Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2025

Новости за 05.01.2025

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად გაიკეთეს პირბადეები

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად გაიკეთეს პირბადეები. მათი თქმით, ეს არის ერთგვარი აქცია-პერფორმანსი იმ „უსამართლო და უგუნური“ კანონის წინააღმდეგ, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალათ. გასული წლის ბოლოს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო კანონები, რომლებიც, სხვათა შორის, კრძალავს აქციებზე ნიღბების გამოყენებას. კვირას, საქართველოს პარლამენტის წინ უწყვეტად მიმდინარე პროევროული აქციების 39-ე დღეს, ხალხმა ისევ გადაკეტა რუსთაველის გამზირი. Читать дальше...

დააპატიმრეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ტირან ხაჩატრიანი ორი თვით დააპატიმრეს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში 44-დღიანი ომის დროს გამოჩენილი დაუდევრობის ბრალდებით. გამოძიების თანახმად, ხაჩატრიანს არ შეუქმნია სამეთაურო პუნქტი ჯარების სამხრეთის ჯგუფისთვის, რომელიც მის კონტროლს ექვემდებარებოდა და საომარი მოქმედებების დროს არ განხორციელებულა მთელი რიგი აუცილებელი ზომები. გამომძიებლების თქმით, ამ შეცდომებმა აზერბაიჯანის არმიას საშუალება მისცა... Читать дальше...

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდსა და თბილისში პატივი მიაგეს საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროევროპული აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას. პროტესტის 39-ე დღეს მოქალაქეებმა მდუმარე აქცია მოაწყვეს, სიტყვით გამოსვლებისა და მუსიკის გარეშე. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საბერიო-ფახულანის ე.წ საზღვართან მივიდნენ და სიმბოლურად სანთლები აანთეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, “საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი... Читать дальше...

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ

Radiotavisupleba.ge 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია - პოლიცია უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდამსხმელებს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, ნაპოვნია მათი მანქანა. კაცი გაუჩინარებულია, ქალი კი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა ამ ინფორმაციას და სხვა დეტალებს, თუ რა მოხდა ადგილზე, ამ ეტაპზე შსს არ გვიდასტურებს. რადიო თვისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს... Читать дальше...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი წაშალეს სირიის ახალ ლიდერთან ერთად გადაღებული ფოტოებიდან

Radiotavisupleba.ge 

სოცქსელებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამთან“, სირიის ფაქტობრივ ლიდერთან, აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოებიდან წაშალეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. „როგორც გვიჩვენებს ანალენა ბერბოკის ვიზიტი დამასკში, სირიის ახალ ხელმძღვანელობას აშკარად სერიოზული პრობლემები აქვს გავლენიან უცხოელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში“, ნათქვამია გერმანული ტელეარხის, N-tv-ს პუბლიკაციაში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გარდა ფოტოებზე გაბუნდოვანებულია კიდევ ორი ადამიანი... Читать дальше...

ნათია მერებაშვილი: ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ  ნათია მერებაშვილმა, რომლის თანამდებობიდან წასვლის ამბავი 5 იანვარს ტვ „პირველმა“ გაავრცელა,  რადიო თვისუფლებას განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება - დაეტოვებინა პოსტი, დიდი ხნის ნაფიქრია და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება. „არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას... Читать дальше...

რუსეთის ტანკერების ავარიის შედეგად დაღვრილმა მაზუთმა ყირიმის ახალ კურორტებს მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

„ვოლგონეფტის“ კლასის ტანკერებიდან შავ ზღვაში ჩადენილი საწვავის ლაქებმა მიაღწია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ახალ საკურორტო ზონებს. 4 იანვრის სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ ნავთობის აპკი გავრცელდა ფეოდოსიის, ალუშტისა და სუდაკის სანაპიროებზე, ასევე ფეოდოსიის პორტისა და ქერჩის სამხრეთით მდებარე ტაკილის კონცხის რაიონებში, იუწყება ტელეგრამის არხი „კრიმსკი ვეტერი“. დაბინძურება მოიცავს ზღვის დიდ მონაკვეთს სოფელ პარტენიტიდან სუდაკამდე. ნავთობის ლაქები ასევე დაფიქსირდა სევასტოპოლის პლაჟებსა და ანაპის ცენტრალურ პლაჟზე. Читать дальше...

ხალხმა რუსთაველი ისევ გადაკეტა: აქციების 39-ე დღე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის წინ უწყვეტად მიმდინარე პროევროული აქციების 39-ე დღეს, რუსთაველის გამზირი ხალხმა ისევ გადაკეტა. ამ წუთებში იზრდება დემონსტრანტების რაოდენობა, რომელთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. პროტესტის 39-ე დღეს, რუსთაველისკენ მსვლელობით დაიძრნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები - მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც პროტესტს უნივერსიტეტის ფოიეში აგრძელებენ. Читать дальше...



ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ტანკერის კაპიტანი და ეკიპაჟის ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან

Radiotavisupleba.ge 

შვედეთი სამხედრო ხომალდს გაგზავნის ფინეთის ყურეში, რათა დაეხმაროს ფინეთს ელექტროკაბელის, EstLink 2-ის დაზიანების გარემოებათა გამოსაძიებლად. ამის შესახებ ფინური პორტალი Yle იტყობინება შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტენსონის განცხადებაზე დაყრდნობით. როგორც შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ფინეთის დასახმარებლად გაიგზავნება ხომალდი HMS Belos, რომელიც წყალქვეშა სამაშველო სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი. ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ გასული წლის ბოლოს დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის... Читать дальше...

