„პირველ რიგში, ამ ადამიანებისთვის პატივის მიგება, დაკრძალვა და ნორმალური საფლავის გაკეთებაა ძალიან მნიშვნელოვანი"
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) თავიდანვე ჩაერთო ბათუმსა და აჭარაში რეპრესირებული და დახვრეტილი პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიებაში. ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზეც ჩავიდნენ, ნახეს სამარხები, გადასვენებული ნეშტები.