Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

„შტაინმაიერის ფორმულა“ შეთანხმებულია. რა იქნება შემდეგ?

0
„შტაინმაიერის ფორმულა“ შეთანხმებულია. რა იქნება შემდეგ?

ევროკომისიამ „მნიშვნლოვანი ნაბიჯი“ უწოდა „შტაინმაიერის ფორმულის“ თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას, რაც კიევის წარმომადგენელმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ მინსკში, 1 ოქტომბერს, საკონტაქტო ჯგუფის, შეხვედრაზე დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა.

მაგრამ ის, რაც ბრიუსელიდან ქებას იმსახურებს, მზარდი უკმაყოფილების საგანია უკრაინის პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოების ნაწილში.

1 ოქტომბრის ღამეს კიევში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშულეს „კაპიტულანტური“ შეთანხმების ხელმოწერაში. მეორე დღეს კი ცხარე დებატებმა პოლიტიკის კულისებში გადაინაცვლა.

რას ემხრობიან ბრიუსელი, ბერლინი და პარიზი?

„ყველა მხარის ძალისხმევით“ საბოლოოდ მოხერხდება „მინისკის სამშვიდობო შეთანხმების“ რეალიზება.

მაია კოციანჩიჩი

კიევის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბერს მიესალმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი, ხოლო ევროკომისიის წარმომადგენელმა მაია კოციანჩიჩნა, „შტაინმაიერის ფორმულის“ თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმედი გამოთქვა, რომ „ყველა მხარის ძალისხმევით“ საბოლოოდ მოხერხდება „მინსკის სამშვიდობო შეთანხმების“ რეალიზება.

 

როგორც ცნობილია, „შტაინმაიერის ფორმულის“ შეთანხმებაზე ხელმოწერას კიევისაგან დაჟინებით ითხოვდა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყანა - გერმანია და საფრანგეთი.

 

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომელიც დონბასის რეგიონის კონფლიქტის დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფის წევრია, Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვამდა შიშს, რომ უკრაინის ხელისუფლებას „ძალიან გაუჭირდებოდა“ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ზეწოლა.

 

შესაბამისად, „შატინმაიერის ფორმულაზე“ საბოლოო შეთანხმებით მოიხსნა ის ბარიერი, რაც ხელს უშლიდა „ნორმანდიის ოთხეულის“ მომდევნო შეხვედრის ჩატარებას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, არსებობს წინაპირობა იმისა, რომ სულ მალე გაიმართოს სამიტი პარიზში, სადაც იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების შემდგომ პროგრესზე.

ამ შეხვედრის თარიღის განსაზღვრას ელოდება რუსეთის ხელისუფლება, თუმცა კრემლი თავის პირობას აყენებს.

„ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტის თარიღი საბოლოოდ გაირკევევა მას შემდეგ, რაც დასრულდება და დადასტურდება ძალების დაშორიშორება პეტროვსკოედან და ზოლოტოედან (ლუგანსკის ოლქის ქალაქები. რედ). მოვლენათა ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ამას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა.

 

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აპირებს, რომ „ნორმანდიის ოთხეულის“ მომდევნო შეხვედრაზე წამოჭრას ძალთა დაშორიშორების საკითხი მთელ ტერიტორიაზე, სადაც მოწინააღმდეგის უშუალო შეხების ხაზი გადის.

"რუსული პროექტი", თუ ევროპული გეგმა?  

აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები არ "ჩატარდება ავტომატის ქვეშ", არ მოხდება „წითელი ხაზების“ გადაკვეთა და „კაპიტულაცია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

„შტაინმაიერის ფორმულის“ წინააღმდეგ ორი კვირის წინ პირველმა გაილაშქრა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა. ხელმოწერის შემდეგ კი პოროშენკომ კიევის მოქმედებას უწოდა „უკრაინის კაპიტულაციას რუსეთის წინაშე.“

 

„ეს შეთანხმება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან უკრაინას, დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნების ჩატარების პირობის სანაცვლოდ, არ აქვს არანაირი გარანტია, რომ აღადგენს კონტროლს რუსეთთან დამაკავშირებელი სახელმწიფო საზღვრის ყველა მონაკვეთზე“, - განაცხადა პოროშენკომ 2 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

 

შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის „პირდაპირ საფრთხედ“ მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომლის განცხადება პარტია „ბატკივშჩინამ“ გაავრცელა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც „შტაინმაიერის ფორმულის“ გამო მისი მოღვაწეობის განმავლობაში ყველაზე სერიოზული კიტიკის ქვეშ აღმოჩნდა, - 2 ოქტომბერს პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები არ "ჩატარდება ავტომატის ქვეშ", არ მოხდება „წითელი ხაზების“ გადაკვეთა და „კაპიტულაცია“.

