Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2025

Новости за 01.01.2025

რუსთაველის გამზირი 1 იანვარსაც გადაიკეტა - პარლამენტთან პროევროპული აქციები გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პარლამენტთან, რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. პროევროპულ აქციაზე, რომლის მთავარი მოთხოვნაც ახალი არჩევნების გამართვაა, მოქალაქეები 2025 წლის პირველ დღესაც შეიკრიბნენ.

პოლონეთმა უნგრეთი შეცვალა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლში

Radiotavisupleba.ge 

2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი შეუდგა ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობების შესრულებას, ნახევარი წლის ვადით.  პოლონეთმა ამ როლში უნგრეთი შეცვალა. პოლონეთის ევროკავშირის საქმეების მინისტრი, ადამ შლაპკა აცხადებს, რომ ვარშავის თავმჯდომარეობის მთავარი პრინციპი იქნება "უსაფრთხოება, ევროპა". პოლონეთი გეგმავს კონცენტრაციას უსაფრთხოების შვიდ ასპექტზე: საგარეო, საშინაო, საინფორმაციო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, საკვების წარმოებისა და ჯანდაცვის სფეროებზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ბოლო თვეებში აცხადებდა... Читать дальше...

დღეიდან სიგარეტზე აქციზის ფასი იზრდება

Radiotavisupleba.ge 

2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული აქციზი (გადასახადი) ძვირდება. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო, დოკუმენტს ხელი კი მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.

Астрономический календарь: какие яркие явления подарит небо в 2025 году?

ИА «Новости-Грузия» 

Астрономический календарь 2025 года богат яркими небесными явлениями – в течение 12 месяцев необъятная вселенная порадует землян сказочными звездопадами, мистическими суперлуниями, а также волшебными солнечными и лунными затмениями

უნგრეთმა ევროკავშირის დაფინანსებიდან დაკარგა 1 მილიარდი ევრო

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთს ოფიციალურად ეთქვა უარი 1 მილიარდ დოლარზე ევროკავშირის დაფინანსებიდან - ეს თანხა ბლოკმა გაყინა კორუფციის შესახებ ბრალდებების გამო. ეს ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირმა 31 დეკემბერს, საღამოს დაადასტურა, არის პირველი ასეთი ზომა, რომელსაც ბლოკი თავისი წევრის მიმართ გაატარებს. ბუდაპეშტს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია. ეს ფული იყო ნაწილი უფრო დიდი თანხისა, 19 მილიარდი ევროსი - რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს გაიყინა, როცა ბრიუსელმა "პირობითობის" პროცესის გატარება დაიწყო უნგრეთის მიმართ. Читать дальше...

ახალი ორლეანის მერი "ტერორისტულ თავდასხმას" უწოდებს ახალი წლის დილას მომხდარ შემთხვევას, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში, ქალაქ ახალი ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა ახალი წლის დილას მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც დაიღუპა 10 ადამიანი, დაიჭრა 30 პირი - იუწყება სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP). ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) იძიებს ოთხშაბათს დილით მომხდარ ინციდენტს - როცა ახალი წლის პირველ საათებში მანქანა შეეჯახა ქალაქის ცნობილ ქუჩაზე, Canal and Bourbon Street-ზე თავშეყრილ ხალხს. AP ავრცელებს FBI-ის ახალი ორლეანის ოფისის წარმომადგენლის, ალეთეა დანკანის სიტყვებს - რომ... Читать дальше...

მსხვერპლი მოჰყვა ახალი წლის ღამით რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშს

Radiotavisupleba.ge 

1 იანვრის დილას რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიევზე მიიტანეს იერიში. ნაწილობრივ დაინგრა პეჩერსკის რაიონის ერთ-ერთი სახლის ზედა ორი სართული, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, დაიღუპა ორი ადამიანი. ტკაჩენკო აცხადებს, რომ სამაშველო ოპერაცია კვლავაც გრძელდება. ბოლო მონაცემებით, დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი - იუწყება გენერალური პროკურატურის ოფისი. ორი დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დრონის ნამსხვრევები დაეცა დაუსახლებელ სახლზეც... Читать дальше...



გორის მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს სასმელი წყლის გარეშე შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

გორის მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს სასმელი წყლის გარეშე შეხვდა. ვერხვების დასახლებას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. ადგილობრივი მოსახლეობა წყლის მოთხოვნით მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს, თუმცა წყალმომარაგების კომპანია მათ ვერ ეუბნება, როდის განახლდება წყლის მიწოდება.

1 იანვრიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშეა შესაძლებელი

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს პოლიციაში სამუშაოდ ადამიანები კონკურსის გარეშე დაასაქმოს. კანონი, რომელიც სამინისტროს ამ უფლებას აძლევს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო.

