Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2026

Новости за 04.04.2026

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული თეკლა გერსამია ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს - მას 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Radiotavisupleba.ge 

22 წლის ქმრის, ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით 25 წლის თეკლა გერსამია 2025 წლის 22 აგვისტოს დააკავეს. მან დაჭრილი კაცი, რომელიც საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, თავად მიიყვანა ექიმებთან და პოლიციაშიც თავად გამოცხადდა.

შსს: აფგან სადიგოვი დაკავებულია სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე

Radiotavisupleba.ge 

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა" - წერია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი

Radiotavisupleba.ge 

"ძალიან მაღალია რისკი, რომ ის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ნორმების გამოყენებით, სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს" - წერს თამთა მიქელაძე, სადიგოვის ადვოკატი.

ზელენსკი რუსეთს "სააღდგომო ესკალაციაში" სდებს ბრალს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში მოსკოვის მხრიდან სრული მასშტაბით შეჭრიდან 1500 დღე გავიდა, და ამ დღეს, 3-4 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინის მასშტაბით კვლავ განახორციელა მასშტაბური დარტყმები.

„ერთად მოვიპოვეთ, ერთად დავიცავთ დამოუკიდებლობას!“ - თბილისში შაბათის მარში გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ტრადიციად ქცეული შაბათის მარში გაიმართა. ეს არის ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა, რომელიც უკვე სამი თვეა, ყოველ შაბათს ტარდება.

ტრამპი ირანს 48 საათს აძლევს შეთანხმებისთვის, სრუტის გახსნისთვის - ან "ჯოჯოხეთით" ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 4 აპრილს ირანის რეჟიმს მიმართა, რომ "დრო იწურება" და რომ მან შეთანხმება უნდა გააფორმოს, ან გახსნას ჰორმუზის სრუტე, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მას "ჯოჯოხეთი" ემუქრება. ამით ტრამპმა გაიმეორა მანამდე გამოთქმული მუქარა, რომ ირანი "ქვის ხანაში" დაბრუნდება.

ირანში მეორე დღეა, ეძებენ აშშ-ის თვითმფრინავის პილოტს

Radiotavisupleba.ge 

ირანში უკვე მეორე დღეა, გრძელდება აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის, F-15E-ის ტიპის გამანადგურებლის, პილოტის ძებნა. თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ჩამოაგდეს.



ტრამპი ითხოვს თავდაცვის ხარჯების ერთნახევარჯერ გაზრდას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 აპრილს კონგრესში შეიტანა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი - ეს დოკუმენტი ასახავს ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტებს. პროექტი ითვალისწინებს მკვეთრ ზრდას თავდაცვის ხარჯებში - 500 მილიარდი დოლარის მოცულობისას, ირანთან შეიარაღებული კონფლიქტისა და ახალი თავდაცვითი პროგრამების, მათ შორის ანტისარაკეტო "ოქროს გუმბათის" შემუშავების ფონზე. საერთო ჯამში, თავდაცვის ბიუჯეტმა უნდა მიაღწიოს 1.5 ტრილიონი დოლარის ნიშნულს. პარალელურად, სხვა სფეროების ხარჯები ბიუჯეტში საშუალოდ 10 პროცენტით უნდა შემცირდეს. Читать дальше...

ცხოველების უფლებების დასაცავად კიდევ ერთი აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლების გაუმჭვირვალე მცდელობებმა, მართოს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, უფლებადამცველები და მოქალაქეები დააეჭვა, რომ შესაძლოა ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს სასტიკად ექცეოდნენ და ხოცავდნენ მუნიციპალური სამსახურები.

2020 წლის შემდეგ 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და საზღვარგარეთ წავიდა ოჯახთან ერთად

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში ყოველ წელს არის მონაცემები იმის შესახებ, რამდენმა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა სკოლებში და რა არის ამის მიზეზი. ბოლო წლებში ყველაზე ხშირად ბავშვები ემიგრაციაში წასვლის გამო ტოვებენ სკოლას.

Tasnim: ირანმა ჰორმუზის სრუტით თავის პორტებში შეუშვა აუცილებელი საჭიროების საქონელი

Radiotavisupleba.ge 

ირანმა მისი პორტებისკენ მომავალი, აუცილებელი საჭიროების საქონლით დატვირთული ხომალდებისთვის ნებართვა გასცა ჰორმუზის სრუტის გავლაზე - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ შაბათს გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით. წერილის თანახმად, ხომალდებმა, რომლებიც ირანის პორტებისკენ მოძრაობენ - მათ შორის მათ, რომლებიც ამჟამად ომანის ყურეში იმყოფებიან - ხელისუფლებასთან კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ და უნდა დაიცვან სრუტის გავლისთვის შემოღებული წესები. მას მერე... Читать дальше...

ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე პირი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ნიკოპოლზე რუსეთის დარტყმის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე პირი დაიჭრა რუსეთის მხრიდან დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში. ამ ცნობას ავრცელებენ უკრაინის გენერალური პროკურატურა და ოლქის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, რუსეთის არმიამ დარტყმები განახორციელა FPV-ის ტიპის დრონებით. იუწყებიან, რომ გაჩნდა ხანძარი, თავდასხმა განხორციელდა ქალაქის ბაზარზე. დაღუპულებს შორის სამი ქალია, ორი კაცი. დაჭრილებს შორისაა 14 წლის გოგონა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ... Читать дальше...

5 წელიწადში 3 800%-ით გაიზარდა 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობების მაჩვენებელი

Radiotavisupleba.ge 

გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგია ისიც, რომ ერთხელ სამართალდამრღვევად ცნობილ პირს რიგ შემთხვევაში, განმეორებითი სამართალდამრღვევის შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება - ეს წესი პრაქტიკაში უკვე გამოიყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ.

გირაო შეეფარდათ უფასო სასადილოების თანხებით თაღლითობაში ბრალდებულებს - მათ დანაშაული აღიარეს

Radiotavisupleba.ge 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები 2024, 2025 და 2025 წლებში ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

WP: ირანმა აშშ-ის მეორე თვითმფრინავი ჩამოაგდო

Radiotavisupleba.ge 

The Washington Post-ს წყაროები უყვებიან, რომ შემთხვევა ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს მოხდა. WP წერს, რომ A-10-ის პილოტმა დაზიანებული თვითმფრინავი ქუვეითის საჰაერო სივრცემდე მართა, რის შემდეგაც კატაპულტირება მოახდინა. პილოტი აშშ-ს სამძებრო-სამაშველო ძალებმა გადაარჩინეს. კიდევ ერთი ამერიკული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ ცნობები 3 აპრილს გავრცელდა. ამერიკულ მხარეს თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

კრამატორსკზე რუსეთის ჯარების დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

3 აპრილს, საღამოს, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვადიმ ფილაშკინის თქმით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი 16 წლის იყო. მისი თქმით, ქალაქში ოთხი მართვადი ბომბი ჩამოაგდეს. მანამდე მან განაცხადა, რომ შუადღისას რუსეთის ჯარებმა ჩამოაგდეს ბომბები, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. კრამატორსკი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრზე მდებარეობს. ქალაქი რეგულარულად იბომბება და საჰაერო დარტყმებს განიცდის. Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России