Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2025

Новости за 23.05.2025

გრძელდება დასავლელი პარტნიორების გამოხმაურება ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებაზე - "საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას"

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციონერი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაპატიმრებას კვლავაც ეხმაურებიან ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნიუ იორკში მასობრივ მკვლელობებს გეგმავდა, ექსტრადირებულია მოლდოვიდან აშშ-ში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 23 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე, თბილისელი, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, აგრეთვე ცნობილი როგორც "მიშკა", “ყასაბი მეთაური” და “მეთაური”, 22 მაისს ექსტრადირებული იყო მოლდოვიდან აშშ-ში.

Amnesty International-ი ანგარიშს აქვეყნებს ქალ დემონსტრანტებზე ძალადობის მზარდ შემთხვევებზე

Radiotavisupleba.ge 

ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი ანგარიშს აქვეყნებს საქართველოში პოლიციის მხრიდან ქალებზე მოხშირებული ძალადობის შემთხვევების შესახებ, სადაც წერს რომ გენდერული ძალადობას, რომელთა შორის არის სექსუალური ძალადობის მუქარა, დამამცირებელი ჩხრეკა გაშიშვლებით თუ სექსისტური შეურაცხყოფა, სახელმწიფო აქტიური ქალების წინააღმდეგ იარაღად იყენებს. "პოლიციის სისასტიკის სცენები, ისევე როგორც არაიდენტიფიცირებადი პირების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივი... Читать дальше...

შსს-მ 45-დღიანი პატიმრობა მოითხოვა აქტივისტისთვის, რომელსაც მარიამ ლაშხი უჩივის

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 მაისს პოლიტიკოს მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე დაწყებული საქმის განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტ თათია აფრიამაშვილის მიმართ 45-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა - სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა გადაწყვეტილებას ამ საქმეზე 30 მაისს გამოაცხადებს. მაგდა მამუკაშვილის საქმის განხილვა კი 27 მაისს დაიწყება. თათია აფრიამაშვილის ადვოკატის განმარტებით, ოქმში სავარაუდო სამართალდარღვევად მითითებულია ფრაზები: "არა რუსულ მონობას", "ძირს რუსეთის მონები". Читать дальше...

შიდა ქართლში დააკავეს 22 წლის კაცი 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით

Radiotavisupleba.ge 

შიდა ქართლში 22 მაისს 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს - სასამართლო მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით არის დაწყებული, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა კაცმა მოზარდი ინტერნეტით გაიცნო და შემდეგ მის სანახავად ჩავიდა იმ დასახლებაში... Читать дальше...

საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი - „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“

Radiotavisupleba.ge 

20 მაისს სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრიდან გააბრუნეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი. ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“.

ზუგდიდელი აქტივისტები, რომლებსაც ზარქუამ უჩივლა, 3 500 და 4 000 ლარით დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 3 500 და 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდელი აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას საჩივრის საფუძველზე დაიწყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აქტივისტ ქალებს მას შემდეგ უჩივლა, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს. „სამარცხვინო, ზუგდიდში შენი ადგილი არ არის“, – მიმართავდნენ აქტივისტები ირაკლი ზარქუას. Читать дальше...



ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობაზე - არის "არაპროპორციული ზომა" ოპოზიციის დაშინებისა და გაჩუმებისთვის

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდებას დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო და ამ ნაბიჯს აფასებს "არაპროპორციულ ზომად", რომელიც "მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას". ამ შინაარსის განცხადება ბრიტანეთის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია: "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად... Читать дальше...

უკრაინამ რუსეთიდან 390 ტყვე დაიბრუნა "1000-1000-ზე გაცვლის" პირველ ეტაპზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ რუსეთიდან 390 ტყვე დაიბრუნა - ეს არის "1000-1000-ზე გაცვლის" პირველი ეტაპი, რომელიც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლაზე 15 მაისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია უკვე დაბრუნებული ტყვეების შესახებ თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. „ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ტყვედ მყოფი ადამიანის დაბრუნება. ჩვენ ვამოწმებთ ყველა გვარს, ინფორმაციას ყველა ადამიანის შესახებ; ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს დიპლომატიურ მუშაობას, რათა ასეთი ნაბიჯები შესაძლებელი იყოს“... Читать дальше...

