Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

სლოტკლუბი კინოთეატრის ნაცვლად

0
სლოტკლუბი კინოთეატრის ნაცვლად

წლებია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კინოთეატრი არ ფუნქციონირებს. მიუხედავად ახალგაზრდების არაერთი მოთხოვნისა, ამ მიმართულებით ცვლილება არ არის.  ქალაქის ერთადერთი კინოთეატრი, „ატრიუმი“, 2015 წელს დაიხურა და მის ნაცვლად სლოტკლუბი გაიხსნა. მანამდე კი, 2012 წელს, 300 ადამიანზე გათვლილი დარბაზი 150 ადგილამდე შემცირდა მაყურებელთა სიმწირის გამო. მაშინ თეატრის დახურვის მიზეზად შენობის მეპატრონემ  ბიზნესის წარუმატებლობა დაასახელა.

თავის მხრივ, ზუგდიდელი ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ კინოთეატრს მაყურებელი მოძველებული ფილმების ჩვენების გამო არ ჰყავდა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სწორი მართვის პირობებშ კინოთეატრი მომგებიანი ბიზნესი გახდება.

„კინოთეატრი ტოტალიზატორმა ჩაანაცვლა და ყველზე გულსატკენი სწორედ ეს იყო. მაშინ აქვე უნდა გამოკვეთილიყო პოზიცია მერიისა თუ სხვა ორგანიზაციების - უნდა ეთქვათ, რომ არსებობს სხვა ადგილები, სადაც შეიძლება ტოტალიზატორის გაკეთება, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა და, სამწუხაროდ, ჩვენ წაგვართვეს საყვარელი ადგილი“;

„ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის ღამის ცხოვრება მთავრდება 10 საათზე, როცა სხვა ქალაქებში სწორედ 10-ზე იწყება“;

„ზუგდიდში, აუცილებელია, იყოს კინოთეატრი. ეს აუცილებელია არა მარტო ახალგაზრდებისთვის, ყველა მოქალაქისთვის“, - აცხადებენ ზუგდიდელი მოზარდები, რომლებიც კინოთეატრის გახსნას ითხოვენ.

მანამდე ახალგაზრდებმა პრობლემის საკუთარი ძალებით მოგვარება სცადეს. 2018 წელს რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ პროექტ "სოციალური მეწარმეობის განვითარების" ფარგლებში, ბიზნესგეგმა შეიმუშავეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს. პროექტის მიხედვით, 100-ადგილიანი დარბაზისთვის 65 ათასი აშშ დოლარია საჭირო. მათ თვითმმართველობას ფართის გამოყოფა სთხოვეს. დახმარების პირობა მიიღეს, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ფართის ძიებაში არიან:

„კინოთეატრისთვის ფართი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. მათ არც შემოუთავაზებიათ, არც კი მიმდინარეობს ამაზე მუშაობა“, - ამბობს „საუნჯის“ ხელმძღვანელი იაგო ფასანძე.

თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ მუშაობენ პრობლემის მოგვარებაზე. მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათ აქვთ აქტიური ურთიერთობა ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც მუშაობს ახალგაზრდულ საკითხებზე, ამიტომ კარგად იციან მათი საჭიროებების შესახებ და ისიც, რომ ქალაქში კინოთეატრს ითხოვენ. ამიტომ ამ ეტაპზე მერიამ, შესაძლებლობების მიხედვით, გამოსავალი იპოვა და მოძრავი კინოთეატრი მოაწყო:

„ერთ-ერთ შეხვედრაზე ახალგაზრდების მხრიდან გამოითქვა მოძრავი, მობილური კინოთეატრის საჭიროება. ჩვენმა ახალგაზრდულმა განყოფილებამ აქტიურად ითანამშრომლა ახალგაზრდებთან და, შესაბამისი პროცედურების დაცვით, შევისყიდეთ პუფები, მაღალი ხარისხის პროექტორი და ტარდება კინოჩვენებები“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

როგორც ზუგდიდის მერის მოადგილე ამბობს, ახალგაზრდების მოთხოვნათა საპასუხოდ, მერია შესაძლებლობების მიხედვით შესთავაზებს მათ ალტერნატიულ წინადადებებს, იმ მოზარდებს კი, ვისაც ზუგდიდში კინოთეატრის გახსნა და უახლესი ფილმების ნახვა დიდ ეკრანზე სურთ, მოუწევთ ლოდინი ან მერიის ალტერნატიულ მობილურ კინოთეატრში ჩართვა.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал о реализации проектов КРТ в столице





Москва

«Солнечная Азбука» в особом семейном центре «Семь-Я»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о реализации проектов КРТ в столице



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Арам Хачатурян

Фестиваль классического балета «Стерх»: Зрители остались в восторге от балета Арама Хачатуряна «Спартак»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)


Арина Соболенко

Названо условие сенсации в матче Арины Соболенко с вундеркиндом из России



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России