Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

ფორმულა ეთერში - გეგმები, სურვილები და კითხვები

0
ფორმულა ეთერში - გეგმები, სურვილები და კითხვები

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო დელისთან, იმ შენობის მეექვსე სართულზე, სადაც 25 წლის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფისი იყო, ახლა “ფორმულა კრეატივის” ახალი ტელევიზია, “ფორმულა” ემზადება ეთერისთვის. არხი სატელევიზიო საინფორმაციო მაუწყებლობას 5 ოქტომბრიდან დაიწყებს, ახალი ამბები ინტერნეტისთვის უკვე კეთდება. 

 

რას ნახავთ “ფორმულას” ეთერში 

“ფორმულას” უკვე აქვს ნიუსრუმი და სივრცე, სადაც სტუდიები ეწყობა. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, საცდელი მაუწყებლობის წარწერის ქვეშ დღეში 7-ჯერ გავა საინფორმაციო გამოშვება, იქნება დილის გადაცემა და მზადდება ღამის პოლიტიკური თოქ-შოუ.

“ფორმულაში” ამბობენ, რომ თავიდან მათი აუდიტორიის უმრავლესობა ალბათ მაინც ის ხალხი იქნება, ვინც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” უყურებს. 

გარდა უკვე კარგად ცნობილი სერიალისა, ფორმულა კრეატივი აპირებს მეორე ქართული სერიალის გადაღებასაც. სცენარის ავტორი კვლავ ქეთი დევდარიანი იქნება. 

გმირი შუა ხნის ასაკის კაცი იქნება, რომელიც ცხოვრების თავიდან დაწყებას გადაწყვეტს. 10 სერია - ჯერ კიდევ წელს - ასეთია გადამღები ჯგუფის გეგმები. ქეთი დევდარიანის სცენარის მიხედვით გადაღებული სერიალების გარდა, ტელევიზია მაყურებელს უახლეს კინოსურათებსა და სერიალებსაც შესთავაზებს. მთავარ არხზე ასევე გავა კულინარიული შოუ და თანდათან დაემატება იუმორისტული და შემეცნებითი გადაცემები. 

 

რითი იქნება “ფორმულა” განსხვავებული სხვა ახალი და ძველი არხებისგან 

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის ოპოზიციური არხი, იმიტომ რომ ოპოზიციური არხები არ არსებობს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იქნება კრიტიკული მედია" - ამბობს არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი, რომლის თქმითაც არხს გრძელვადიანი გეგმები აქვს.

ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი სხვა ქართული ტელევიზიებისთვის “ფორმულას” სპეციალურად ციფრული სამყაროსთვის შექმნილი კონტენტი, მობილური აპლიკაციები, ადაპტირებული მასალები და მრავალფუნქციური საიტი იქნება, რომელიც იმ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში დაეხმარებათ, რომლებიც ტელევიზორთან აღარ სხედან ინფორმაციის მისაღებად. 

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს ის რესურსი, რაც ქვეყნის მართვას ჭირდება და ამ ხელისუფლებამ გადალახა ძალიან ბევრი წითელი ხაზი. ჩვენ ვცხოვრობთ იმ მოცემულობაში, სადაც ქვეყანა ოკუპირებულია, გვყვავს ღიად კოლაბორაციონისტები მათ შორის ხელისუფლებაში და დიახ, ჩვენ ამ რეალობის შეცვლა გვინდა.“ - გვითხრა გიორგი ლაფერაშვილმა. 

არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე თვლის, რომ “ფორმულა”-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ასახვაა.

“ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ყველა ქართული წარმატებული მედია, რომელიც წარმატებული ხდებოდა, იჯერებდა, რომ მოვლენათა მართვასა და განვითარებაში და საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ცოტა უფრო მეტი როლი ჰქონდა, ვიდრე ეს რეალურად არის. მედიები ადვილად იჯერებდნენ, რომ მათი ფუნქცია არა საზოგადოებაში არსებული განწყობების ასახვა, არამედ ამ განწყობების ცოტათი მოდელირებაცაა. ძველ ტრადიციულ მედიებში სარეკლამო სლოგანებშიც კი გამოსჭვიოდა ეს თავკერძობა - ახალი ამბები კეთდება აქ და ა.შ. ახალი ამბები ჩემი აზრით კეთდება მთელ ქვეყანაში, სხვადასხვა ადგილას და მედია უბრალოდ, ამ ამბებს უნდა აშუქებდეს.” - ამბობს მიშა მშვილდაძე. 

