Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2026

Новости за 19.03.2026

ზელენსკი: სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 21 მარტს გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რუსეთის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 21 მარტს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა საღამოს მიმართვისას. მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის გუნდის პოლიტიკური ნაწილი უკვე გზაშია. „ამ შაბათს ველით შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს დეტალურად ვისაუბრეთ მოლაპარაკებების შესახებ [რუსტემ] უმეროვთან, კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს ასევე სერჰი კისლიცა,“ თქვა ზელენსკიმ. Читать дальше...

მარკო რუბიო ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ცოცხალი სამიზნეები - ვინ მართავს ირანს ლარიჯანის შემდეგ?

Radiotavisupleba.ge 

"სიონისტების საჰაერო დარტყმები მათ იმედგაცრუებას ადასტურებს", - უთხრა 13 მარტს თეირანში სახელდახელო მიტინგზე შეკრებილ ხალხს ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, და იმ დროისთვის ქვეყნის დე ფაქტო მმართველმა ალი ლარიჯანიმ.

პენტაგონი 200 მლრდ დოლარს მოითხოვს ირანთან ომისთვის. ეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ მთელ სამხედრო დახმარებაზე მეტია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ მისმა ადმინისტრაციამ შესაძლოა კონგრესს დამატებით 200 მილიარდი დოლარი მოსთხოვოს ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დასაფინანსებლად. The Washington Post -მა და The New York Times-მა ადრე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პენტაგონმა ასეთი მოთხოვნა მოამზადა. CNN-ის ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ ეს „მცირე ფასია“ იმისთვის, რომ სამხედროები ყველაფერი საჭიროთი უზრუნველყონ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ თანხაში შედის ასევე თავდაცვის სამინისტროს სხვა ხარჯები... Читать дальше...

რუსეთის საპატრიარქო თბილისში სავარაუდოდ ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს გზავნის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე, სავარაუდოდ, გამოგზავნის მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტს, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, ბენიამინს (ტუპიეკას).

მსოფლიო პატრიარქი ჩამოვა, მაგრამ არ აღავლენს მსახურებას ილია II-ის დაკრძალვაზე

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კვირას, 22 მარტს თბილისში ჩამოვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვისთვის, თუმცა ლიტურგიას არ გაუძღვება.

ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა ისრაელის ქალაქ ჰაიფაში

Radiotavisupleba.ge 

ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე ქალაქ ჰაიფაში. ისრაელის მედიისა და თვითმხილველების ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ჰაიფაში ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო. მოგვიანებით ხელისუფლებამ მცირე ზიანის და მსხვერპლის შესახებ განაცხადა. იტყობინებიან, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები. ისრაელმა 18 მარტს, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყებიდან პირველად, ირანის გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე... Читать дальше...

უნგრეთმა კვლავ დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს გამოყოფა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ლიდერებმა 19 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოთავისუფლება ვერ შეძლეს. მისი გამოყოფა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ადრე იყო შეთანხმებული, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების კიდევ ერთი ესკალაციის ფონზე, ბლოკავს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ბრიუსელის სამიტამდე ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვეტოს მოხსნას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც აღდგება უკრაინის გავლით მილსადენ „დრუჟბის“... Читать дальше...



ბელარუსის ხელისუფლებამ 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ხელისუფლებამ გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრების ჯგუფი, რომელთა შორის, როგორც იტყობინებიან, საზოგადო მოღვაწეები, ოპოზიციის აქტივისტები, ჟურნალისტები და 2020 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეები არიან. გათავისუფლების შესახებ ბელარუსის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იტყობინებიან. რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია აქტივისტ კიმ სამუსენკოსა და Belsat TV-ის ჟურნალისტის, ეკატერინა ბახვალოვას (ანდრეევა) გათავისუფლების შესახებ. ვილნიუსში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ სულ გაათავისუფლეს 250 ადამიანი... Читать дальше...

Freedom House: აშშ-ის თავისუფლების ინდექსი სარეკორდოდ დაბლა დაეცა

Radiotavisupleba.ge 

თავისუფლების ინდექსი აშშ-ში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. ამის შესახებ 19 მარტს იტყობინება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House საკუთარ ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით. აშშ-ში თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით სამი პუნქტით დაეცა და ამჟამად 81 პუნქტს შეადგენს 100-ბალიან სკალაზე, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია 1972 წლიდან მოყოლებული. Freedom House აშშ-ს კვლავაც თავისუფალი სახელმწიფოების კატეგორიას მიაკუთვნებს... Читать дальше...

მანჯგალაძე: არ ვიყავი აქციის ორგანიზატორი, ყველა გადაცემაში ვამბობდი

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეში თავს უდანაშაულოდ ცნობს, ამბობს, რომ ის არ იყო იმ აქციის ორგანიზატორი და უკვირს, რატომ არის ბოლო 6 თვე ციხეში.