1 იანვრიდან „გაზპრომმა“ შეაჩერა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ მოსკოვის დროით დილის 8 საათზე შეაჩერა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. კიევმა დაადასტურა რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება. „ეს ისტორიული მოვლენაა, რუსეთი კარგავს ბაზრებს, ის ფინანსურ ზარალს განიცდის“, განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ. ეს ნაბიჯი გადაიდგა „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, ნათქვამია განცხადებაში. კიევმა მანამდე უარი თქვა სატრანზიტო ხელშეკრულების... Читать дальше...

В Грузии выросли пенсии

ИА «Новости-Грузия» 

В Грузии пенсия по возрасту полагается женщинам с 60 лет и мужчинам с 65 лет

ვინ მონაწილეობდა თბილისის მერიის საახალწლო კონცერტში - სია

Radiotavisupleba.ge 

წელს თბილისის მერიის საახალწლო კონცერტი მხოლოდ ტელემაყურებლებისთვის გაიმართა. საკონცერტო სივრცედ თბილისის ცერემონიების სასახლე (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში) გამოიყენეს.

ზელენსკის თქმით, მას სწამს, რომ ტრამპს „სურს და შეუძლია“ უკრაინაში მშვიდობის დამყარება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სურს და შეუძლია“ უკრაინაში მშვიდობის დამყარება და „პუტინის აგრესიისთვის ბოლოს მოღება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვაში. „პირველი შეუძლებელია მეორის გარეშე, რადგან ეს არ არის ქუჩის დაპირისპირება, სადაც თქვენ უნდა დააშოშმინოთ ორი მხარე“, - თქვა ზელენსკიმ. „ეს არის შეშლილი სახელმწიფოს სრულმასშტაბიანი აგრესია ცივილიზებულის წინააღმდეგ. და მე მწამს, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად გვაქვს ეს ძალა, რომ რუსეთს იძულებით დავითანხმოთ სამართლიან მშვიდობაზე“. Читать дальше...

ახალი წლის ღამით რუსეთმა კიევზე დრონებით მიიტანა იერიში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა 1 იანვარს დილით კიევს შეუტიეს. პეჩერის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია საცხოვრებელი სახლის ზედა ორი სართული. უკანასკნელი მონაცემებით, დაშავდა ექვსი ადამიანი, ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ „რბკ-უკრაინა“ იტყობინება დედაქალაქის მერზე, ვიტარი კლიჩკოზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით, დრონის ნამსხვრევები ასევე დაეცა არასაცხოვრებელ შენობას, საცხოვრებელი სახლის სახურავზე და ერთ-ერთ ბინაში კი ხანძარი გაჩნდა. როგორც იტყობინებიან, ხანძარი გაჩნდა პეჩერის რაიონში მდებარე ეროვნული ბანკის კორპუსის სახურავზე. Читать дальше...

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონაში შევიდნენ

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. 1 იანვრიდან გაუქმდა შემოწმება ამ ქვეყნებსა და შენგენის ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს შორის საზღვრებზე. ამგვარად, მგზავრებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შევლენ უნგრეთსა და საბერძნეთში, აღარ დასჭირდებათ საბუთების წარდგენა. ევროპის კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა შესაბამისი გადაწყვეტილება თითქმის სამი კვირის წინ მიიღეს, მას შემდეგ, რაც ავსტრიამ მოხსნა შენგენის ზონის გაფართოებაზე თავისი ვეტო. Читать дальше...

კონგრესმენი უილსონი ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს. წერილი, რომელიც უილსონმა 30 დეკემბერს სახელმწიფო მდივნის კანდიდატს სენატორი მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის წარმომადგენელს მაიკლ უოლტსს გაუგზავნა ამერიკულმა Fox News-მა მოიპოვა. „მე ვაფასებ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა სხვადასხვა საკითხებზე... Читать дальше...


Музыкальные новости




Rss.plus





1 იანვრიდან კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო

Radiotavisupleba.ge 

2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტროები იყოფა.

1 იანვრიდან პარლამენტარების ხელფასი 2,5-ჯერ გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასი 2,5-ჯერ იზრდება.

Курс лари на среду– 2,8138 GEL/$1

ИА «Новости-Грузия» 

По сравнению с предыдущим значением курс грузинской национальной валюты понизился на 0,007 лари по отношению к доллару

ჰოროსკოპის ნიშნების მარში - არასერიოზული საკითხავი

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლება საახალწლო ასტროლოგიურ „პროგნოზს“ ტრადიციულად უკუღმა გთავაზობთ. როგორ იქცეოდნენ 2024 წელს ასტროლოგიური ნიშნები? თქვენ იცით, რომ მთელი წელი და განსაკუთრებით ბოლო თვეები, ყველა რაღაცას აპროტესტებდა, მათ შორის ჰოროსკოპის ნიშნებიც.




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России