Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2026

Новости за 07.04.2026

რომის პაპმა ლეონ XIV-მ ირანის მიმართ ტრამპის მუქარას „მიუღებელი“ უწოდა

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა ლეონ XIV-მ 7 აპრილს განაცხადა, რომ მუქარა ირანის მოსახლეობის წინააღმდეგ „მიუღებელია“. ეს განცხადება მან მიმართვისთვის უჩვეულო საათებში გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, რამაც მსოფლიო ლიდერებს შოკი მოჰგვარა. პაპი ლეო XIV თვლის, რომ ირანის ომი „უსამართლოა“ და ის „არაფერს წყვეტს“. პაპის ვარაუდით, ტრამპი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით ომის დანაშაულებს სჩადის. მისი თქმით... Читать дальше...

პორტუგალია აცხადებს, რომ აშშ აზორის კუნძულების ბაზას იმ პირობით გამოიყენებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ იქნება მიზანში ამოღებული

Radiotavisupleba.ge 

პორტუგალიამ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ომის დაწყებიდან მან აშშ-ის თვითმფრინავებს აზორის კუნძულებზე, ლაჟიშის საჰაერო ბაზაზე 76 დაშვებისა და მისი ტერიტორიის თავზე 25 გადაფრენის უფლება მისცა იმ პირობით, რომ ისინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაბომბად არ იქნებოდა გამოყენებული. საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაულუ რენჟელმა საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, რომ აშშ-მ პირობა შეასრულა ნატოს ორ მოკავშირეს შორის „ლოიალური თანამშრომლობის“ სულისკვეთებით, თუმცა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე დაშვებაზეც უარი ეთქვათ. Читать дальше...

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუციას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა და ჩინეთმა 7 აპრილს ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლითაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას მოითხოვდნენ.

ჯეი დი ვენსი მხარს უჭერს ორბანს და აცხადებს, რომ არჩევნებამდე „სიგნალს“ გაგზავნის ბრიუსელში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელიც 7 აპრილს უნგრეთს სტუმრობს, რათა მხარი დაუჭიროს ნაციონალისტ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ, ბრიუსელი „არჩევნებში უცხო მხრის ჩარევაში“ დაადანაშაულა.

ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის ახალი წესები: კანონი გამკაცრდა, მაგრამ ვის დაუჯდება ეს ძვირად?

Radiotavisupleba.ge 

ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემაზე კონტროლის გამკაცრებამ, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შექმნას, ვიდრე გადაჭრას. განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყოველდღიურად სჭირდება მკურნალობა.

„ვაცადოთ წავიდეს ცისარტყელაზე“ - ქუჩის ძაღლები და ქუჩის პროტესტი    

Radiotavisupleba.ge 

ასობით ადამიანი აპროტესტებს ახალ სახელმწიფო პროგრამას, რომელმაც მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა უნდა შეამციროს. ბოლო ერთი თვეა, ხალხი საპროტესტო აქციებს აწყობს და ჩივის, რომ ქუჩიდან წაყვანილ ძაღლებს უკან აღარ აბრუნებენ.

აშშ-ირანის შორის შუამავლობის მცდელობები პაკისტანის მეშვეობით გრძელდება - წყაროები

Radiotavisupleba.ge 

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მცდელობები გრძელდება, განუცხადა 7 აპრილს Reuters-ს ორმა პაკისტანელმა წყარომ, რომელიც ინფორმირებულია აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მცდელობების შესახებ. ამის ფონზე აშშ-ის დარტყმები ირანზე გაძლიერდა და ახლოვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის ვადა. ერთ-ერთმა წყარომ, უსაფრთხოების სფეროს მაღალი რანგის პირმა, განაცხადა, რომ ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმები საუდის არაბეთის სამრეწველო ობიექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამერიკულ ფირმებთან... Читать дальше...

ნავთობის და აქციების ფასები იზრდება ტრამპის მიერ ირანისთვის წაყენებული პირობების ბოლო ვადის მოახლოების გამო

Radiotavisupleba.ge 

7 აპრილს გაიზარდა ნავთობის და აქციების ფასები, როცა ინვესტორები აფასებდნენ შანსებს, რამდენად შეასრულებს ირანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადგენილ ვადას სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის თაობაზე.



აბანოთუბანში 5 ოჯახს საკუთრებას ჩამოართმევენ ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენების გამო 

Radiotavisupleba.ge 

დედაქალაქში, აბანოთუბანში „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ აშენება იგეგმება, რის გამოც ხუთ ოჯახს, წინააღმდეგობის მიუხედავად, ექსპროპრიაციის გზით, ქონებას ჩამოართმევენ. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი.

გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის შერბილებულ რეზოლუციას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

გაეროს უშიშროების საბჭო 7 აპრილს კენჭს უყრის შერბილებულ რეზოლუციას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას მოითხოვს. მოთხოვნა შორს არის სპარსეთის ყურის ქვეყნების თავდაპირველი მიზნისგან, რომელიც გულისხმობდა სრუტის გათავისუფლების ნებართვის მიღებას ძალის გამოყენებით.

ორი ფლაგმანი ოთხ წელში: როგორ კარგავს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თავის მთავარ გემებს 

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ბოლო ოთხ წელიწადში უკვე მეორე ფლაგმანს კარგავს - „მოსკვის“ ჩაძირვის შემდეგ ახლა „ადმირალი მაკაროვი“ გახდა უკრაინის თავდასხმის სამიზნე. ეს შემთხვევა ხაზს უსვამს, როგორ იცვლება ძალთა ბალანსი რეგიონში და როგორ იქცა უპილოტო სისტემები თანამედროვე საზღვაო ომის გადამწყვეტ იარაღად.