ომში აღმოვჩნდებით, არჩევნებში თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა - ფაშინიანი

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თუკი სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალები მოიპოვებენ გამარჯვებას, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ფაშინიანის თქმით, მისი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეეცდება.

აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა ჯონ კოულმა და ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იმსჯელეს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ და ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი განიხილეს. „ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, საელჩოს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენიდან დაწყებული, ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით დამთავრებული. თუმცა, ჩვენ ასეთი მუხლები არ გვაქვს“, მოჰყავს მისი სიტყვები ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA-ს. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე... Читать дальше...

გარეგინ II სავარაუდოდ, ვერ დაესწრება პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვას

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გასვენებაში მონაწილეობას სომხეთი უმაღლეს დონეზე მიიღებს.

თებერვალში საქართველომ ტოგოში ნავთობპროდუქტების გაყიდვა დაიწყო - ამით ქვეყანა საექსპორტო ათეულში მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ დასავლეთ აფრიკაში მდებარე ტოგოსთან ვაჭრობა დაიწყო. ნავთობპროდუქტების ყიდვით ტოგო საქართველოსთვის საექსპორტო ქვეყნების ათეულშიც კი მოხვდა, ადგილობრივი ექსპორტის კუთხით კი სამეულში.

Forbes: "როსკომნადზორი" ვერ ახერხებს აკრძალული საიტების ბლოკირებას

Radiotavisupleba.ge 

„როსკომნადზორი“ ვერ ახერხებს აკრძალული რესურსების დაბლოკვას ტრაფიკის ფილტრაციის აღჭურვილობის გადატვირთვის გამო, იტყობინება Forbes-ი წყაროებზე დაყრდნობით. ფიქსირებული ხაზის ოპერატორის წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ „როსკომნადზორი“ ვეღარ ახერხებს რესურსების სრულად დაბლოკვას და ადრე დაბლოკილი რესურსები ხანდახან ხელმისაწვდომი ხდება. „საფრთხეებთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებების გაუმართაობის მიზეზი უცნობია, მაგრამ ეს ინფორმაცია სხვადასხვა არხებით დასტურდება“, თქვა ერთ-ერთმა წყარომ. მაგისტრალური ოპერატორის წყარომ ჟურნალისტებს დაუდასტურა... Читать дальше...

Завет Патриарха и тупик дипломатии: почему церкви пора сказать свое слово

ИА «Новости-Грузия» 

Колумнист Sputnik Грузия, международный секретарь партии "Солидарность во имя мира" Мамука Пипия в своей первой колонке на Sputnik Грузия делится воспоминаниями о судьбоносных встречах с Католикосом Грузии Илией II


Музыкальные новости




Rss.plus





სააკაშვილი პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს - რას ამბობს პენიტენციური?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართვის საპასუხოდ, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს, პენიტენციური სამსახური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კოდექსში გაწერილი ნორმა „გამონაკლისს არ ცნობს“, შესაბამისად, მისი ეს თხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

პატრიარქ ილია მეორეს სიონში, საკურთხეველთან დაკრძალავენ

Radiotavisupleba.ge 

პატრიარქის განსასვენებელი ადგილი სიონში, მარცხნივ, საკურთხეველთან შეარჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა მიაწოდა.

Сенаторы США требуют санкций против властей Грузии после отчета ОБСЕ

ИА «Новости-Грузия» 

Премьер-министр Грузии Ираклий Кобахидзе официально отверг выводы отчета "Московского механизма" ОБСЕ, назвав документ политически ангажированным и лишенным объективности

ჟურნალისტმა გურამ როგავამ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტმა გურამ როგავამ, რომელიც 2024 წლის ბოლოს, პროევროპული აქციების დროს, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და მძიმე დაზიანებები მიიღო, 19 მარტს, სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს, ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის სხდომაზე. ბრიუსელთან ონლაინ ჩართვაში, ჟურნალისტმა მხარდაჭერისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარებს და შეახსენა, რომ დღეს, მათი მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართ საქართველოში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. „ყოველთვის მჯეროდა... Читать дальше...

2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის 10-წლიანი ვიზები არ გაიცემა - საელჩოს განმარტება

Radiotavisupleba.ge 

2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ში შესასვლელად 10-წლიანი ვიზები აღარ გაიცემა. საქართველოში აშშ-ის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში მოგზაურობისთვისთვის B1/B2 ვიზის აღება დასჭირდება. საელჩოს თანახმად, სავიზო დეპოზიტის პროგრამის ფარგლებში B1/B2 კატეგორიის ვიზის აპლიკანტები, რომლებიც სავიზო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მიიღებენ 3 თვემდე ხანგრძლივობის ერთჯერად ვიზას. B1/B2 კატეგორიის ვიზები არის „არაიმიგრაციული ვიზა“, რომელიც განკუთვნილია საქმიანი ვიზიტებისა და ტურისტული/პირადი მიზნებისათვის. Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России