მაღალი რეიტინგი “ფორმულასთვისაც” გამოწვევა იქნება - მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ არხმა რაც შეიძლება მალე უნდა შეძლოს იმდენად პოპულარული გახდეს, რომ რეკლამა მოიზიდოს. 

 

დამოუკიდებლობა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილის მფლობელობა 

“რაც არ უნდა ვამტკიცოთ ან მე, ან გუნდის რომელიმე სხვა წევრმა, ან თავად ინვესტორმა, დავით კეზერაშვილმა, სკეპტიკოსების ეჭვებს ვერაფერს დავუპირისპირებთ. ყველაზე კარგი გამოსავალი მგონია, რომ მათ ჩართონ ტელევიზორი, ნახონ რას ვაკეთებთ და თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რისი გაკეთება გვინდოდა. ჩვენ რისი გაკეთებაც გვინდა, ვიცით.“ - ამბობს გიორგი ლაფერაშვილი 

“თუ ვინმე გეტყვით, რომ ახლა გააკეთებს ისეთ ტელევიზიას, რომლითად 1 წელიწადში არჩევნებს მოიგებს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ის ვიღაც ტელევიზიის აზრზე არ არის. კი, ჩვენთვის 2020-ის არჩევნები არის მნიშვნელოვანი მოვლენა, გვინდა რომ მოსახლეობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები არ არის ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ტელევიზია კეთდება. მედია მაღალი რისკის მქონე და ინვესტიციატევადი, წლებში განვრცობილი ბიზნესია და მდგრადობას წლებთან ერთად იძენს.” - ამბობს მიშა მშვილდაძე, და განმარტავს, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე დავით კეზერაშვილსა და დამფუძნებლებს შორის სადაო არაფერია, დანარჩენს კი მაყურებელი უკვე ეთერში ნახავს. 

 

ზეწოლა ხელისუფლებისგან 

2 ოქტობმერს პროკურატურაში ინტერმედიას საქმეზე დასაკითხად დაიბარეს ტელევიზიის გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე. 

პროკურატურა იძიებს რუსთავი 2-ის კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, ინტერ მედია პლიუსის მიერ მიღებულ დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების საკითხს. პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.

"ეს საქმე არის თითიდან გამოწოვილი. გაუგებარია, რატომ არის საინტერესო და ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ გუშინ დაიწყო ფორმულამ მაუწყებლობა და იმ დღესვე განხორციელდა ზარი გამომძიებლისგან. ყველაზე მთავარი ამ საქმეში არის ის, რომ ფორმულა დაიწყებს მაუწყებლობას. 5 ოქტომბერს ჩვენ დავიწყებთ საინფორმაციო გამოშვებას და შევეცდებით, რომ ყველა ის გამოწვევა, რაც დღეს აქვს მედიაბაზარს; ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს თავისუფალ სიტყვას; ყველა ის გამოწვევა, რაც უკავშირდება მედიაპლურალიზმს; ჩვენ დავდებთ ერთ აგურს ამ საქმის მშენებლობაში", — თქვა 2 ოქტომბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე ზუკა გუმბარიძემ. 

“ფორმულას” შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაეცა და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. ამ ცვლილებებიდან მალევე ტელეკომპანიის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა არხი დატოვა. მათი ნაწილი დღეს “ფორმულაში” მუშაობს, ნაწილი კი “მთავარ არხზე” გადავიდა.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о планах развития Мнёвниковской поймы





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Алсу

Причиной развода Алсу мог стать оружейный бизнес мужа




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера


Анна Калинская

Калинская поддержала Синнера после поражения на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Ежегодная церемония вручения Всероссийской премии Евгения Зубова прошла в библиотеке Видного



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России