 

გერმანელი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერის  მიერ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მონაწილეებისათვის 2015 წელს პარიზში შეთავაზებული კომპრომისული ფორმულის თანახმად, „განსაკუთრებული სტატუსი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ძალაში შედის ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ვადამდელი არჩევნებისას, რომელიც ინიშნება და ტარდება უკრაინის კონსტიტუციისა და ასევე ზემოხსენებულ რეგიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მარეგულირებელი, უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად“.

 

 

ამ ფორმულაში აღნიშნულია, რომ კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მხოლოდ დროებით იმოქმედებს, ვიდრე ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (ODIHR) არ გამოაქვეყნებს არჩევნების შესახებ შემაჯამებელ მოხსენებას. ანუ განსაკუთრებული სტატუსის კანონი ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეუთო აღიარებს, რომ არჩევნები დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარდა სტანდარტის შესაბამისად.

 

მაგრამ უკრიანის ოპოზიციას არ სჯერა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იყოს რუსული ოკუპაციის პირობებში.

"არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის"

ზელენსკიმ აირჩია სირცხვილი და ახლა ის მიიღებს ომს

ანდრეი ბილეცკი

უკრიანის „ვერხოვნა რადას“ ყოფილმა სპიკერმა, დეპუტატმა ანდრეი პარუბიმ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პარლამენტში გაიმართოს მოსმენები „შტაინმაიერის ფორმულაზე“ შეთანხმების გარშემო და გააკრიტიკა მმართველი პარტია „ხალხის მსახური“, ხალხის ზურგს უკან, ფარული გარიგებისთვის.

მაგრამ სანამ პარლამენტის დღის წესრიგში შეიტანდნენ, „შტაინმაიერის ფორმულამ“ კვლავ გამოიყვანა უკმაყოფილო ადამიანები კიევის ქუჩებში. ულტრა-მემერჯვენე და ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფების საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არა კაპიტულაციას“, “არა პუტინის გეგმას“! - უკრაინის დედაქალაქში სპონტანურად, 1 ოქტომბერსვე გაიმართა.

 

„ზელენსკიმ აირჩია სირცხვილი და ახლა ის მიიღებს ომს“, - განაცხადა აქციაზე ულტრა-მემერჯვენე გაერთიანება „ნაციონალური კორპუსის“ ლიდერმა ანდრეი ბილეცკიმ.

 

ნაციონალისტური პარტია „სვობოდას“ წევრმა იური სიროტიუკმა ქვეყნის პრეზიდენტი „ღალატის ჩადენაში“ დაადანაშაულა.

2 ოქტომბერს პრეზიდენტის ოფისთან შეკრებილი დემონსტრანტები მშვიდობიანი მსვლელობით გაემართნენ „მაიდან ნეზალეჟნოსტისკენ“ (თავისუფლების მოედნისკენ). როგორც უკრაინული მედია წერს, ოთხშაბათს მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები გაიმართა ხარკოვში, ლვოვსა და მარიუპოლში.

 

ჯერჯერობით უცნობია მომდევნო საპროტესტო აქციების დრო და ადგილი.

 

ამასობაში უკვე ცნობილი გახდა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რაც აშკარად მეტყველებს ვოლოდიმირ ზელენსკის მხარადამჭერთა რაოდენობის პირველ სერიოზულ შემცირებაზე, ზელენსკისა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ასევე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. 

 

სოციოლოგიურ ჯგუფ „რეიტინგის“ თანახმად, 23%- ი ეწინააღმდგება „შტაინმაიერის ფორმულას“, 18%-ი მხარს უჭერს, ხოლო გამოკითხულთა ორმა-მესამედმა, დაახლოებით 60%-მა, პროცენტმა ვერ შეეძლო შეეფასებინა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების ავკარგიანობა.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин открыл обновленное приемное отделение Морозовской детской больницы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт к юбилею Анжелики Варум прошел в Институте культуры в Химках




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве

Альбина Мухаметзянова на ПМЭФ объявила о выходе сериала «Команда МАТЧ» в Казахстане


WTA

Андреевой предрекли борьбу за топ-10 рейтинга WTA в текущем сезоне



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

Зачем западная пресса начала «сливать» главу ОП Ермака, который за спиной у Зеленского решает все вопросы



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России