საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისათვის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა […]