, აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.  რეისები სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით 2 დეკემბრიდან, კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.  Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან რამდენიმე წელია ასრულებს ფრენებს.

თურქეთი ითხოვს საერთაშორისო კონფერენციას, ახლო აღმოსავლეთში მუდმივი მშვიდობის მისაღწევად

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მოწვეულ უნდა იქნას საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის საბოლოოდ გადასაწყვეტად. ერდოანი სიტყვით გამოვიდა ერთობლივ ისლამურ-არაბულ სამიტზე საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სადაც შეიკრიბნენ სახელმწიფო ლიდერები და მოუწოდეს ისრაელს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ღაზაში. Reuters -ის თანახმად, თურქეთი, რომელმაც მკვეთრად გაამძაფრა თავისი კრიტიკა ისრაელის მიმართ ღაზაში გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე... Читать дальше...



ხორვატიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ავტროავარიის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი სერიოზულად დაშავდა 11 ნოემბერს მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ხორვატიის თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ტელევიზია HRT იტყობინება, 44 წლის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი მართავდა მანქანას, რომელიც მიკროავტობუსს შეეჯახა. მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. "სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს", განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, მარკო მილიჩმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). AP-ის ცნობით... Читать дальше...

არაბულ-ისლამური სამიტმა უარყო ღაზაში ომის გამართლება, როგორც ისრაელის თავდაცვა

Radiotavisupleba.ge 

არაბულ-ისლამურმა სამიტმა, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა 11 ნოემბერს, მოწოდება გამოთქვა, დასრულდეს ღაზაში ომი და უარყო თავდაცვის მოტივით ისრაელის ქმედებების გამართლება პალესტინელების წინააღმდეგ, იუწყება Reuters-ის სააგენტო. სამიტმა დაგმო "ისრაელის აგრესია ღაზის სექტორში, ომის დანაშაულები და ბარბაროსული და არაადამიანური ხოცვა-ჟლეტა საოკუპაციო მთავრობის მიერ", ნათქვამია საბოლოო კომუნიკეში. კომუნიკეში ასევე გამოთქმულია მოწოდება ღაზის სექტორის ალყის დასრულების, ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების... Читать дальше...

„პუტინის საყვარელი ოლიგარქი“ „ლიბერთისა“ და ეროვნულ ბანკს უჩივის - სანქციების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

„ვლადიმირ პუტინის საყვარელი ოლიგარქი“ ალიშერ უსმანოვი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, ქართულ „ლიბერთი ბანკსა“ და ცენტრალურ ბანკს სანქციების „ზედმეტად მკაცრად აღსრულების“ გამო უჩივის და ხუთ მილიონ ევროზე წვდომის აღდგენას ითხოვს.

ლონდონის პოლიციამ პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციის მოწინააღმდეგე 82 პირი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

ლონდონის პოლიციამ 82 პირი დააკავა ლონდონის ცენტში პიმლიკოს რაიონში, რათა თავიდან აეცილებინა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ეს იყო პალესტინელთა მომხრეების მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ მიეღწიათ მთავარი დემონსტრაციის ადგილამდე. პოლიციის თანახმად, ის გააგრძელებს ზომების მიღებას, რათა თავიდან აიცილოს არეულობა, რომელიც ალბათ მოხდება. ათეულათასობით ადამიანი მონაწილეობს ლონდონის საპროტესტო მსვლელობაში, რომლებიც პალესტინელების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. Читать дальше...

პრეზიდენტის აზრით, პუტინის გასამართლება არარეალურია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გასამართლება არარეალურია. „ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ თუ არა, რომ ეს რეალისტურია - არა“, - ეუბნება ზურაბიშვილი ფრანგულ ტელეარხ LCI-ს და ამატებს: „იმიტომ, რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება. არ ვართ ალისას [საოცრებათა] სამყაროში“. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში დასრულდება მოლაპარაკებით... Читать дальше...

რუსეთის ქალაქ რიაზანთან ვაგონები რელსებიდან გადავიდა, კოტოვსკში ხანძარი გაჩნდა დენთის ქარხანაში

Radiotavisupleba.ge 

11 ნოემბრის დილით, რუსეთის რიაზანის რეგიონის ქალაქ რიბნის მახლობლად, სატვირთო მატარებლის 19 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად მემანქანის თანაშემწემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, იუწყება „მოსკოვის რკინიგზა“. კომპანიამ წინასწარ მიზეზად „გარე პირების ჩარევა“ დაასახელა. ადგილობრივები წერენ, რომ ვაგონების გასვლამდე აფეთქების ხმა გაიგეს, იტყობინება „ფრთხილად, ახალი ამბები“. რკინიგზის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარემოს საფრთხე არ ემუქრება და მომხდარი არ მოქმედებს მატარებლების მოძრაობაზე. Читать дальше...

პირველად ბოლო კვირებში რუსეთმა იერიში მიიტანა კიევზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დედაქალაქის სამხედრო მმართველობის მეთაურის, სერჰი პოპკოს ინფორმაციით, დილით ადრე კიევის საჰაერო სივრცეში ანტისარაკეტო თავდაცვამ ერთი რაკეტა ჩამოაგდო და გადაიტაცა. მისი თქმით, მსხვერპლი და ზარალი თავდასხმას არ მოჰყოლია. უკრაინის დედაქალაქში 11 ნოემბერს დილით საჰაერო თავდასხმის სიგნალების ხმა ისმოდა და იყო რამდენიმე ძლიერი აფეთქება, რასაც ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო უკავშირებს იმ ფაქტს, რომ საჰაერო თავდაცვა კიევის მახლობლად მოქმედებდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა... Читать дальше...

BMW-ს, სუბარუსა და პორშეს მძღოლებისგან „ავარიის ალბათობა მეტია“ - კვლევა

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული სამეფოს 400 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ავტომობილების გარკვეული ბრენდები შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო აგრესიულ მართვასთან. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სუბარუს, პორშეს და BMW-ს მძღოლები უფრო მეტად იყვნენ ჩართული სარისკო მანევრებში - სიჩქარის გადაჭარბება, წითელ შუქზე გავლა, გასწრება უწყვეტ ხაზებზე ან ქვეითთა გადასასვლელის იგნორირება - ვიდრე Skoda-ს ან Hyundai-ს მძღოლები. „ირჩევენ თუ არა აგრესიული მძღოლები გარკვეულ მანქანებს, თუ ბრენდები... Читать дальше...

„ტომ სოიერის“ გაგრძელება, ჭკვიანი კატა შერეკილი პატრონით და კრუიფის ფეხბურთი - თბილისში წიგნის ბაზრობა იმართება

Radiotavisupleba.ge 

10-12 ნოემბერს თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში წიგნის ბაზრობა იმართება. ბაზრობაზე ქართული გამომცემლობები მონაწილეობენ. ამ დღეებში მკითხველს შეუძლია წიგნები იაფად შეიძინოს. წიგნების ბაზრობებისთვის გამომცემლობები მკითხველს ტრადიციულად ახალ წიგნებსაც სთავაზობენ. „სულაკაურმა“ დაბეჭდა ჯონ სტაინბეკის „ედემის აღმოსავლეთით“ და „ტორტილა ფლეტი“. გამოსცა ზაირა არსენიშვილის კიდევ ერთი და ბოლო წიგნიც: „ერთსა კაცსა ბლისკინელსა“. ზაირა არსენიშვილი საბჭოთა პერიოდის მწერალია, მაგრამ რადგანაც მუდმივად საბჭოთა რეპრესიებზე წერდა... Читать дальше...

უკრაინის მთავრობამ პუშკინის, ასევე სხვა ბევრი ძეგლის დემონტაჟის ნებართვა გასცა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მთავრობამ რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის, ასევე კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში არსებული რუსეთისა და საბჭოთა კავშირის არაერთი მოღვაწის ძეგლების დემონტაჟის ნებართვა გასცა, იტყობინება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახური. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრიდან ამოიღეს კიევში, ბერესტეისკის გამზირზე მდებარე ალექსანდრ პუშკინის ძეგლი, ტარას შევჩენკოს ბულვარზე ბოლშევიკ ნიკოლაი შჩორსის ძეგლი, ასევე... Читать дальше...