„პუბლიკის“ ჟურნალისტი, რომელიც აქციას აშუქებდა, „გზის გადაკეტისთვის“ დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

რომანტიკოსი 1937 წელს. სერგეი ლოზნიცა "ორ პროკურორზე"

Radiotavisupleba.ge 

სტალინიზმი ვერა და ვერ იქცა ისტორიად - ის ცოცხალი სისტემაა, აბსურდული, უმოწყალო სისტემა, რომელიც საკუთარი კანონების მიხედვით არსებობს: მოქნილია, მაგრამ არსებითად - უცვლელი.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსებში გირაოს არგადახდა „ბრიუსელმა წააქეზა“

Radiotavisupleba.ge 

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე „თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“. ასე შეაფასა მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილება, დათანხმებოდა პროკურატურის მოთხოვნას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებაზე. „საკითხი მარტივია, სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი ყველამ იცოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის. ზუსტად იცოდა, მის მიმართ მოთხოვნა რა არის. Читать дальше...

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულომ, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნებაა“, თავმჯდომარედ აირჩია ზურაბ აბაშიძე. კენჭისყრა დღეს, 23 მაისს, ჩატარდა.

სტრატეგიული მოკავშირეები თუ ფარული მეტოქეები? – სიორენ ურბანსკი ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობაზე

Radiotavisupleba.ge 

„მეგობრობა არ არსებობს იქ, სადაც იერარქიაა. მეგობრები თანასწორები უნდა იყვნენ. ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში კი მზარდი ასიმეტრიაა – და ეს ორივე მხარეს კარგად ესმის“.

ლავროვი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების ვატიკანში გამართვა „არაელეგანტური" იქნება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არარეალისტურად მიიჩნევს უკრაინის წარმომადგენლებთან ვატიკანში შეხვედრას. ამის შესახებ დღეს, 23 მაისს იუწყება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში, „ისტორიული სამხრეთრუსული მიწებისადმი“ მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას ლავროვმა განაცხადა, რომ „ცოტა არაელეგანტურიცაა“ მართლმადიდებელი ქვეყნები კათოლიკურ მოედანზე განიხილავდნენ კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრას, რომელთა შორისაა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „განადგურებაც". Читать дальше...

არტიომ უსის გაქცევის საგა, “პრინცი” ჭირაქაძე და მორიგი განაჩენი იტალიის სასამართლოსგან

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც არტიომ უსი — რუსი ბიზნესმენი და კრემლთან დაკავშირებული გავლენიანი გუბერნატორის შვილი — ორი წლის წინ იტალიიდან შინაპატიმრობიდან გაიქცა, გამოძიებას თვეები დასჭირდა, იმ ჭრელ ბალკანურ კრიმინალურ დაჯგუფებაზე გასულიყო, რომელმაც ის რუსეთში გააპარა.

ევროკავშირის დელეგაციის წევრი აღარ შემოუშვეს - იყო „ტექნიკური გაუგებრობა“ ამბობს საგარეო

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. მას უარი საქართველოში შემოსვლაზე 21 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს.


Музыкальные новости




Rss.plus





რუსთავის ავტობაზრობა 848 ათასი ლარით დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

კონკურენციის სააგენტომ „რუსთავის ავტობაზრობა“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო 848 276 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება 14 მაისით არის დათარიღებული, თუმცა სააგენტომ ინფორმაცია დღეს, 23 მაისს, გაავრცელა.

ლუკაშენკა: „ჩვენ ვემხრობით, რომ ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ“

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ საქართველოში ელჩის, ნიკოლაი როგაშუკის დანიშვნისას განაცხადა, რომ „ჩვენ ვემხრობით, რომ ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ“.

სასამართლოსთან დაკავებულ აქტივისტს დაზიანებები აქვს - ომბუდსმენი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გუშინ, 22 მაისს, დაკავებული ორი აქტივისტი, რომლებმაც ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრეს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტში უცხოელების სწავლა აკრძალა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრესტიჟულ ჰარვარდის უნივერსიტეტს აუკრძალა უცხოელი სტუდენტების მიღება. უნივერსიტეტს შესაბამისი სერტიფიკატი 22 მაისს გაუუქმა შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა.

სან-დიეგოში ჩამოვარდა მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოს საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი Cessna 550. კატასტროფა, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, 22 მაისს მოხდა.

G7 ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის მზადყოფნას, თუ ის უკრაინაში ომს არ შეწყვეტს

Radiotavisupleba.ge 

„დიდი შვიდეული“(G7) ადასტურებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებისთვის მზადყოფნას, თუ ის უარს იტყვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России