Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2025

Новости за 19.05.2025

ვოლოდიმირ ზელენსკი: უმნიშვნელოვანესია, აშშ არ დისტანცირდეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობისკენ სვლისგან

Radiotavisupleba.ge 

"ეს გადამწყვეტი მომენტია. ახლა მსოფლიოს შეუძლია დაინახოს, ნამდვილად შესწევთ თუ არა მის ლიდერებს უნარი, უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტა და მიაღწიონ ნამდვილ, ხანგრძლივ მშვიდობას", - ამას წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ოფიციალურ სოციალურ პლატფორმებზე. უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ "მთელ მსოფლიოში ყველასთვის ცხადია, რომ ნამდვილი მშვიდობისკენ რუსეთს წაიყვანს მასზე ზეწოლა" და თუ რუსეთი მზად არ აღმოჩნდება შეწყვიტოს ხოცვა, მის მიმართ სანქციები უნდა გაძლიერდეს. ზელენსკი ადასტურებს, რომ 19... Читать дальше...

პროტესტის მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან „საბოლოოდ“ დაითხოვეს

Radiotavisupleba.ge 

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა კომპანიამ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ (CMC), რომლის წარმოების განახლების პროცესსაც მიხეილ სოცკი ხელმძღვანელობს, პროტესტის მონაწილე თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა.

27 წლის სპორტსმენის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

Radiotavisupleba.ge 

27 წლის სპორტსმენ ბექა ონიანზე თავდასხმაში ბრალდებულ ივა ტყეშელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კანის ფესტივალი - ყველგან პოლიცია, ზოგან თავისუფლება

Radiotavisupleba.ge 

კანის 78-ე კინოფესტივალი ეკვატორს უახლოვდება, თუმცა შუალედური გამოკითხვების ლიდერი არ შეცვლილა - პირველ ადგილზე ისევ სერგეი ლოზნიცას ფილმი „ორი პროკურორია“.

ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაიწყება დაუყოვნებლივ. ...დაიწყოს პროცესი!

Radiotavisupleba.ge 

„ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო ზარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ომის დასრულების მისაღწევად", - ასე აჯამებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს. ტრამპის სიტყვებით, მოლაპარაკებების პირობები "ორ მხარეს შორის შეთანხმდება, სხვაგვარად შეუძლებელიცაა, ვინაიდან მათ იციან მოლაპარაკებების ის დეტალები, რომლებიც სხვას ვერავის ეცოდინება". Читать дальше...

პუტინი ტრამპთან საუბრის შემდეგ: რუსეთი მზად არის, იმუშაოს უკრაინასთან შესაძლო მომავალი სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი მზად არის, იმუშაოს უკრაინასთან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მემორანდუმზე, რომელიც შესაძლოა მათ შორის მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხებსა და კონფლიქტის მოგვარების პრინციპებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შეჯამებისას. პუტინისავე განცხადებით, მისი და ტრამპის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა:"უნდა აღვნიშნო, რომ ეს საუბარი იყო ძალიან შინაარსიანი და ერთობ გულახდილი და მთლიანობაში... Читать дальше...

ლონდონში გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სამიტი გაიმართა - "განახლებული და გაძლიერებული „სტრატეგიული პარტნიორობის“ დასაწყისი"

Radiotavisupleba.ge 

19 მაისს ლონდონში გაიმართა გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ლონდონსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განახლდა.

„რუსეთო, რუმინეთი შენ არ გეკუთვნის“ - რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთში 6-თვიანი პოლიტიკური დაძაბულობა დასრულდა - ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანას პროევროპელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ბუქარესტის ქუჩებში გამოსული ხალხი დემოკრატიის გამარჯვებას ზეიმობდა - არჩევნების მეორე ტურში პრორუსული განწყობებით ცნობილი ნაციონალისტი კანდიდატი დამარცხდა.



საფოს ცხოვრების ნამდვილი ამბავი - გულგრილობა, როგორც რეჟიმის იარაღი

Radiotavisupleba.ge 

“ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი” ქართველი ფემინისტი პოეტისა და მწერლის, საფო მგელაძის ყველაზე ღია და თამამი ტექსტი, პირველად, 1990-იანი წლების დასაწყისში ლიტერატურულ ჟურნალ “განთიადში” დაიბეჭდა. წიგნად კი, მხოლოდ ახლა გამოიცა და მკითხველი, ამ, სულ სხვა საფოს სწორედ ახლა გაიცნობს.

გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას - კობახიძე

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე რუმინეთის არჩევნებში გამარჯვებულ ლიბერალ კანდიდატ ნიკუშორ დანს არჩევას ულოცავს.

მიმდინარეობს ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი - მედიის ცნობით, მანამდე ტრამპი ზელენსკის ესაუბრა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს - დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს. სიენენის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ამ ინფორმაციის წყაროდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი სახელდება. აშშ-ის პრეზიდენტის მიერვე წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს 19 მაისს ჯერ ვლადიმირ პუტინთან უნდა ესაუბრა და შემდეგ იყო დაგეგმილი მისი საუბარი ზელენსკისთან და ნატოს წევრებთან. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა... Читать дальше...

ყირიმელი თათრების დეპორტაცია - გენოციდი, რომელიც დღემდე გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

ყირიმელი თათრების 1944 წლის დეპორტაციას თითქმის ასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყირიმელი თათრები ირწმუნებიან, რომ ნახევარკუნძულის ძირძველი ხალხის დეპორტაცია, ფარული ფორმით, დღესაც მიმდინარეობს და რომ ამ პროცესში რუსეთის ხელისუფლება "ტოლს არ უდებს" საბჭოთა კავშირს.

ტიკტოკზე “ქურდული სამყაროს” შეურაცხყოფის გამო ცემის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

გორში მოზარდების ცემისთვის, ჯგუფური ძალადობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს 2008 წელს დაბადებული არასრულწლოვანი.

პირველი არხიდან გაათავისუფლეს „რეალური სივრცის“ 5 თანამშრომელი

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ პროდიუსერი, რედაქტორი და ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი არ დაეთანხმნენ მენეჯმენტის შეთავაზებას, გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა პლატფორმაზე და ეკეთებინათ იმისგან განსხვავებული საქმე, რასაც ბოლო წლებში „რეალურ სივრცეში“ აკეთებდნენ.


Музыкальные новости




Rss.plus





რუსეთში „არასასურველად“ გამოაცხადეს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ტერიტორიაზე „არასასურველად“ გამოაცხადა ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის საქმიანობა.

მოსამართლე შვანგირაძემ უარი თქვა მოწმის სტატუსით დაიკითხოს თეა წულუკიანი მისსავე კომისიაზე არმისვლის საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ უარი თქვა, „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და წევრები მოწმის სტატუსით გამოიკითხონ სასამართლო სხდომაზე. გადაწყვეტილება მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 19 მაისს გამოაცხადა, როცა ამავე კომისიის წევრების მოთხოვნით ოპოზიციონერ პოლიტიკოსის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის წინასასამართლო სხდომა იმართებოდა. მოწმეთა სიაში თეა წულუკიანისა და კომისიის სხვა ქართული ოცნების წევრების დაკითხვას მოწმის სტატუსით „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის... Читать дальше...

კრემლის ცნობით, პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარი 17:00 საათზეა დაგეგმილი

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი მოსკოვის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ დღეს, 19 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, ეს იქნება „მნიშვნელოვანი საუბარი სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით“. უკრაინასა და რუსეთს შორის 16 მაისს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკების შედეგად მხარეები ტყვეეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ. ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე რუსეთი ისევ უარს ამბობს. Читать дальше...

უკრაინა და რუსეთი დრონებით მორიგი თავდასხმების შესახებ იუწყებიან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევისას, რომელიც 18 მაისის ღამის 11 საათიდან 19 მაისის დილამდე მიმდინარეობდა, 112 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში მოიგერიეს 76 დრონი, კიდევ 35 კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე. სუმის საოლქო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ოთხი სახლი და ერთ-ერთი საწარმო. Читать дальше...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება, ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია "ფორმულამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. მოგვიანებით უწყებაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ეს ცნობა, დეტალების განმარტების გარეშე. "გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად... Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России