რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა ჩრდილოკორეულ სათევზაო ხომალდს, დააკავა 21 მეზღვაური
რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურმა (ეფესბე) განაცხადა, რომ რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა ჩრდილოკორეულ სათევზაო ხომალდს, რომელიც, როგორც იტყობინებიან, იაპონიის ზღვაში ბრაკონიერობდა.
რუსეთის მედიის თანახმად, ეფესბე იტყობინება, რომ 2 ოქტომბრის ინციდენტისას დაკავებულია ხომალდის ეკიპაჟის 21 წევრი. 5 მათგანი დაშავდა შეტაკებისას, რასაც გემზე ხანძარი მოჰყვა.
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს მეოთხე ასეთი ინციდენტია. გასულ კვირაში რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის სამი გემი და მათი ეკიპაჟების 200-ზე მეტი წევრი დააკავა.
რეგიონში, რომელსაც იაპონია, რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ესაზღვრებიან, ხშირად არის დავა თევზჭერის უფლებების თაობაზე.
მიუხედავად რისკისა, ჩრდილოეთკორეელები მაინც განაგრძობენ სადავო წყლებში თევზაობას.