Музыкальные новости
Владимир Спиваков

Фестиваль «Владимир Спиваков приглашает...» пройдет в Омске в 12-й раз





Rss.plus
Никол Пашинян

Никол Пашинян наговорил перед разговором // Премьер-министр Армении и президент России обсудят двусторонние разногласия




Свердловский истеблишмент продолжил многолетнюю традицию накануне Дня Победы. ФОТО

Депутаты Госдумы прокомментировали инаугурацию Владимира Путина

Психолог Чудова: на свадьбе не стоит концентрироваться на недостатках

Теория заговора о спецслужбах США оказалась правдой




გოლეთიანი: რაჭის ტყეებზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პროტესტი თბილისში გაგრძელდება

Radiotavisupleba.ge 

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ვრცელ ტყეებზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პროტესტი რაჭიდან თბილისში გადაინაცვლებს.  „მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდგათ ეს კარავი თბილისში [გარემოს დაცვის] სამინისტროსთან“, განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა 11 ნოემბერს ამბროლაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე და დაამატა: „ყველა შესასვლელთან დავდგამთ ამ კარავს, და შევავიწროვებთ, სანამ არ შესრულდება მოთხოვნები“. ერთ თვეზე მეტია, რაჭაში აქტიურად აპროტესტებენ რეგიონის ტყეების 105 ათასამდე... Читать дальше...

ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება ღაზაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო, საომარი მოქმედება გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

იზრდება საერთაშორისო ზეწოლა ისრაელზე, მათ შორის უახლოესი მოკავშირის, აშშ-საგან, მოთხოვნით, მეტ ძალისხმევას მიმართოს სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის ზრდისა და საავადმყოფოების მახლობლად და მათ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე. ღაზის სამედიცინო სფეროს მუშაკთა მონაცემებით, ბოლო ხუთ კვირაში ღაზის სექტორში დახოცილ მოქალაქეთა რიცხვმა 11 ათასს მიაღწია. 10 ნოემბერს, ინდოეთში ვიზიტად ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა... Читать дальше...

სად ვნახოთ? - „ანიხა“, ფილმი, რომელმაც ორად გაყო აფხაზებიც და ქართველებიც   

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვით განიხილეს აფხაზურ სალოცავებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ანიხა“. აფხაზების ერთი ნაწილი იმით აღშფოთდა, რომ აფხაზური კულტურის შესახებ ფილმის გადაღებაში ქართული მხარე მონაწილეობდა.

გურიაში მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი დააკავეს მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

ლონდონში პალესტინელთა მომხრეების უზარმაზარ დემონსტრაციას მოელიან

Radiotavisupleba.ge 

პალესტინელების მომხრე ასეულ ათასი დემონსტრანტის მონაწილეობას მოელიან მსვლელობაში, რომელიც ლონდონში გაიმართება 11 ნოემბერს. მოსალოდნელ მსვლელობას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უწოდა „უპატივცემულო“, რადგან ის შიშობს, რომ დემონსტრაციამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ძალადობას ამ დღეს, რომელიც ომის ვეტერანებს ეძღვნება. Reuters-ის ცნობით, „ეროვნული მსვლელობა პალესტინისთვის“ უკვე მეოთხე აქციაა, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში იმართება ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ. ამ ქვეყნის მინისტრებმა განაცხადეს... Читать дальше...



Москва

Концерт "Две музы"


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал, как офсетные контракты развивают фармотрасль Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт "Восхождение к Ноеву Ковчегу" пройдет в зале "Святодуховский" 30 мая




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Что произошло 8 мая в истории Якутии

Канье Уэст летом выступит с концертом в России

Боевые приобретения. Настоящий праздник мужественности прошел в Москве


Андрей Рублёв

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Москве в 12-й раз пройдет фитнес-фестиваль «ФитЭкспо 2024»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России