უილსონი აცხადებს, რომ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“კონგრესში წარსადგენად მზადაა

Radiotavisupleba.ge 

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად. "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად! ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. აშშ არ აღიარებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრე, პროირანულ ივანიშვილის რეჟიმს!" - წერს უილსონი X-ზე და აქვეყნებს შესაბამისი დოკუმენტსაც. წინა დღით, 4 იანვარს, უილსონმა X-ზე დაწერა... Читать дальше...

„ვისოლი“ ტელეეთერიდან ხსნის რეკლამის შემოკლებულ ვერსიას, რომლიდანაც ანდრო ჭიჭინაძის კადრია ამოჭრილი

Radiotavisupleba.ge 

კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” მისი გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას სახელით განცხადებას ავრცელებს კომპანიის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით და დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს იმას, რომ ვიდეოდან კადრი მსახიობის მონაწილეობით პოლიტიკური ნიშნით ამოჭრეს. ხორავა ასევე წერს, რომ გადაწყვიტეს, „შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით“ საერთოდ მოხსნან სატელევიზიო ეთერიდან კლიპის შემოკლებული ვერსია. ამავე განცხადებაში წერია... Читать дальше...

"საბერიოში მომხდარი ტრაგედია იმ გამოწვევებს წარმოაჩენს, რაც აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას" - ომბუდსმენი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს. მისი სიტყვებით, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს: „სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის... Читать дальше...

"სამართლიანი სასამართლო თუ იქნება საქართველოში, მაშინ ვიტყვი ყველაფერს” - გდდ-ს ყოფილი თანამშრომელი

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი შაიშმელაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი სამსახურიდან 3 დეკემბერს წამოვიდა - ამ დროს სახელმწიფო განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე.

ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი შაბათს შეხვდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. შეხვედრა გაიმართა ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს მამულში. მოგზაურობა წინასწარ არ იყო გამოცხადებული. ნოემბერში ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის ფლორიდაში შეხვდა მხოლოდ მცირე რაოდენობით უცხოელ ლიდერებს, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს. პარიზში ის ასევე შეხვდა საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს. ბლუმბერგი აღნიშნავს... Читать дальше...

„ვადასტურებთ ნათია მერებაშვილის პოსტიდან წასვლას, სხვა ყველაფერი სპეკულაციაა“ - პროკურატურა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალური პროკურატურა რადიო თავისუფლებას უდასტურებს ტვ "პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ნათია მერებაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. პროკურატურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ნათია მერებაშვილმა ნამდვილად დატოვა დაკავებული პოსტი და რომ ის ახალ წლამდე დაემშვიდობა თანამშრომლებს. „რაც შეეხება იმ მიზეზს, რაც მედიით ვრცელდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში. 5 იანვარს ტვ "პირველის" და შემდგომ სხვა მედიების ეთერით გავრცელდა ინფორმაცია... Читать дальше...

უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, შეტევა დაიწყეს კურსკის ოლქის ქალაქ სუჯიდან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, შეტევა დაიწყეს კურსკის ოლქის ქალაქ სუჯიდან. ამის შესახებ წერენ რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ და „Z-არხები“. ამის შესახებ განაცხადა ასევე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ. ეს ინფორმაცია ირიბად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა ანდრი ერმაკმა, რომელმაც დაწერა: „კურშჩინა, კარგი ამბებია, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“. უკრაინელთა იერიში ფაქტობრივად დაადასტურა რუსეთმაც. Читать дальше...


Музыкальные новости




Rss.plus





პია კაუმას წერილით მიმართავს “კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“

Radiotavisupleba.ge 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმასადმი მიწერილ წერილში სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება წერს, რომ მისი ვიზიტი საქართველოში მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, „თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას“, რადგან, როგორც პოლიტიკური პარტიები შენიშნავენ, „ქართული ოცნების“ „თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას“. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები პია კაუმასადმი დაწერილ წერილში აღნიშნავენ... Читать дальше...

"ვერ შეგვაშინებენ", - რას ჰყვებიან ქალები, რომლებსაც ქუჩაში თავს დაესხნენ

Radiotavisupleba.ge 

ბოლო რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელში ორმა ქალმა დაწერა, რომ ქუჩაში მათ უცნობი პირები დაესხნენ თავს - ორივე ფიქრობს, რომ ეს თავდასხმა, შესაძლოა, აქციებში მათ მონაწილეობას და აქტიურობას უკავშირდებოდეს.

ხუთი ბავშვი ემსხვერპლა ხანძარს ოკუპირებულ გალში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა. ჩვენი ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა. „ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. Читать дальше...

ჯო უილსონი: ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე

Radiotavisupleba.ge 

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ სპიკერ მაიკ ჯონსონისა და სენატორ ჯონ თუნის ხელმძღვანელობით კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელი წევრები დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ „ტრამპის დღის წესრიგზე“ „ძლიერებით მშვიდობის“ მისაღწევად, საქართველოში დემოკრატიის აღდგენის ჩათვლით - მან ეს „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამავე ინტერვიუში  ჯო უილსონი ამბობს რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, დონალდ ტრამპს კი არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები... Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России