ანაკლიის პორტს დონალდ ტრამპის სახელი დაერქვას - „ლელო - ძლიერი საქართველო“

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, - რომლის 49%-იანი წილიც, თბილისის ცნობით, ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა უნდა ჩაიბაროს, - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი ეწოდოს.

ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი - აშშ-ის საელჩო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში დაგეგმილი შესაძლო ვიზიტის შესახებ.

აშშ-მა იერიში მიიტანა ირანზე. ტრამპი: „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, თუ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის ხარქის კუნძულზე სამხედრო სამიზნეებზე მიიტანეს იერიში, იტყობინება 7 აპრილს აპრილს საინფორმაციო სააგენტო Axios-ი, აშშ-ის უცნობ მაღალი რანგის პირზე დაყრდნობით. ტრამპმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი 7 აპრილს შეთანხმების მიღწევისკენ და თქვა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, თუ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. ირანის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, რომელსაც Reuters-ი იმოწმებს, დაიბომბა ირანის რკინიგზა ქარაჯის რეგიონში. ამავე რეგიონის ზოგიერთ... Читать дальше...

ვინ არის „კანონიერი ქურდი“ „ტურიკელა“, რომელსაც ბრალს დაუსწრებლად უყენებენ | დაკავებულია 44 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 24 საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში კიდევ 44 ადამიანი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით.

გროზნოს სასამართლომ “ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის დედაქალაქ გროზნოს სასამართლომ "ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია" (ჩრი) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და რუსეთის ფარგლებში მისი საქმიანობა აკრძალა. ამის შესახებ ფსბ-ის პრესსამსახურმა განაცხადა. როგორც ტელეგრამის არხი "7x7" აღნიშნავს, ორგანიზაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სინამდვილეში 12 მარტს იქნა მიღებული. გარდა ამისა, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა “იჩქერიის” 29 ფილიალი 14 ევროპულ ქვეყანაში. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1991 წელს დაარსებულ "ჩეჩნეთის... Читать дальше...

სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლა იყო

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო. თავად საკონსულო დაკეტილია და იქ თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.

"გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება - მმართველი გუნდი "დაზუსტებას" უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

მმართველი გუნდი აპირებს დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანოს კანონში "გრანტების  შესახებ". სადავო პარლამენტის სესიაზე ცვლილების განხილვის დაწყების თარიღად 17 აპრილია მითითებული, მანამდე კი საკომიტეტო მოსმენებს გაივლის. ცვლილება საელჩოებს, საკონსულოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეეხება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში ჩავიდა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

Radiotavisupleba.ge 

7 აპრილს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ცოლთან, უშასთან ერთად. მათ აეროპორტში დახვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო. 12 აპრილს უნგრეთში გაიმართება პარლამენტის არჩევნები, რომელმაც შესაძლოა, დაასრულოს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია „ფიდესის“ მმართველობა. უნგრეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი „ფიდესის“ მხარდაჭერად განიხილება. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ორბანს. Читать дальше...


Музыкальные новости




Rss.plus





ვნახეთ, რა მოუვიდათ საქართველოს და უკრაინას რუსეთთან მტრობით - ფაშინიანის მთავარი კონკურენტი

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, სომეხი-რუსი მილიარდერი ბიზნესმენი, პატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებს იმის გამო, რასაც რუსეთთან „უხეშობას“ უწოდებს.

მოჯთაბა ხამენეი უგონოდ, მძიმე მდგომარეობაშია - Times

Radiotavisupleba.ge 

ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Times-ი წერს. მისი წყაროა ისრაელის და აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ანგარიში, რომელიც დიპლომატიური არხებით გაუზიარეს მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში. დაზვერვის თანახმად, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოჯთაბა ხამენეის ირანის ქალაქ ყუმში მკურნალობენ მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 28 თებერვალს დაიჭრა. ამ დღეს მოკლული იყო მისი მამა... Читать дальше...

სუსის ყოფილი უფროსის პოზიციით, გამოძიება „შეცდომაშია შეყვანილი“ - სხდომა კვლავ დაიხურა

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუსის) ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ გამოძიება „შეცდომაშია შეყვანილი“ და ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ფაშინიანის საარჩევნო პროგრამაში კათალიკოსის გადაყენება და „ეკლესიის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაც“ შედის

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის მმართველმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტმა“ პარტიის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის გადაყენება და ეკლესიის ახალი ხელმძღვანელის არჩევა.

პატრიარქი კირილე: პუტინმა ეკლესიას გადასცა ვლადიმირისა და დონის ღვთისმშობლის ხატები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პატრიარქის, კირილეს თქმით, ვლადიმირისა და დონის ღვთისმშობლის ხატების რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. ამის შესახებ კირილემ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გამართულ ღვთისმსახურებაზე განაცხადა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ეკლესიამ „არაერთხელ წამოწია საკითხი, რომ ეს სიწმინდეები უნდა დაბრუნებულიყო“, თუმცა კულტურის სფეროს წარმომადგენლები, „მიუთითებდნენ რა იმაზე, რომ ეს ხატები განსაკუთრებული კულტურული... Читать дальше...

უკრაინაში მსხვერპლია რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში. ამის შესახებ 7 აპრილს განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, სინელნიკოვის რაიონში დაიღუპა 11 წლის ბიჭი. დაშავდა სამი ადამიანი. დამწვარია ერთი კერძო სახლი, სამი კი დაზიანებულია. განჟას ცნობითვე, 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა ქალაქ ნიკოპოლის ცენტრში, სადაც დრონით დარტყმა იყო საქალაქო ავტობუსზე. Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России